მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
არ მინდა, უთქმელი დამრჩეს
ამ წერილის დაწერა ჩემთვის არავის დაუვალებია. ხშირად ფიქრებში გართულს აღნიშნულ პიროვნებაზე წერილის დაწერის სურვილი მომძალებია. ეს წერილი მისთვის სიურპრიზი იქნება, მასთან ინტერვიუს ასაღებად მისვლა არ დამჭირვებია. ჩემი მიზანი და მიზეზიც ერთი უბრალო ჭეშმარიტება გახლავთ. არ დაამადლო ხალხს სიყვარული და ხალხიც იგივეს დაგიბრუნებს.
ალბათ, ყველა ბორჯომელი კარგად იცნობს სამშობიარო სახლის მთავარ ექიმს ქალბატონ ჟენარი გრიგალაშვილს, ის ჩვენს სოფელში _ ცემში დაიბადა. ბავშვობის წლები ერთად გავატარეთ.
მეოთხე კლასში იყო, დედა რომ გარდაეცვალა. ერთხელ ბავშვები სტადიონზე ერთად ვთამაშობდით, რაღაც საკითხში ვერ შევთანხმდით და ერთმა თანატოლმა დაუფიქრებლად წამოიძახა, მტყუანს დედა მოუკვდესო. დღესაც ყურში მიდგას ატირებული ჟენარის სიტყვები, თუმცა იმ ბავშვთან მტყუანი არ იყო _ შენ რომ წაიქცე და ვაი დედა დაიძახო, დედაშენი გკითხავს, _ რა იტკინეო, დედაჩემი კი უკვე მკვდარიაო. მაშინ მთელი ბავშვები მასთან ერთად ვტიროდით და თან ვამშვიდებდით. მამიდა ზრდიდა, საკმაოდ სათნო და გულისხმიერი ქალი, მზრუნველობას არ აკლებდა, დამეთანხმებით, სხვის ტკბილად ნათქვამს ათ გენაცვალეს, დედის ერთი მწარე დატუქსვა ჯობია.
გულში მტკიცედ ჩაიდო, რომ ექიმი გამოსულიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, სრულიად ახალგაზრდამ, სანატორიუმ ,,მზიურში~ დაიწყო სანიტრად მუშაობა, ლიმიტი მიიღო და გულის წადილი აისრულა. სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა, მისი დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბორჯომის სამშობიარო სახლში.
მას შემდეგ სოფლელების იმედი და ნუგეშია. თითოეული გაჭირვებული პირველად ტელეფონზე მის ნომერს კრეფს. ეხება თუ არა, ისიც დაუზარებლად, ყურადღეEბის გარეშე არ ტოვებს არც ერთ მის შემწუხებელს.
ბორჯომელთათვის კარგად ნაცნობ პიროვნებასთან, სოსო მაჩაიძესთან ერთად შექმნა ოჯახი. ბედმა აქაც დასცინა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა. ორი შვილი _ ქალ-ვაჟი ობლად დარჩა. ივაჟკაცა და შვილებს დედობაც გაუწია და მამობაც. არაფერი დაუკლია. სიცოცხლის ბოლომდე არც ხანში შესული მამიდასთვის მოუკლია ყურადღება და პატივისცემა.
ვინ იცის, სიკვდილისგან დაბრიყვებულმა, რამდენ ახალ სიცოცხლეს შეავლო ხელი, რამდენ ადამიანს ნუგეში და იმედი აჩუქა. თვითონ ჯანმრთელობა შერყეული, სხვისი ჯანმრთელობისაAთვის ზრუნავს, აკი, ამიტომაც თითოეული ადამიანის გულში მისთვის განკუთვნილი სიყვარული განსაკუთრებულად სათუთია.
ნათქვამია: ობლის კვერი ცხვა და გვიან გამოცხვაო. ვისურვებდი, შვილების და შვილიშვილების ხელით მენახოს მისი წილი ბედნიერების კვერი გამომცხვარი. ღმერთმა ხალხის სიყვარული არ მოაკლოს და ჯანმრთელობითაც გაეხაროს. ყოველივე საუკეთესო ყოფილიყოს მისი ცხოვრების მეგზური!

სიყვარულით იზო სარქისიანი, დიდი ცემი.
24.10.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Articles like this really grease the shafts of kngewedol.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
15-08-2018
2.6343   0.0649
3.0047   0.0805
3.3645   0.0893
3.9453   0.1675
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.