მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი


ხალხის გაზეთი

ტირაჟი 800-დან  1500-მდე;

გაზეთი ვრცელდება გორში, კასპში, ხაშურში და ქარელში.

აუდიტორია - საგანმანათლებლო დაწესებულებები, მეწარმეები, მედიცინის მუშაკები, დევნილები, ახალგაზრდობა...

სარეკლამო ტარიფები:
ერთი გვერდი (A3) 100 აშშ დოლარი
1/2 გვერდი 60 აშშ დოლარი
1/4 გვერდი 30 აშშ დოლარი

პირველ და ბოლო გვერდებზე ემატება 50%

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამას ემატება 60%

ფასდაკლება დამოკიდებულია რეკლამის ხანგრძლივობაზე: ორჯერადის შემთხვევაში აკლდება 5%, სამჯერადს აკლდება 8%, ოთხჯერადს აკლდება 10%, ხოლო უფრო ხანგრძლივ რეკლამას აკლდება 20%.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მდებარეობა: მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს. ტერიტორიის ფართობი - 6200 კვ.კმ (მათ შორის საქართველოს იურისდიქციის ქვეშაა 4200 კვ.კმ.)

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულები:  გორი, კასპი, ქარელი, ხაშური

ადმინისტრაციული ცენტრი: გორი

ადმინისტრაციული მოწყობა: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა-მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანოა - მუნიციპალიტეტის გამგეობა. სამხარეო ადმინისტრაცია - გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია.

მოსახლეობა: 314 ათასი კაცი, მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ქართველებია, ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ოსები, სომხები, რუსები, ებრაელები, ბერძნები, აფხაზები.

ეკონომიკა: მხარის განვითარების პერსპექტივა დიდად არის დამოკიდებული საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს შორის პოლიტიკური შერიგების წინსვლაზე. მხარის სამხრეთი ნაწილი საქართველოს ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არის განლაგებული და მნიშვნელოვანი სამრეწველო პოტენციალი აქვს (გორი, კასპი, აგარა). გორის რაიონი მეხილეობის ცენტრია.

ღირსშესანიშნაობები: შიდა ქართლის ტერიტორია განთქმულია თავისი მრავალფეროვანი  და არქიტექტურულად უმდიდრესი ძეგლებით, რომელთა შორის გამოირჩევა: გორის ციხე (ძვ. წ. პირველი ათასწლეულის უკანასკნელი სს),  გორის საკათედრო ტაძარი (1806-10 წწ), უფლისციხის უძველესი, უნიკალური ქალაქი-მუზეუმი, ატენის სიონი (VII საუკუნე), ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი უნიკალური ფრესკებით (მე-12 მე-13 სს), სამთავისის ტაძარი (მე-11 ს), ტაძარი ერთაწმინდა (მე-13 საუკუნის პირველი ნახევარი), რუისის ტაძარი (მე-8 მე-9 საუკუნის ნაგებობა საფუძვლიანად გადაკეთდა მე-11 საუკუნეში), სურამის წმინდა გიორგის ტაძარი (მე-18 მე-19 სს), წრომის ეკლესია (626 - 635 წწ), ქალაქ გორში კი მდებარეობს იოსებ სტალინის ცნობილი სახლ-მუზეუმი.

შიდა ქართლი გამოირჩევა თავისი კურორტებითაც, ესენია: ბიისი - კლიმატური და ბალნეოლოგიური. სამკურნალო - მინერალური გოგირდოვანი წყლით; გორიჯვარი - კლიმატური და ბალნეოლოგიური. ბუნებრივი გოგიდ-წყალბადიანი, სულფიდური მინერალური წყლით; აბანო - კურორტი ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო წყლებითა და წყაროებით, რომელიც სულფიდური მინერალური წყლის ტიპს მიეკუთვნება; ტბეთი - ბატეთის ტბა. პროფილაქტიკური, ჰულმინოლოგიური, ნევროლოგიური სამედიცინო პროფილი; ტყემლოვანი - კურორტი გამოირჩევა ნახშირმჟავას მინერალური წულის ტიპით.

სასარგებლო კონტაქტები:
გორის საკრებულო: 8 (270) 7 74 36
გორის გამგეობა: 8 (270) 7 51 86
სამხარეო ადმინისტრაცია: 8 (270) 7 34 29

© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.