მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი

გაზეთი "აჭარა"

გაზეთი ვრცელდება აჭარის რეგიონში, ტირაჟი შეადგენს 800-1000 ცალს.

  • რეკლამა უკანა ფერად მთლიან გვერდზე – 500 ლარი;
  • შუა ფერადი გვერდი – 400 ლარი;
  • შავ-თეთრი გვერდები - 300 ლარი 
















მდებარეობა: აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ის საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკაა და მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების - აჭარის და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას, რეგიონის ფართობია 2.900 კმ².

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულები: ბათუმი, ქედი, ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ხულო

ადმინისტრაციული ცენტრი: ბათუმი

ადმინისტრაციული მოწყობა: ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით საკანონმდებლო ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (30 წევრი), რომელიც აირჩევა 5 წლით. აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო. აჭარის ავტონომიის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1, რაიონის გამგეობა - 5, სადაბო საკრებულო - 3, სოფლის საკრებულო - 56.

მოსახლეობა: 376 000 კაცი, ქართველები შეადგენენ მოსახლეობის 93%-ს, მათ გარდა აჭარაში ცხოვრობენ სომხები, ბერძნები, რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

ეკონომიკა: აჭარა ძირითადად აგრარული რეგიონია, სადაც მისდევენ სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები) მოყვანას. მნიშვნელოვანი დარგების აგრეთვე: ნავთობის მრეწველობა, მანქანათ-მშენებლობა და ტურიზმი. ნავთობი მოედინება ბათუმიდან, რომელიც წარმოადგენს გაზსადენის ბოლო პუნქტს. ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნის შემდეგ სარფთან.

ღირსშესანიშნაობანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე არქიტექტურისა და კულტურის ძეგლებს შორის უმნიშვნელოვანესია: გონიოს ციხე - ისტორიული ციხესიმაგრეა აჭარაში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან, უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.), ხულოს რაიონში მდებარე სხალთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი - კომპლექსის შემადგენლობაში შედის ნანგრევების სახით შემორჩენილი მცირე ეკლესია, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს აგებული, XIII საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარი, მარანი და ფრაგმენტულად დაცული ეზოს გალავანი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბათუმის ბოტანიკური ბაღი - რომელიც გაშენებულია ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით, მწვანე კონცხზე, 111 ჰა ფართობზე. ბაღში სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი 9 ფლორისტული განყოფილებაა: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისა. მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5000-ზე მეტ სახეობას.

სასარგებლო კონტაქტები:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
საქართველო, 6010, ქ. ბათუმი, გამსახურდიას, 10
ტელ: (+995 222) 72006
ფაქსი: (+995 222) 77300
info@adjara.gov.ge; contact@adjara.gov.ge

© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.