მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი

გაზეთი ”ბორჯომი”

  • რეკლამა მთლიან გვერდზე - 300 ლარი
  • 1/2 გვერდი - 150 ლარი 
  • 1/4 გვერდი - 75 ლარი 
  • 1/8 გვერდი - 45 ლარი 
  • 1/16 გვერდი - 25 ლარი 
  • 1/32 გვერდი - 20 ლარი 












 

მდებარეობა: ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება, სამცხე-ჯავახეთი ფართობია 6.414 კმ2, რაც საქართველოს 9,2%-ს შეადგენს.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:  ადიგენი, ახალქალაქი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი და ნინოწმინდა.

ადმინისტრაციული ცენტრი: ახალციხე

ადმინისტრაციული მოწყობა: მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია -1, რაიონის გამგეობა - 6, სადაბო საკრებულოები- 5, სოფლის საკრებულოები - 77. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული.

მოსახლეობა: სამცხე-ჯავახეთში 210.000 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 54.5 პროცენტი სომეხია, 43 პროცენტი - ქართველი.  რეგიონში აგრეთვე ცხოვრობენ რუსების, ოსების, ბერძნების და უკრაინელების მცირერიცხოვანი თემები.

ეკონომიკა: სამცხე-ჯავახეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, თითქმის მთელი სამრეწველო პროდუქცია ბორჯომში იწარმოება. აქვეა თავმოყრილი მხარის საკურორტო-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. ეკონომიკური თვალსაზრისით დიდად პერსპექტიულია ტურისტული მეურნეობის განვითარება, ასევე ახალქალაქსა და თურქეთის ქალაქ ყარსს შორის დაგეგმილი რკინიგზის მშენებლობა.

ღირსშესანიშნაობები: მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ), შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ხერთვისი, ზარზმის მონასტერი - ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, ადიგენის რაიონში, ციხე-ქალაქი თმოგვი, საფარის მონასტერი - ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა და სხვ.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი განთქმულია თავისი სამკურნალო-დასასვენებელი კურორტებით: ბაკურიანი, ბორჯომი, წაღვერი, აბასთუმანი.

სასარგებლო კონტაქტები:

© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.