ქუთაისი, ნიკეას ქუჩა, 21ა
ტელ: (595) 24 04 04
ბათუმი, ბაქოს ქუჩა, 33ა (ყოფილი გოგებაშვილის ქუჩა)
ტელეფონი : (422) 2250 71 , (599) 50 77 55
დარბაზი - 80 პრესონა, 4 VIP – 40 პერსონა , ღია ვერანდა - 120 პერსონა
WiFi - ინტერნეტი, პარკინგი, პლასტიკური ბართათით ანგარიშსწორება
ოზურგეთი, სოფელი ლიხაური
ტელეფონი : (599) 29 01 74 , (555) 91 94 58
ურეკი, თაყაიშვილის ქ. 236
ტელ : (593) 62 86 81
ბათუმი. ბაქოს ქ. 33 (ყოფილი გოგებაშვილის ქ.)
თევზის რესტორანი „შავი ზღვა“ მდებარეობს ბათუმში, მისამართი: ბაქოს ქუჩა 33,თევზის ცნობილი ბაზრის გვერდით, რომელიც რესტორანი „შავი ზღვის“ ობიექტია.რესტორანი „შავი ზღვა“ მოგემსახურებათ ქართულ-ევროპული სამზარეულოთი.თევზების ნაირსახეობა, ზღვის პროდუქტები და დელიკატესი კერძები სტუმარზე
დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. აღსანიშნავია მაღალი კლასის, სწრაფი მომსახურება
და ნატურალური პროდუქტებისაგან დამზადებული კერძები.
სასტუმრო "კაპა" | |
რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი | |
მუნიციპალიტეტი: ადიგენი | |
მისამართი/სოფელი: დაბა აბასთუმანი , რუსთაველის ქ. #35 | |
საკონტაქტო პირი: ვაჟა ყულიჯანაშვილი | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
აბასთუმნის საოჯახო სასტუმრო “კაპა” ადიგენის გადასახვევიდან 12 კმ-ზემდებარეობს. საზაფხულო კოტეჯში 4 ოთახი მდებარეობს. სასტუმრო ახლოს არისროგორც გოგირდის აბანოებთან, ასევე წიწვოვან ტყესთან. იზოლირებულიეზო კეთილმოწყობილია შადრევნებითა და საქანელებით. სასტუმროშიყველა პირობაა შექმნილი სასიამოვნო დასვენებისათვის.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
|
სასტუმრო სახლი "ქვისკარი" | ![]() |
რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი | |
მუნიციპალიტეტი: ასპინძა | |
მისამართი/სოფელი: სოფელი გულსუნდა | |
საკონტაქტო პირი: ნოდარ შავაძე | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
საოჯახო სასტუმრო „ქვისკარი“ მდებარეობს დაბა ასპინძიდან მოშორებით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე.სახლში განთავსებულია მისაღები ოთახი, 1 სამადგილიანი და 2 ორადგილიანი საძინებელი საერთო სველი წერტილით. „ქვისკართან“ მისასვლელი სამანქანო გზის გარდა, არსებობს საცალფეხობეწვის ხიდი მდინარე მტკვარზე. სახლს აქვთ პატარა გამწვანებული ეზო.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
სოფლის სახლი "იმედი" | ![]() |
რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი | |
მუნიციპალიტეტი: ასპინძა | |
მისამართი/სოფელი: სოფელი თმოგვი | |
საკონტაქტო პირი: ქეთი ცისკარაძე და გელა ზაზაძე | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
სოფლის სახლი ასპინძიდან 21 კმ-ზე, უძველეს მესხურ სოფელ თმოგვშიმდებარეობს. სტუმრების განკარგულებაშია 4 ორადგილიანი საძინებელიოთახი საერთო სველი წერტილით. აქვეა სასადილო და მოსასვენებელიოთახი. დიდი ვერანდა საზაფხულო სასადილოს ფუნქციას ასრულებს. ეზოსდეკორატიული ყვავილები, ვარდებისა და ვაზის ხეივანი ამშვენებს. ოჯახისწევრები მზად არიან მეგზურობაც გაუწიონ სტუმრებს, მოემსახურონ საკუთარიმსუბუქი მანქანით ან მიკროავტობუსით და დაათვალიერებინონ რეგიონისღირსშესანიშნაობები.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
საოჯახო სასტუმრო „ფლორა“ | |
რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი | |
მუნიციპალიტეტი: ახალქალაქი | |
მისამართი/სოფელი: სოფელი სულდა | |
საკონტაქტო პირი: ფლორა აპოიანი | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს სოფლის ცენტრალური გზიდან 600 მეტრის მანძილზე. სახლში სტუმრებისათვის გამოყოფილია 3 საძინებელი ოთახი (ერთი 2-ადგილიანი, ერთი 3-ადგილიანი და ერთი 4-ადგილიანი) საერთო სველი წერტილით (აბაზანა და ტუალეტი ცალ-ცალკე) და მოსასვენებელი/სასადილო ოთახი. სახლი გარშემორტყმულია დიდი, გამწვანებული, ხეხილიანი ეზოთი. ეზოში არის ასევე 5 ტბორი სხვადასხვა სახეობის თევზით.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
სასტუმრო სახლი “წყაროსთვალი” | ![]() |
რეგიონი: აჭარა | |
მუნიციპალიტეტი: ქედა | |
მისამართი/სოფელი: სოფელი გობრონეთი | |
საკონტაქტო პირი: ამირან ბოლქვაძე | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
საოჯახო სასტუმრო მთავარი სამანქანო გზიდან 5 კმ-ზე მდებარეობს. ორსართულიანი საოჯახო სასტუმრო სახლი ხისგან არის ნაგები. აქ სტუმართათვის დათმობილია 3 საძინებელი ოთახი, მოსასვენებელი ოთახი, სამზარეულო და აბაზანა. აივნიდან იშლება სოფლის ლამაზი ხედები. მასპინძელი მანქანით, ცხენით ან ქვეითად მოგატარებთ სოფლის შემოგარენში არსებულ ღირშესანიშნაობებს. დიასახლისი შემოგთავაზებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით დამზადებულ ტრადიციულ კერძებს.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
სასტუმრო სახლი "ზებო" | ![]() |
რეგიონი: აჭარა | |
მუნიციპალიტეტი: ქედა | |
მისამართი/სოფელი: სოფელი გობრონეთი | |
საკონტაქტო პირი: ზებურ ბოლქვაძე | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
საოჯახო სასტუმრო მთავარი სამანქანო გზიდან 5 კმ-ზე, შერეული ტყის პირასმდებარეობს. აქ სტუმრობისას დამსვენებლები გაეცნობიან ადგილობრივთაცხოვრების სტილსა და აჭარული თემის კულტურას. საოჯახო სასტუმროსმეორე სართულზე განლაგებულია 3 ორადგილიანი საძინებელი ოთახი, მისაღები, სამზარეულო, საერთო აბაზანა და აივანი. მასპინძელი ეწევაორგანულ მეურნეობას. ასევე აცნობს დამსვენებლებს ტრადიციულ კერძებსდა ასწავლის მათ მომზადებას. სოფლად სტუმრობისას შესაძლებელიაექსკურსიების ორგანიზება (მანქანით, ცხენით ან ქვეითად) აჭარისმაღალმთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროზე.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
სასტუმრო სახლი “იმედი” | ![]() |
რეგიონი: აჭარა | |
მუნიციპალიტეტი: შუახევი | |
მისამართი/სოფელი: სოფელი ნიგაზეული | |
საკონტაქტო პირი: ამირან ხიმშიაშვილი | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
ხის ორსართულიანი სასტუმრო სახლი შუახევის რაიონში, მთავარი სამანქანო გზიდან 6 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. აქ დამსვენებელი ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს, აჭარული სოფლის ცხოვრებასა და ადათ-წესებს გაეცნობა, შეისწავლის ტრადიციული კერძების დამზადებას. სახლში სტუმრებს ეთმობა მეორე სართულზე მდებარე 3 საძინებელი ოთახი, სამზარეულო და საერთო აბაზანა. მასპინძელს აქვს საკუთარი მეურნეობა.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
სასტუმრო სახლი “მწვანე სახლი” | ![]() |
რეგიონი: აჭარა | |
მუნიციპალიტეტი: შუახევი | |
მისამართი/სოფელი: სოფელი ნიგაზეული | |
საკონტაქტო პირი: ბეგლარ კეკელიძე | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
საოჯახო სასტუმრო მდებარეობს ზემო აჭარის (შუახევის რაიონი) ერთ-ერთ ლამაზ სოფელ ნიგაზეულში, მთავარი სამანქანო გზიდან 5 კმ-ის დაშორებით. სტუმართათვის დათმობილია სახლის მეორე სართულზე მდებარე 3 ორადგილიანი საძინებელი ოთახი და მისაღები. აქვეა სამზარეულო და საერთო სველი წერტილი. დიასახლისი ამზადებს ტრადიციულ კერძებს და სტუმრებს უმასპინძლდება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით. სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
სასტუმრო სახლი "ქვემოურები" | ![]() |
რეგიონი: აჭარა | |
მუნიციპალიტეტი: შუახევი | |
მისამართი/სოფელი: სოფელი ნიგაზეული | |
საკონტაქტო პირი: ბიჭიკო ხიმშიაშვილი | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
ტრადიციული ხის სახლი მდებარეობს ტყის პირას, შუახევის რაიონში სამანქანო გზიდან 6 კმ-ის დაშორებით. სახლის მეორე სართულზე მდებარეობს 1 ორადგილიანი და 1 სამადგილიანი საძინებელი ოთახი, დიდი მისაღები, სამზარეულო და აბაზანა. სახლიდან იშლება მშვენიერი ხედი. მასპინძელს აქვს საკუთარი მეურნეობა, სიმინდის ყანა, ბოსტანი და სტუმრებს უმასპინძლდება ადგილზე მოყვანილი ორგანული პროდუქტისაგან დამზადებული ტრადიციული კერძებითა და ტკბილეულით.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
სასტუმრო სახლი “ავთო” | ![]() |
რეგიონი: აჭარა | |
მუნიციპალიტეტი: შუახევი | |
მისამართი/სოფელი: სოფელი ნიგაზეული | |
საკონტაქტო პირი: მალხაზ ხიმშიაშვილი | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
ტრადიციული არქიტექტურის საოჯახო სასტუმრო სახლი ზემო აჭარის შთამბეჭდავი პეიზაჟებითაა გარშემორტყმული. მეორე სართულზე სტუმართათვის დათმობილია 3 საძინებელი ოთახი საერთო სველი წერტილით, მისაღები ოთახი და სამზარეულო. მასპინძელი ეწევა ორგანულ მეურნეობას, ჰყავს ძროხები და ახალი რძითა და სხვა ნატურალური პროდუქტით უმასპინძლდება დამსვენებლებს. სასტუმრო სახლი მდებარეობს მთავარი სამანქანო გზიდან 6 კმ-ის დაშორებით.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
|
სოფლის სახლი "ჭაბელა" | ![]() |
რეგიონი: გურია | |
მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური | |
მისამართი/სოფელი: სოფელი ბუკისციხე | |
საკონტაქტო პირი: ქეთი სიხარულიძე-შარაშენიძე | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
სოფლის სახლი ქ. ჩოხატაურიდან 14 კმ-ზე მდებარეობს. სტუმრებისათვისდათმობილია 4 საძინებელი ოთახი ორი სველი წერტილით, ფართოსასადილო ოთახი და აივნები. სოფლის სახლის ეზოს ალამაზებსყვავილნარი და ყურძნის ტალავერი. აქვეა ადგილობრივი ცხოვრებისამსახველი სოფლური სამყარო - თონე, მარანი, ჭა და მწვადის შესაწვავისპეციალური კუთხე მთელი თავისი აღჭურვილობით. სახლთან ახლოსაა შავიზღვის სანაპირო ზოლის კურორტები . მასპინძელს აქვს კოტეჯი ზღ. დ-ან 2050 მ-ზე მდებარე კურორტ ბახმაროში, რომელიც ბუკისციხიდან 58 კმ-ის
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
საოჯახო სასტუმრო "გურიის ხიბლი" | ![]() |
რეგიონი: გურია | |
მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი | |
მისამართი/სოფელი: სოფელი დვაბზუ | |
საკონტაქტო პირი: ნაზიკო ჯაველიძე | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
საოჯახო სასტუმრო და აგროტურისტული მეურნეობა რაიონის ცენტრიდან 3 კმ-ში მდებარეობს.საოჯახო სასტუმროს პირველ სართულზე განლაგებულიასამზარეულო, სასადილო ოთახი, მისაღები ოთახი, სველი წერტილი- ტუალეტი და შხაპი, ბარი, ღია მოსასვენებელი ოთახი; მეორე სართულზეა 7 საძინებელი ოთახი, რომელიც 15 სტუმარს იტევს. აგრეთვე დიდი გადახურული აივანი მოსასვენებელი კუთხეებით, 3 სველი წერტილი(3 ტუალეტი და 2 მათგანში არის საშხაპე). ეზოში მოწყობილია ფანჩატურიეთნოგრაფიული ელემენტებითა და ყვავილების კუთხე. ასევე, მასპინძელს ეზოში გამართული აქვს თხილის საწარმო.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან |
საოჯახო სასტუმრო |
![]() |
რეგიონი: გურია | |
მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი | |
მისამართი/სოფელი: სოფელი მაკვანეთი | |
საკონტაქტო პირი: რეზო ჭეიშვილი | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
აგროტურისტული მეურნეობა ოზურგეთიდან 6 კმ-ზე, ზღვასა და ალპურზონას შორის, მდინარე აგიდაყვას ნაპირზე მდებარეობს– აქედან ერთისაათის სავალია როგორც შავი ზღვის სანაპირომდე , ასევე მაღალმთიანკურორტ ბახმარომდე. სტუმრებისათვის განკუთვნილია 3 ორადგილიანისაძინებელი, დიდი ოთახი საქმიანი შეხვედრებისათვის, სამზარეულო, საზიარო შიდა და გარე სველი წერტილები . ეზოში არის მარანი დაყვავილების ბაღი. ეზოში გაშენებულია ყვავილნარი და იქვეა მარანი
|
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
საოჯახო სასტუმრო "გეო ვიზიტი" | ![]() |
რეგიონი: გურია | |
მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი | |
მისამართი/სოფელი: სოფელი გრიგოლეთი | |
საკონტაქტო პირი: ნათია ლომიძე | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
კომფორტაბელური საოჯახო სასტუმრო მდებარეობს გრიგოლეთში, შავი ზღვის სანაპიროზე. ორსართულიანი სახლი ახლი აშენებულია. აქვს ბაღი დეკორატიული მცენარეებით , სადაც სტუმარს შეუძლია მოისვენოს. პირველ სართულზე არის დიდი მისაღები ოთახი ბუხრითა და ტრადიციული ელემენტებით, სამზარეულო და სველი წერტილი. მეორე სართულზე არის 4 საძინებელი (2 ადგილიანი) და აივანი.
მასპინელი ტურისტებს სთავაზობს ეკო- ტურებსა(კოლხეთის , ქობულეთის, მტირალასა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე) და ისტორიულ-კულტურული ტურებს ( დადიანების სასახლე, ნოქალაქევი). ვიზიტორს საშუალება ეძლევა ითევზაოს ზღვაზე ან სახლის უკან მდებარე ტბაზე. მასპინძელს გაქირავებაში აქვს სათანადო აღჭურვილობა (ანკესი, ნავი).
მასპინძელი სთავაზობს სამჯერად კვებას , წინასწარ შეთანხმებით სპეციალურ კვებასაც (ვეგეტერიანელებისათვის). ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ხელმისაწვდომია მასპინძლის მეურნეობიდან, რომელიც რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
|
აგროტურისტული მეურნეობა | ![]() |
რეგიონი: გურია | |
მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი | |
მისამართი/სოფელი: სოფელი ზემო ბახვი | |
საკონტაქტო პირი: ვაჟა ანთაძე | |
ტელეფონი: +995 32 2536486; +995 591 19 55 21 | |
აგროტურისტული მეურნეობა შავი ზღვის სანაპიროსთან და მაღალმთიანკურორტ ბახმაროსთან ახლოს მდებარეობს, ქ. ოზურგეთიდან 10 კმდაშორებით. ტრადიციულ ორსართულიან სახლში სტუმრებს ეთმობასასტუმრო ოთახი, 2 ორადგილიანი და 1 ერთადგილიანი საძინებელი ოთახისაზიარო სველი წერტილით. ყვავილნარითა და კივის ხეივნით გაფორმებულეზოში დგას ფიცრული სამზარეულო (სამზადი), ჭა და სასიმინდე. აქ ჩამოსულსტუმარს ექსკურსიების ორგანიზებაში მასპინძელი ოჯახი დაეხმარება. |
სასტუმროების ბაზა აღებულია http://www.elkana.org.ge-დან
კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარეჯა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. „ქართლის ცხოვრება“[5] მოგვითხრობს: მეფე დემეტრე II-ის დროს სადუნმა „იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელი დღეთა ცხოვრებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლა ქუეყანა გარესჯისა და მსახურებდა მეფესა დიმიტრის“. აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი გარეჯის მონასტრების „ათორმეტად“ მოხსენიების საკითხს გვერდს ვერ აუვლიდა, მაგრამ რადგან ხელთ არსებული მასალები მხოლოდ შვიდი მონასტრის ლოკალიზების საშუალებას აძლევდა, ამიტომ სხვა მეცნიერების მსგავსად იგიც „თორმეტს“ ქრისტიანულ რელიგიაში გავრცელებულ სიმბოლურ საკრალურ რიცხვს უკავშირებდა.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „გარეჯის მთას არს მონასტერნი კლდესა შინა გამოკვეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი; ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. ნათლისმცემელს ზის არქიმანდრიტი, ჩიხტიტურს ზის წინამძღვარი, დავით-გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღვარი. არამედ ყოფილა მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყალმდე და მოწესიტა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესია მყოფი“[6].
პლატონ იოსელიანი, დავითის ლავრის გარდა, ჩამოთვლის კიდევ თერთმეტ მონასტერს: აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ-სენაკები, მაღაზანა ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჯა და პირუკუღმარი.
ვახტანგ VI-ს თავის ერთ-ერთ ლექსში მოხსენიებული აქვს დავითის ლავრა, ბერთუბანი, ჩიჩხიტური, ნათლისმცემელი, წამებული, დოდო.
მონასტრების სია გვხვდება საკათალიკოსო მამულების „სითარხნის გუჯარში“: „... იორზე მონასტერი სიონი და მონასტერნი ქუაბნი მათითა მამულითა... დავითის საფლავი და დოდოს რქა, მონასტერი და უდაბნო თუისითა შესავლითა“. თეიმურაზ თოდუას აზრიტ, „იორზე მონასტერი სიონი“ უნდა იყოს ერწოს სიონი, თუმცა ვინაიდან თავისი ადგილმდებარეობით გარეჯის მონასტრებს არაფრით უკავშირდება, ამიტომ აღნიშნული ძეგლის მათ რიცხვში შეტანას თოდუა საეჭვოდ მიიჩნევს.
ადრეფეოდალური ხანის ტერიტორიული განაწილების მიხედვით, გარეჯის მონასტრებს, კახეთის საორეპისკოპოზოს სამხრეთ სასაზღვრო ზონაში უფრო ადრე კამბეჩანის, ხოლო შემდგომ კუხეთის ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული. ეს მონასტრები მტკვრის პარალელურად გადაჭიმულ გარეჯის მთებსა და ივრის ხეობის ქვედა წელის მიდამოებში განლაგებულ ხრიოკ კლდეებში მდებარეობენ.
შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები.
დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები.
XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობებისდროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 წელს ალექსანდრე I დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617წლებში სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 წელს თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.
დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.
ამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებშიადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ. შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშა — ბერთუბნის ეკლესია, ამჟამად — ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებული — უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა). ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობად ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელისცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით.
გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კომპლექსი ურთიერთშორის დაკავშირებული იყო საგუშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII, განსაკუთრებით XVIII საუკუნე) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაძერწი მორთულობითაა გაფორმებული.
სხვადასხვა დროს დავითგარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ ონოფრე გარეჯელი (XII ს.), დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე (XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა), სულხან-საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს), გაბრიელ საგინაშვილი (XVIII ს), გრიგოლ დოდორქელი, ანტონ I, ტიმოთე გაბაშვილი, გაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები წერდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს. დავითგარეჯში დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.
დიმიტრი გურიელის სასახლე — ხუროთმოძღვრების ძეგლი ოზურგეთში. ააშენა 1873 წელს თავადმა დიმიტრი გურიელმა (1822-1882), დიმიტრი გურიელი იყო გენერალ-მაიორი. დაიბადა ოზურგეთში 1822 წელს. იყო მამაია მეხუთის გამზრდელი ბიძის, ქაიხოსროს შვილი. მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. 1862 წელს 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პრუსიის სამეფოს პრინცი ალბერტ ჰოჰენცოლერნი მოგზაურობდა კავკასიაში. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი, სადაც მოთხრობილია სტუმრობა დიმიტრი გურიელთან.
ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2002 წელს და ის შენდება მოსახლეობის შემოწირულობებით და ერთადერთი ეკლესიაა საქართველოში, რომელიც ქრისტეფორე გურულის სახელს ატარებს.
ობიექტის აღწერა: ეკლესია დასრულების ფაზაშია. სიმაღლე: 76.9; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 10 წელი. გაიხსნა 2011 წლის 23 მაისს. ტაძრის წინამძღვარი თავიდან იყო მამა გაბრიელი, შემდგომ 1 წელი მამა პავლე ქინქლაძე, ხოლო ეხლა კი არის მამა დავით წულაძე წინამძღვარი.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას მიმდინარეობს წირვა. სიმაღლე: 18.5; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1999 წლის 13 აპრილს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. (დღესასწაული გარდამავალია.) 2001 წლის 18 სექტემბერს შემოქმედმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა აკურთხა ტაძარი და აღავლინა წირვა.
ობიექტის აღწერა: ტაძარი მოქმედია და მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა. სიმაღლე: 41.3; ცენტრიდან დაშორება: 800მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია გაიხსნა 2005 წელს. არის ბაზილიკური ტიპის. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი საბა ჟღენტი.
ობიექტის აღწერა: ტაძარი მოქმედია და მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა. სიმაღლე: 57.3; ცენტრიდან დაშორება: 1 კმ და 200 მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 2011 წელს. ის აშენდა ბადრი წილოსანის დახმარებით. წინამძღვარი არის მამა გაბრიელი.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას აღესრულება წირვა. სიმაღლე: 200.6; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 1896 წელს.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედი და ყოველ კვირას იმართება წირვა. სიმაღლე: 259.2; ცენტრიდან დაშორება კმ.: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 1989 წელს.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას იმართება წირვა. სიმაღლე: 262.5; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 2002 წელს. ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია; სიმაღლე: 260.5; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესია აშენდა 2004 წელს. ობიექტის აღწერა: სალოცავი მოქმედია. სიმაღლე: 266.7; ცენტრიდან დაშორება: 2,5კმ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
აშენებულია 2005 წელს მამულო გუდავაძის მიერ. ობიექტის აღწერა: მოქმედია, მიმდინარეობს წირვა-ლოცვა;
სიმაღლე: 106.3; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ანტიკურ ეპოქაში აქ უკვე ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლება. აღმოჩენილია ანტიკურობისათვის დამახასიათებელი გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები. ობიექტის აღწერა: აღევლინება წირვა- ლოცვა
სიმაღლე: 385.1; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ეკურთხა 2006 წლის 12 აგვისტოს. არქიტექტორი გახლდათ - თეიმურაზ ბურჭულაძე, მშენებელი - დიმიტრი ბურჭულაძე. აშენდა პაატა ბურჭულაძის შეწევნით. სიმაღლე: 249.6; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
აშენდა მერაბ და ნიძო გუბელიძეების ინიციატივით, მაგრამ დღესდღეობით შეუერთდა სრულიად საქრთველო, რადგან ძალიან ძვირადღირებული ჩუქურთმებია გამოყენებული. ობიექტის აღწერა: მშენებლობა მიმდინარეობს 12 წელია; სიმაღლე: 143.3;მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
კოხნარის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის XVIII – XIX საუკუნის გადმოცემაა, რომ აგებული იყო სიპი ქვით და დუღაბით. მდ. ხევისწყალიდან ტაძრამდე იდგა ხალხი და ერთმანეთს აწვდიდნენ ამ ქვებს და ასე აშენებულა ეს ტაძარი კვერცხით და დუღაბით. საეკლესიო მოღვაწეები იყვნენ უშვერიძეები და თევზაძეები - უკანასკნელი გახლდათ - მღვდელი სილიბისტრო თევზაძე. ამავე ტაძარშია დაკრძალული თავად წულუკიძის ახალგაზრდა ვაჟი (12 წლის). მისი ოჯახის წევრები ყოველ აღდგომას ეკლესიას წირავდნენ ამ ბავშვის სიმაღლე „დომნი პასკას“(ასე უწოდებდნენ) და მისი სიმაღლის კელაპტარს. აქვეა ნური გურიელიძის მიერ აშენებული სამლოცველო
ობიექტის აღწერა: პერიოდულად აღევლინება წირვა- ლოცვა; სიმაღლე: 294.6; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
გაიხსნა 2013 წლის 29 ნოემბერს, წმ. მათეს ხსენების დღეს. XVI საუკუნის ტაძრიდან შემორჩენილი მხოლოდ ჯვარი და ეკლესიის ფუძეზე. ობიექტის აღწერა: პერიოდულად აღევლინება წირვა- ლოცვა; სიმაღლე: 259.9;მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ტაძარი აშენებულია გურამ ჩალაგაშვილის მიერ. ობიექტის აღწერა: მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი დასასრულებელი სამუშაოები; სიმაღლე: 224.3; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
სიმაღლე: 236.5; მუნიციპალიტეტი: ჩოხატაური.
ვაშნარის ნაქალაქარი მდებარეობს ოზურგეთის დასავლეთით, ქალაქიდან 5 კმ-ზე. 1949 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა საფორტიფიკაციო ნაგებობა და მარტირიუმი _ მოწამის საფლავზე აგებული ქრისტიანული საკულტო შენობა. ვაშნარი გაშენებული იყო შემაღლებულ ადგილას, იქ, სადაც მდინარეები, სკურდუმი და ნატანები, ერთმანეთს ერთვის. ვაშნარის ციხე-ქალაქის მშენებლობისა და ძლიერების პერიოდი ისტორიკოს-მკვლევართა მიერ V-VII საუკუნეებით განისაზღვრება.
ციხე-ქალაქი სამი მხრიდან დაცული იყო ფლატენაპირიანი მდინარეებით, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან, ბუნებრივი სიმაგრით დაუცველ ვაკე ადგილზე, ვაშნარელებს მაღალი ქვის მასიური კედელი აღუმართავთ და თავდაცვის გაუმჯობესების მიზნით ღრმა თხრილი გაუყვანიათ.
ქალაქის ყოველ მხარეს წყვილ-წყვილი ზღუდე იყო აგებული. ზღუდის კედელთან, ყოველ 40 მეტრზე, მდგარა მცირე ზომის კოშკი და სხვა ნაგებობანი, რომელთაგან აღნიშვნის ღირსია ადრეული ქრისტიანული ხანის ეკლესია და სამლოცველოს ნაშთები.
საინტერესოა ქართველ ისტორიკოს-მკვლევართა აზრი ვაშნარის შესახებ: IV საუკუნის დამლევისათვის თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის როლში გვევლინებიან ლაზები, რომელთა მიერ შექმნილ სახელმწიფოს ქრისტიანული წყაროები ეგრისს უწოდებენ, ხოლო ბერძენი და ბიზანტიელი ავტორები ლაზიკის სახელით იხსენიებენ. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ეგრისის სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად ოთხი მსხვილი საამშენებლო საქმიანობა, რაც ახალ სიმაღლეებს აღწევს... ვაშნარი-სპონიეთი-გურიანი სწორედ ამ საქმიანობის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
ასკანის ციხე მდებარეობს სოფ. ასკანაში, მაღალ, ფრიალო კლდეზე, ოზურგეთიდან 17 კმ-ზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს. ციხე ნაგებია ქვითა და კირხსნარით. შესასვლელის მარცხნივ გვირაბია, რომელიც ჩადის მდინარე ბახვისწყალზე.
ასკანის ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე საამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ფეოდალური ხანისაა, უახლესი _ XIX საუკუნისა.
არსებობს ვარაუდი, რომ ასკანის ციხე IV საუკუნეშია აგებული. ციხეში შემავალი კარიბჭის მარჯვნივ შეინიშნება ძველი ნაგებობის უტყუარი ნაკვალევი _ კლდოვან ქანში გამოკვეთილი საფეხურები; იქვე აღმოჩენილ იქნა ძველი მარანიც.
ხსენებული ქვის საფეხურები ცხადყოფს, რომ მათი საშუალებით ,,მკვიდრნი და მცველნი ამა ციხისანნი“ რომელიღაც ძველ ნაგებობაში შედიოდნენ.
ასკანის ციხე ორი კოშკის, წითელი მარმარილოთი ნაშენი სამლოცველოსა და რამდენიმე ხის ქოხისაგან შედგებოდა. სამლოცველო საკმაოდ დაზიანებულია, ხის ქოხები დანგრეულია. შიდა და გარე ზღუდეთა ირგვლივ მეომართა სადგომი ბაქნებია მოწყობილი; შეინიშნება ციხის კედლებში გამოჭრილი სათოფურები.
ციხის გარე ზღუდის დაქანებული კლდოვანი ფერდობის ძირში დიდი ზომის ხის ზედაპირი მოჩანს. აქედან იწყება ბახვის ხეობასთან დამაკავშირებელი, ციხიდან გამავალი საიდუმლო გვირაბი.
ასკანის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული. ამას მოწმობს საინტერესო ნივთიერი კულტურის მდიდარი მასალა, რომელსაც თან ერთვის რამდენიმე ადგილას აღმოჩენილი ძვ. წ. I ათასწლეულით დათარიღებული რკინის ხანის ქურა-სახელოსნოები, რაც მოწმობს იმას, რომ ამ მხარეს საკმაოდ მაღალგანვითარებული მეტალურგიული წარმოება ჰქონია.
თამარის ციხე _ ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე მდებარეობს სოფელ ბუკისციხეში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ჩოხატაურიდან 6 კმ-ზე. იგი აღმართულია მდინარე სუფსის მარჯვნივ, მაღალ გორაზე, ე.წ. გურის ტბასთან. აქ ადამიანი ჯერ კიდევ გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. აღმოჩენილია გათლილი კვადრებით ნაგები გალავნის ნაშთები.
ამჟამად ციხის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი. აშენებულია რიყის ქვით და მოცულობით არცთუ ისე დიდია; განლაგებულია მაღალ ბორცვზე და საკმაოდ ციცაბო მისასვლელი აქვს. ციხეს გარშემო უვლის ძლიერ დაზიანებული გალავანი. ციხის ჩრდილოეთ მხარეს მიდგმული მრავალსართულიანი კოშკის პირველ სართულზე გამოვლენილია წყლის საცავი ქვის დიდი ავზი და ქვისავე კიბის ნაშთი. მეორე სართული საცხოვრებელი ჩანს, მესამე სართული _ საბრძოლო დანიშნულებისა. ციხის აღმდგენად მოიხსენიება მამია III გურიელი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ზეობდა. ციხე გურიის რუსეთთან შეერთებამდე კონტროლს უწევდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისკენ მიმავალ გზას.
ლიხაურის ციხე აიგო XII საუკუნეში მტრისგან თავდაცვის მიზნით. ადგილობრივმა მოსახლეობამ ციხის ასაშენებლად საკმაოდ ძნელი გზა ამოირჩია _ რიგში ჩამდგარი ადამიანები ერთმანეთს აწვდიდნენ რიყის ქვებს და ასე ააგეს ლიხაურის ციხე, რომელიც ხალხის ძლიერების სიმბოლოდ იქცა.
ციხე უკეთ დაცული რომ ყოფილიყო, მდინარესთან მიწისქვეშა გვირაბი აკავშირებდა. ამ გვირაბის ძირითადი მიზანი იყო, ალყაშემორტყმულ ციხეში მყოფ მებრძოლებს საკვებითა და სასმლით მომარაგებისთვის მუდმივი გზა ჰქონოდათ და შეძლებოდათ, მძინარე მტერს ზურგიდან დასხმოდნენ თავს. ასევე იყო დამაკავშირებელი საიდუმლო გვირაბი ერთ-ერთ ციხესთანაც, რომელიც ლიხაურის ციხის ახლოს მდებარეობდა. ეს გვირაბები საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა მტრისგან თავის დასაღწევადაც.
ციხეს იყენებდნენ მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის. მოგვიანებით იგი გურიის მთავარ გურიელის სარგებლობაში იყო. ის წარმოადგენდა როგორც სამთავრობო რეზიდენციას, ასევე ადგილს მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის.
ციხე ცნობილია, როგორც "თამარის ციხე", იმის მიუხედავად, რომ ქართველთა მეფე აქ არასოდეს ყოფილა. სავარაუდოდ, ეს სახელი ციხეს თითქოს ძალას მატებდა, რადგან თამარის სახელი ჩვენი ქვეყნის ძლიერების პერიოდს, "ოქროს ხანას" უკავშირდება. ციხეს ასევე ჰქონდა მეორე სახელი _ "წარმატების ციხე", რაც იმით აიხსნება, რომ მისი არსებობის მანძილზე ის არასოდეს დაუპყრია მტერს და გმირულად გაუძლო ყველა ომს.
გურიაში საპატიო ადგილი უჭირავს სოფელ შემოქმედს თავისი მდიდარი წარსულით. აქ ძველთაგანვე აღმართულია დიდებული მონასტერი, სადაც ისხდნენ მიტროპოლიტები, ,,შემოქმედელებად“ წოდებულნი.
შემოქმედი ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრზე. თვითონ შემოქმედის მონასტერი, როგორც უმრავლესობა საქართველოს ეკლესია-ტაძრებისა, მაღლობზეა აგებული. სოფელსა და მონასტერს შუაში გიჟმაჟი მთის მდინარე, ბჟუჟი, ჩამოუდის. მდინარის მარჯვენა ნაპირას, გორაკის ძირში არის გამოქვაბული, რომელიც ადრე დაყუდებული ბერების ბინა ყოფილა.
თედო სახოკია იხსენებს: ,,მშვენიერი მდებარეობა აქვს თავად მონასტერს: სამხრეთ-დასავლეთით მოსჩანს ჯუმათის მთა, აღმოსავლეთით – აჭარის მთების მწვერვალნი, დასავლეთ-სამხრეთით – ერთი ნაწილი გურიისა და ფირუზის ფერი შავი ზღვა, რომელზედაც ჩიტების ოდენად მოსჩანს სანდლების გაშლილი აფრები“.
მონასტერი ორი ტაძრისაგან და სამრეკლოსაგან შედგება. მარჯვენა ტაძარი XII საუკუნის ,,ღვთაებაა“, მარცხენა _ XVI საუკუნის ,,ზარზმა“. ორივე ტაძარი ერთმანეთზეა მიშენებული.
შემოქმედის მონასტერი არამარტო გურიაში, მთელ საქართველოში ერთ-ერთ მდიდარ მონასტრად ითვლებოდა. ეს იყო სამარხი ადგილი გურიელთა. აქ დასაფლავებულნი არიან: გურიელი მამია, დედამისი, დედოფალი მარინე, შემოქმედელი ეპისკოპოსები...
გურიელები პატრონობდნენ შემოქმედის მონასტერს და ყოველთვის უხვი შეწირულობით ამდიდრებდნენ მას; აქვე პოვებდნენ უსაფრთხო ადგილს ძვირფასი ჯვარ-ხატები, ქართველების მიერ წამოსვენებულნი მტერთაგან აოხრებული სამცხე-საათაბაგოდან.
შემოქმედში დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი, ანუ საეკლესიო საკითხავებისა და ლოცვების კრებული, და ,,ფუტკარი“, ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგიერთი წმინდანის ცხოვრებათა კრებული. შემოქმედის გულანი 1004 ძალიან სქელ ქაღალდის ფურცელს შეიცავდა.
ჯუმათის სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული. ის საკმაოდ მაღალი გორაკის მწვერვალზეა აშენებული. ეკლესიიდან ფართო ჰორიზონტი იშლება.
ჯუმათი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში. იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული კათედრა იყო; ჰქონდა დიდძალი უძრავი ქონება და ძვირფასი ხატები. ვახუშტის ცნობით, ,,მთის მაღალსა თხემსა ზედა არს ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუმბათიანი, დიდშენი...ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა“.
ჯუმათის სამონასტრო კომპლექსში შედის განვითარებული შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია, სამრეკლო და სხვა ნაგებობანი. ეკლესიის ინტერიერის ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესიაში ინახებოდა ქართული ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში – წმ. გიორგის XI საუკუნის ოქროს ხატი, რომელიც ეკლესიის გაძარცვის დროს დაიკარგა. ჩარჩოს ფრაგმენტი დაცულია ერმიტაჟში.
სოფელი ლიხაური მდებარეობს ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, აჭარა-გურიის მთების ერთ-ერთ კალთაზე. ლიხაური ისტორიული სოფელია. საყურადღებოა მისი პატარა, მაგრამ ძველისძველი, 1552 წ. კახაბერ გურიელის მიერ აშენებული ეკლესია, წამომართული მაღლობზე, სოფლის შუაგულ ალაგას.
ეკლესიას დასავლეთით მოდგმული აქვს ასევე პატარა სამრეკლო, რომელიც აშენებულია გურიის მთავრის, გიორგი გურიელისა და მისი მეუღლის, ელენეს დროს, 1442 წელს. როგორც ამ სამრეკლოს ხუცური წარწერებიდან ჩანს, ლიხაურს ძველად რეხეული რქმევია.
უდაბნო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო კალთაზე.
უდაბნოში ორი ეკლესიაა. ერთია ძველი, მცირე, კლდეში ნახევრად გამოკვეთილი, რომლის აგების თარიღი უცნობია. არქიტექტურული მონაცემების მიხედვით, ეკლესია VI საუკუნის მეორე ნახევარს მიეკუთვნება. მეორე ეკლესია, უგუმბათო, ვრცელი, დარბაზული ტიპის ნაგებობა, თლილი ქვისგან ყოფილა ნაგები. წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აუშენებიათ 1858 წელს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, არქიმანდრიტ გაბრიელ ტუსკიას (შემდგომში გურიის ეპისკოპოსი) წინამძღვრობის დროს. ახლა მისი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
უდაბნოს ერთ-ერთი წინამძღვარი იყო იოსებ ტუსკია, შემოქმედის გულანის გადამწერი, რომელიც ისტორიულ საბუთებში აღიარებულია ,,ხელმწიფე გურიელის კარის მოძღვრად“ (იგულისხმება მამია IV გურიელი, XVIII ს.) და, ამასთან, ,,საჯუმათლოს მომწყსოდ, ქორეპისკოპოსად"...
მონასტერს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "უდაბნოს მრავალთავი", რომელიც 1920 წელს აკაკი შანიძემ აღმოაჩინა. პალეოგრაფიული და ენობრივი ნიშნების მიხედვით მას IX საუკუნეს მიაკუთვნებენ და, მეცნიერების აზრით, არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ სინურ მრავალთავს (864 წ.). დიმიტრი ბაქრაძემ მონასტერში აღმოაჩინა სახარების თარგმანები იოანე ოქროპირისა და მეტაფრასი, ანუ წმინდანთა ცხოვრება; ასევე უდაბნოს 29 გუჯარის კრებული. მასში ჩამოთვლილია გურიელების, ერისთავებისა და სხვა სამღვდელოთა თუ ერისკაცთა შემოწირულობანი უდაბნოსადმი. წიგნსაცავში ინახებოდა ძველთაძველი, მდიდრულად შემკული ბაქარისეული ბიბლია (1743 წ.).
ჯიხეთის დედათა მონასტერი ლანჩხუთის რაიონის სოფელ სამება-ჯიხეთში მდებარეობს.
გურიის დედათა მონასტრის დიდებული ტაძარი სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა, ილარიონ მენაბდემ ააგო. ტაძრის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც.
მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აქაურ დედებს ათონის იოანე მახარებლის სახელგანთქმულ მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა იონამ, სამება-ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთთისმშობლის ხატი გამოუგზავნა.
ეკლესია მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერკეთში, მდინარე გუბაზეულის მარჯვენა ნაპირზე. ერკეთი ძველად გურული ერისთავების მამული ყოფილა. ერკეთის ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. სავარაუდოდ, მონასტერი თარიღდება X-XI საუკუნეებით. აგების წესითა და ჩუქურთმებით ლიხაურის ეკლესიას ჩამოჰგავს. სამი კარიბჭე აქვს. შიგნით ნათელი საღებავებითაა მოხატული. აქვეა დაცული ერკეთის გულანი, რომლის მინაწერშიც იკითხება: ,,დაიწერა და შემოიწერა წმიდა ესე გულანი ეპისკოპოსობასა ცაიშელ მამათ-მთავრისა მაქსიმესი".
სიმაღლე: 263, ცენტრიდან დაშორება: 3,7 კმ; მუნიციპალიტეტი ოზურგეთი
ობიექტის აღწერა: არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი ვ. მელითაური ტაძრის აგებას XVII - XVIII სს. მიჯნაზე მიუთითებს. წმ. მარინეს ეკლესია დანგრევას გადარჩენილა და ჩვენამდეა მოღწეული. შიგნითა კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი, ამეკლესიის კარები, რომელიც ახლაც დაცულია, დამზადებული ყოფილა ვენახის მასალისაგან. სიმაღლე: 197.9 ; ცენტრიდან დაშორება: 3 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 50 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
ობიექტის აღწერა: სოფ. მთისპირში ასკანის ციხესა და ოქროსქედის აღდგენილ ეკლესიასათან ერთად ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია იოანე ნათლისმცემელის სახელობის ვანისქედის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი XI საუკუნეში აუგიათ. XVII საუკუნეში საფუძვლიანად განუახლებიათ, XIX საუკუნეში კი დანგრეული ეკლესიის დიდი ნაწილი აღუდგენიათ. სიმაღლე: 466.1; ცენტრიდან დაშორება: 4 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 40 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
ლეგენდა: სოფლის ნაპირას, გორაკზე დგას ფერისცვალების სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია. გადმოცემის თანახმად ეკლესიაში უცხოვრია ვინმე მონაზონ მარიამს, რის გამოც გორაკს „მარიამის გორს“ ეძახიან.
ობიექტის აღწერა: ეძახიან. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. 2004 წელს ძველ საძირკველზე ახალი ეკლესია დააშენეს. ახალი ეკლესია აშენებულია მომცრო ზომის რიყის ქვით, ხოლო კუთხეები გამოყვანილია თლილი მომწვანო ფერის ქვებით. ეკლესიის ძველი წყობიდან შემორჩენილია სამხრეთის შესასვლელი, ხოლო დასავლეთის შესასვლელი ახალია. ეკლესიას სარკმლები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე აქვს. ამჟამად ეკლესია მოქმედია და დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. სიმაღლე: 304.9; ცენტრიდან დაშორება: 3 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 60 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
წარმოადგენდა.შემოქმედის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ოთხ ძეგლს მოიცავს,მათგან ორი ეკლესია: 1. შემოქმედის ღვთაების ეკლესია 2. ე.წ. ,,ზარზმა” იგი გურიის მთავარმა ვახტანგ I-მა საგანგებოდ ააშენებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოტანილი ფერიცვალების ხატის დასასვენებლად და ეკლესიამაც სახელი აქედან მიიღო. 3. XVI საუკუნის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი. 4. სამრეკლო.ამასთანავე,შემოქმედის კომპლექსს მიეკუთვნება ეკლესია ,,გორის გვერდისა“. იგი განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლადაა მიჩნეული და დღეს მისი გალავანი და ნანგრევებია შემორჩენილი. სიმაღლე: 233.3 ; ცენტრიდან დაშორება: 2 კმ; სამანქანე გზიდან დაშორება: 300 მეტრი; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
წმ. გიორგის სახ. უძველესი ტაძარი მდებარეობს სოფ. დვაბზუში ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს. ეკლესია V-VI საუკუნით თარიღდება, ხოლო სამრეკლო კი X საუკუნით. სიმაღლე: 142.5 ; მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი.
ეკლესია აიგო 2000 წელს. მისი აშენება დააფინანსა შუხუთის მკვიდრმა ბიზნესმენმა თემურ ჩხაიძემ.
ობიექტის აღწერა: ეკლესია მოქმედია და ყოველ კვირას მიმდინარეობს წირვა. სიმაღლე: 32.1 ; ცენტრიდან დაშორება კმ.: 50მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
ეკლესის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო. მშენებლობა დასრულებულია მაგრამ წირვა ჯერ არ ტარდება საეკლესიო ნივთების არქონის გამო. მხოლოდ პარაკლისები ტარდება. ეკლესიის მღვდელი მღვდელ -მონაზონი დავით შეწირულია. ის, ამავე დროს, ნინოშვილის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის წინამძღვარია.ეკლესია კარლო გუჯაბიძის დახმარებით აშენდა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. სიმაღლე: 55.8; ცენტრიდან დაშორება: 50მ; სამანქანე გზიდან დაშორება: 50მ; მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი.
გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზე უნდა იყოს ათვისებული ქვიშაქვების მასივი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. შიდა ქალაქი დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან კი იცავდა კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხაკოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები).
საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი (რუსტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა — ალიზის აგურით. სამხრეთ მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე, სამხრეთ უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მ.შ. მცირე კლდეკარი. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსლით, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი — გვერდითი. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით.
დაგეგმარების მხრივ აღსანიშნავია დაახლოებით ერთი სქემით განლაგებული კომპლექსები: ეზო, წინიდან პორტალის მსგავსი ღია სადგომი, სიღრმეში კი სიგრძივი (თუ ერთი ან ორი ოთახია) ან სიგრძივი და განივი ღერძების მიხედვით (თუ ოთახთა რაოდენობა მეტია) დაჯგუფებული ოთახები. ეს კომპლექსები თავისი სტრუქტურებით ვანის სამეფოში გავრცელებულ გამოქვაბულებს ენათესავება. უფლისციხის გამოქვაბულთა ერთი ნაწილი შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ზოგი დარბაზის ბრტყელი გადახურვა კოჭებიანი ჭერის მსგავსად არის დამუშავებული და ქართული ხალხური არქიტექტურაში ცნობილ კონსტრუქციებს უნდა ასახავდეს. უფლისციხის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმართულია აგურით ნაგები სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც სტილისტიკური ნიშნებით IX-X საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახით არის შემონახული. შუა ნავი გვერდით ნავებზე მაღალია. სამივე ნავი დასაველთით გაერთიანებულია ნართექსით, გადახურულია კრამიტით. მთავარი შესასვლელია სამხრეთიდან. ნართექსს დამოუკიდებელი კარი აქვს და მთავარ ნავს დასავლეთიდან უკავშირდება. სასიმაგრო თხრილის გარეთ გაშლილი ყოფილა გარე ქალაქი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. შიდა ქალაქის ჩრდილოეთით 700-800 მ-ზე დაცულია უფლისციხის დიდი კლდეკარი, რომელიც ძველ ამიერკავკასიის ძირითადი სავაჭრო მაგისტრალის ერთ-ერთ უდიდეს საგზაო ნაგებობას წარმოადგენდა (სიგრძე - 150 მ, სიმაღლე 10 მ, სიგანე - 2 მ).
უფლისციხის დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, დაცულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის წარმართული სალოცავის ნანგრევები ყათლანიხევის ბიცვზე, ამავე დროის სამაროვანი სოფ. უფლისციხეში, ანტიკური ხანის რამდენიმე დაბა და სამაროვნები, შუა საუკუნის ნასოფლარები, სამაროვნები და სახიზნები, ხოლო შიდა ქალაქის აღმოსავლეთით — შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი საწნახლები და გზის ნაწილი. უფლისციხესა და სასოფლო გარეუბნის მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას ფვაძლევს არქეოლ. გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, მარნები, ვაზის სასხლავი დანები, ბრინჯაოსა და კაჟის ნამგლები, რკინის სახნისი, კევრები, ყურძნის წიპწები და ა.შ. ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე, მრავალფეროვნება და მხატვრული სინატიფე უფლისციხეს ძველი დროის ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვან ცენტრად წარმოგვიდგენს.
ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.
ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300 მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.
ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.
კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლეად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი.
მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება: დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.
მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. გაჭედილი, მდ. აბაშის ხეობა, მარტვილი-ჩხოროწყუს ცენტრალური საავტომობილო გზის პირას, 210 მეტრი ზღვის დონიდან.
კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.
კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული. სოფლიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბილიკი ხვეულად ეშვება მისი ფსკერისაკენ. აქ კანიონის სიგანე და ქვახიდი 4 მეტრს არ აღემატება, მაშინ როდესაც სიღრმე 50 მეტრია.
კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის ჯერჯერიბით შეუსწავლელია. ბოგას ქვემოთ, კანიონის სიღრმე მატულობს და 100 მეტრს აღწევს, რადგან ძველი ხეობის ფსკერი ზოგან უკუღმაა დახრილი. გეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ტექტონიკური ნასხლეტი, დედამიწის ქერქის განარღვევი ნაპრალი და ამ ნაპრალის კიდეებს გადაადგილდება. ის ქვემო დინებას გარდიგარდმო ჰკვეთს. ხეობის ქვედა ნაწილი რამდენიმე ათეული მეტრით აწეულია შუა მონაკვეთთან შედარებით.
კაცხის სვეტი, შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა და ღვითორის წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო.
რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.
ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“.
2011-2012 წლებში მიმდინარე რესტავრაციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
დმანისის სიონი — VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისა, სოფ. პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში. საშენი მასალისა და მორთულობის ხასიათით უახლოვდება ბოლნისის სიონსა და ქვემო ბოლნისის სამეკლესიიან ბაზილიკას. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. დმანისის სიონი ნაგებია მცირე ზომის რუხი ფერის მქისედ დამუშვებული ქვით, გამოუყენებიათ აგური და რიყის ქვაც, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები ამოყვანილია სუფთად გათლილი კვადრებით. გადახურულია ბრტყელი ქვის ფილებით, სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთიდან — სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა — საკურთხეველში შემორჩენილის წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მოგვიანებით, 1213-1222 წლებს შორის, ლაშა-გიორგის მეფობაში დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდტულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. იგი ძირითადი ნაგებობისაგან განსხვავდება სტილითია და მორთულობის ხასიათით.კარიბჭეს სამივე ფასადი, ყველა სვეტი და თაღი მოპირკეთებულია ღია მწვანე თლილი ქვის ფილებით; გადახურულია ოთხ ბოძზე ამოყვანილი, თაღბზე დაყრდნობილი კამარით. კარიბჭეს ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი.
დმანისის სიონის აღმოსავლეთ მხარეს აღმართულია გეგმით ოთხკუთხა სამრეკლო, რომელიც მრავალჯერ არის გადაკეთებული. ჩრდილო-აღმოსავლეთით წმ. მარინეს მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესიაა, რომელიც წარწერის თანახმად, განახლებულია 1702 წელს.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მრავლადაა ადრეული და შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები.მათ შორის არის უძველესი ტობა.
აჭის ეკლესია – წმინდა გიორგის სახელობის XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისში აგებული.
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია გრემის მთავარანგელოზი, რომელიც დღევანდელ სოფელ გრემის სამხრეთით, თელავიდან ყვარლისკენ მიმავალი სამანქანო გზის 27-ე კილომეტრზე მდებარეობს.
იგი გრემის ხანმოკლე, მაგრამ მძლავრი განვითარების პერიოდში (XV-XVII სს.) არის შექმნილი. ამ დროს გრემი კახეთის მეფეთა საჯდომია და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, კეთილმოწყობილი და ხალხმრავალი ქალაქი. მისი მნიშვნელობა, როგორც მხარის პოლიტიკური ცენტრისა, დაეცა XVII საუკუნეში, მას შემდეგ რაც შაჰ-აბასის 1614-1616 წწ. შემოსევებში დანგრეული და განადგურებული ქალაქიდან კახეთის მეფეთა რეზიდენცია კვლავ თელავს დაუბრუნდა. შემთხვევით გადარჩენილი მთავარანგელოზი ქალაქის აყვავების ძეგლია და ამავე დროს ქართული გვიან-ფეოდალური პერიოდის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუშსაც წარმოადგენს.
XV საუკუნის შუახანებში, ქალაქ გრემის დაარსებისას, სასახლისათვის და საერთოდ ციტადელისათვის, მდინარე ინწობაზე ჩამომავალი ქედის შემაღლებული ბოლო შეურჩევიათ. ამ ადგილს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ იგი ბატონობდა ქალაქზე და ამავე დროს ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება ხელს აძლევდა და შეიძლება ითქვას, მისი კლასიკური სახეც შეიქმნა. მდინარე ინწობას გასწვრივ, აღმოსავლეთით და დასავლეთით, განლაგებულია ქალაქის კვარტლები. ქალაქს სამხრეთით მდინარე ამიჯნება, ჩრდილოეთით კი - მთები.
ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს:
ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 12 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.
ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანისაგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდში ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედემთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.
ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. შესასვლელები სამრეთით და ჩრდილოეთითაა. ტაძრის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლი წამყვან კომპოზიციურ ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის სფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით — ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. ამ სათავსს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. აღმოსავლეთი აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას სატრაპეზო ქვა — ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია მსახურთათვის. საკურთხეველში სამი სარკმელოა, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში — თითო, რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში — ორი, ჯვაროვანი კამარით გადახურულ კუთხის ოთახებში კი თითო. საკურთხევლისა დადასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა.
1968-1975 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები (ხელმძღვანელი არქიტ. ლ. ხიმშიაშვილი), გუმბათის სახურავი (ხელმძღვანელები არქიტ. რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე). 1983 წ. კი შენობა გადაიხურა ქვის ლორფინებით (ხელმძღვ. რ. გვერდწითელი), გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღვანელი გ. ჭეიშვილი, კ. ბაკურაძე).
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო.
გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.
ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილო-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს. ბაგრატის ტაძარი (ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი) მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირთან აღმართულ კლდოვან ბორცვზე, რომელსაც უქიმერიონს უწოდებენ. ქალაქი ქუთაისი ისტორიულად ორ ნაწილად იყოფოდა: ზედა და ქვედა ნაწილებად, ბაგრატის ტაძარი სწორედ ქალაქის ზედა ნაწილში მდებარეობდა და საფორტიფიკაციო ნაგებობებში იყო ჩაფლული.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელმაც 2003 წლიდან მოყოლებული ხუთი წლის განმავლობაში აწარმოებდა აქრეოლოგიურ გათხრებს საკუთრივ ტაძრის ინტერიერ-ექსტერიერში, ადამიანის ზემოქმედების კვალი ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანიდან აღმოაჩინა. გაირკვა, რომ დღევანდელი ბაგრატის ტაძარი რამდენიმე ნაგებობაზეა დაშენებული, უძველესი შენობა სავარაუდოდ წინარეანტიკური ხანით თარიღდება, თუმცა ყველაზე საინტერესო მე-6 საუკუნის უზარმაზარი ბაზილიკის ნაშთია, რომლის სიგრძე 30 მეტრს უდრის, ხოლო სიგანე 25 მეტრს, სავარაუდოდ ის სპარსელებმა დაანგრიეს. აქვე აღმოჩნდა მე-7-მე-8 საუკუნის ახალი ტაძარი ე.წ. „ქუთათისის საყდარი“, რომელიც სავარაუდოდ წყაროებში ნახსენები ის ტაძარი უნდა იყოს, სადაც ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი იყო დაკრძალული. ბაგრატის ტაძრის ზოგი კედელი სწორედ ძველ ნაგებობებზეა დაშენებული.
ბაგრატ III ბაგრატიონმა (978-1014 წ.), რომელიც იწოდებოდა „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფედ, გააერთიანა ყველა ქართული მიწა (გარდა თბილისისა) და ერთიანობის სიმბოლოდ ქუთაისში (რომელიც 978-1122 წლებში საქართველოს დედაქალაქი იყო) ააგო გრანდიოზული საკათედრო ტაძარი, რომელსაც ხშირად „ბაგრატის ტაძრად“ მოიხსენიებდა ხალხი. ქუთათისის კათედრალი ბაგრატ III-ისა და მისი დედის-ეგრის-აფხაზეთის მეფის გიორგი II ის ასულის გურანდუხტ დედოფლის შემწეობით აშენდა, რასაც გვამცნობს ამავე ტაძრის კედლებზე არსებული წარწერები. ქუთაისის დიდებული ტაძარი ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „აქა აღაშენა ბაგრატ ყოვლად წმიდისა ეკლესია შუანიერი, გუმბათიანი, სრულიად სოფიის კენჭით შინაგან ქმნული და მარმარილოთა სპეტაკითა, წითლითა და ჭრელითა და სუეტებითვე მისითავე და ყოვლითა შემკობილებითა სრული და ფრიად დიდი“.
საისტორიო წყაროებით დასტურდება რომ სახელწოდება გონიო შედარებით გვიანდელი წარმოშობისაა. ირკვევა, რომ გონიოს უძველესი დროიდან აფსარი რქმევია. ამასთან ბერძნულ, ლათინურ და ქართულ წყაროებში ეს სახელი სხვადასხვა ფორმით იხმარება: აბსარი, აფსაროსი, აფსარუ, აფსარუნტი, აფსარეა, აფსარონი და სხვა.
გონიის ციხე, ჭოროხის დამშრალი ნაპირიდან დაშორებულია 500 მეტრით, ხოლო ზღვის ნაპირიდან პირდაპირი ხაზით — 800 მეტრით. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით საფიქრებელია, რომ უძველეს ხანში ციხე უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო ზღვის ნაპირთან.
გონიოს ციხეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი იცავდა ჭოროხის შესართავის მარცხენა მხარეს მოსალოდნელი საფრთხისაგან. ასეთ საფრთხედ აკადემიკოსი უსპენსკი ჯერ კიდევ უძველესი დროისათვის ზღვის მეკობრეებს ასახელებს. ამ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობით აიხსნება ციხის გრანდიოზულობა. იგივე უსპენსკის მიუხედავად იმისა რომ დაზუსტებით ვერ იძახის ციხის აშენების თარიღს, მის აშენებას მისი ჰიპოთეზის მიხედვით მიაწერს რომაელებს კერძოდ კი პომპეუსს, როგორც იმ პერიოდში ყოველივე გრანდიოზული შენობის წამომწყებს. „პომპეუსს ეკუთვნის პონტოში მრავალი ქალაქის აშენების დამსახურების პატივი; უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დროს ეკუთვნის ჭოროხის შესართავთან ციხესიმაგრის აგებაც.“
“მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყვეს და დაღლილები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა. ახლა კი მიუხვდნენ განგებას. ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს, ხოლო ძველ მიტოვებულ ადგილს ამ ხნიდან ნავარძიევი ეწოდება.”
“მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”
ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.
სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა "გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი". ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავისდასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.
მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 1970-1971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.
ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანულისამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა.
თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. ამ უდიდესი სამეფო მონასტრის შექმნას უკავშირებს იგი თამარ მეფის მოღვაწეობის დახასიათებას საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობის დარგში – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.
გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.
ბოლნისის სიონი ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.
საქართველოსათვის ტრადიციული ცენტრული კომპოზიციების გავლენას მოწმობს დასავლეთით შესასვლელის უქონლობა (ახლანდელი XVII საუკუნეშიაგაჭრილი), რაც ეწინააღმდეგება ბაზილიკის „სიგრძივ“ ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავების საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილია ჩრდილოეთი გალერეასა და ტაძრის ინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიული სახეებთან ერთად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. მ.შ. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) „ბოლნური ჯვრის“ სახელითაა ცნობილი.
ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახულებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.
ბოლნისის სიონი ნათლად წარმოგვიდგენს როგორც ქართული ბაზილიკის ნათესაობას ქრისტიანულ სამყაროს სხვა ქვეყნის ბაზილიკასთან, ისე მის მკაფიოდ გამოსახულ თავისებურებებსაც. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით, დგას XVII საუკუნის სამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული. XVII საუკუნეში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. 1936-1939ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს და აღადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამზადებული ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი.
ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში.
მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა - "ფაცხა", "ჯარგვალი", "ოდა" - და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).
დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოშიყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.
მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.
მის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები .