შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივლიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ - ემზარ კვიციანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36112 
 08 თებერვალი 2019

ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა ემზარ კვიციანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“. მისი თქმით, იგეგმება ფონდის დაფუძნება, რომელიც ახალი ოჯახების გაძლიერებას მოემსახურება.
"მალე დაფუძნდება ახლა ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანდები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად, იქნებიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ,“ - განაცხადა კვიციანმა

 


მისი თქმით, იქნებიან აგენტები, რომლებიც შეყვარებლებს აღრიცხავენ, მათ ვინც სიდუხჭირის გამო ოჯახს ვერ ქმნის
"იქნებიან აგენტები, აღირცხვაზე აიყვანენ შეყვარებულებს და მოხდება მათი დახმარება. ისინი დაწერენ განცხადებას ფონდის სახელზე, რომ გთხოვთ დახმარებას და ფონდი დაეხმარება" - განაცხადა კვიციანმა.
რაც შეეხება თანხას, მისი თქმით, გააჩნია რა რაოდენობის თანხა შეგროვდება. "ჩვენ ქართველები ვზრუნავთ ქართველებისთვის. ეს იქნება ქართველებისთვის, დღეს დემოგრაფიულად გვიჭირს" - აცხადებს დეპუტატი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია