აჭარია მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ტერიტორია წარმოადგენს მესხეთის ქედის დასავლეთ ნაწილში შემავალი მთებისა და ხეობების სისტემას, რომელსაც შუაზე კვეთს რეგიონის მთავარი მდინარე-აჭარისწყალი. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა. ზღვის სანაპირო ზონა ზოგან საკმაოდ განიერია და ქმნის პლაჟებს (ბათუმი, ჩაქვი, ქობულეთი), ხოლო ზოგან უშუალოდ ესაზღვრება მესხეთის ქედის ციცაბო ფერდობებს (მწვანე კონცხი). სანაპირო ზონა მოიცავს დაბლობ რაიონებსა და მთის ფერდობებს 100-200 მ სიმაღლემდე. უფრო აღმოსავლეთით, 200-1000 მ სიმაღლეთა შუალედში, გორაკ-ბორცვიანი რელიეფი იცვლება მთიანი ზონით, რომელიც მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედების ფერდობებზე გადადის მაღალმთიან ზონაში 1 000-2 000 მ და უფრო დიდ სიმაღლეებზე. აჭარის ყველაზე მაღალი მთებია კენჭაული და ხინო, რომლებიც 3 000 მ სიმაღლეს ვერ აღწევს და არ გააჩნია მუდმივი თოვლის საფარი. თუმცა, გოდერძის უღელტეხილზე (2 025 მ) და მაღალი მთების ფერდობებზე თოვლის საფარის ხანგრძლივობა 7-8 თვემდე აღწევს. მთებს აჭარის არ-ის ტერიტორიის 80% უჭირავს, მთისწინეთს - 15%, დაბლობებით კი დაკავებულია რესპუბლიკის ტერიტორიის მხოლოდ 5% (2 900 კმ2).

 

ვრცლად აჭარის შესახებ იხილეთ ლინკზე  ვრცლად...

სად ვჭამოთ
სასტუმროები
ღირსშესანიშნაობები
სასტუმრო სახლი “წყაროსთვალი”...
სასტუმრო სახლი "ზებო"...
სასტუმრო სახლი “იმედი”...
სასტუმრო სახლი “მწვანე სახლი”...
სასტუმრო სახლი "ქვემოურები"...
სასტუმრო სახლი “ავთო”...
გონიოს ციხე...