მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.04.16    მსოფლიომ ჯანდაცვის დღე აღნიშნა
არასამთავრებო ორგანიზაციათა კოალიციამ ,, მომავალი სიღარიბის გარეშე’’ ჯანდაცვის მსოფლიო დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. კონფერენციაზე მიწვეულ ჟურნალისტებთან მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე. კოალიციის ერთ-ერთი წევრის სიმონ გაბრიჩიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამის ნათელ მაგალითად გაბრიჩიძემ პროექტი `100 ახალი საავაადმყოფოს~ ფაქტობრივად ჩავარდნა დაასახელა. ასევე გაამახვილეს ყურადღება სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე.
2010.03.05    უნივერსიტეტი სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასახმარებლად
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით ტრადიციულად აგრძელებს სოციალურ პროგრამას სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების დასახმარებლად. პროგრამა „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახის შვილებს სწავლის სათანადო პირობების შექმნაში, ასევე საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
2010.03.05    სასერტიფიკაციო გამოცდის გამსვლელი ქულა მარტის ბოლოს გახდება ცნობილი
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2400-მა მასწავლებელმა ქ. ქუთაისში ნებაყოფლობითი სერტიფიკაციისათვის საცდელი ტესტირება გაიარა. შედეგებით დადგინდა, რომ მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერტიფიცირება პედაგოგებისთვის მარტივად დაძლევადია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, წარმატებით ჩატარებული პრეტესტის შედეგებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება საგამოცდო პროგრამა. მარტის ბოლოს, კი პედაგოგებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა იქნება გამოცდაზე გამსვლელი ქულა.
2010.03.05    ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად
1 მარტიდან ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” იწყება. პროგრამის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ჩვენს ქვეყანაში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. უცხოელი პედაგოგები ქართველ კოლეგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.
2010.01.13    H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი
H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი. ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა, რომ თბილისში მცხოვრები 27 წლის მამაკაცის დაღუპვის მიზეზი ამ ტიპის ვირუსი იყო. გარდაცვლილი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა.
2010.01.13    ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 14 ათასამდე მოსწავლეა რეგისტრირებული
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეოთხე ტური ხულოს რაიონში მოსწავლეთა აქტიურობით გამოირჩეოდა. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად დაბა ხულოს საჯარო სკოლაში VII-XII კლასების მოსწავლეები რაიონის ყველა სოფლიდან შეიკრიბნენ
2009.07.13    სტომატოლოგთა კონგრესი ბათუმში
ბათუმში სტომატოლოგთა მეხუთე საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად იტალიიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოსული მედიკოსებიც ესწრებიან. კონგრესში დელეგაციის წევრებისა და სპიკერების გარდა სულ 300 სტომატოლოგი მონაწილეობს. აქედან 100 ბათუმელია.
2009.07.13    უფასო სამედიცინო კონსულტაცია ფარმაცევტული კომპანია “სერვიე”-ს ორგანიზებით
ფარმაცევტული კომპანია “სერვიე”-ს ორგანიზებით დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და დიაგნოსტიკურ-აღდგენითი მედიცინის ცენტრში პაციენტთა უფასო გასინჯვა მიმდინარეობდა.
2009.07.03    ფილადელფიელი ოფთალმოლოგები ბათუმში
ბათუმში ამერიკელი ოფთალმოლოგები იმყოფებიან. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში ფილადელფიელმა ოფთალმოლოგებმა 2 დღის განმავლობაში ადგილობრივ კოლეგებთან ერთად ოპერაციები ჩაატარეს და თვალის სხვადსხვა დაავადებათა დიაგნოსტიკაც განახორციელეს.
2009.06.23    ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება. მეოთხე თვეა პროგრამის ფარგლებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის და ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებსა და მოზრდილებს საჭირო მედიკამენტები გადაეცემათ.
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 37 °C + 37 °C
ღამით + 22 °C + 25 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.