მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2009.10.16    “ტელეარხ 25”-ს განაჩენი გამოუტანეს
ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ტელეარხ 25 “ –ის პროცესი დაასრულა. Aმ მედიასაშუალებასა და აჭარის შემოსავლების სამსახურს შორის დავა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და მან თითქმის ყველა ინსტანციის სასამართლო მოიარა
2009.08.25    კონსტიტუცია – თქვენი უფლებების დაცვის გარანტი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა მოსახლეობას კონსტიტუციის მიღების დღე ფერადი საჰაერო ბუშტებითა და ფლაიერებით მიულოცა და მათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები კიდევ ერთხელ შეახსენა. საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს იქნა მიღებული. ბათუმის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კონსტიტუციის მე-14 წლისთავთან დაკავშირებული აქცია აჭარის სანაპირო ზოლში მოაწყო.
2009.07.28    8 წელიწადი გიორგი სანაიას გარეშე
8 წელიწადი გავიდა მას შემდეგ რაც ქართველ ჟურნალიტთა რიგებს ტელეკომპანია “ რუსთავი 2”- ის ერთ-ერთი გამორჩეული სახე გიორგი სანაია გამოაკლდა – 2001 წლის 26 ივლისს ის საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ჟურნალისტის მკვლელობისათვის დაკავებულ გიორგი ხურცილავას, მეტსახელად “გრიცკოს” 2003 წელს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2009.07.27    სააღსრულებო სისტემაში რეფორმა გატარდება
გუშინ სასტუმრო “ინტურისტ პალასის” საკონფერენციო დარბაზში აღსრულების ეროვნული ბიუროს და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (Gთძ) ორგანიზებით, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის დახვეწაზე მომუშავე ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დაიწყო.
2009.07.13    პოლიციამ სავაჭრო ცენტრ “ბათუმის” ყოფილი ხელმძღვანელები შენობიდან იძულებით გამოასახლა
ყოფილ სავაჭრო ცენტრ “ბათუმში” სამართალდამცველები 17 საათზე გამოჩნდნენ, ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და მოვაჭრეებს გადაადგილების საშუალება არ აძლევდნენ. პოლიციის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში სავაჭრო ცენტრში აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე და ქალაქის პოლიცის უფროსი დავით ბეჟანიძე მივიდნენ. რამაზ გვარჯალაძემ მოსვლისთანავე წესრიგის დამყარების ბრძანება გასცა.
2009.07.13    რესპუბლიკელები საბაჟოზე დაბეგვრის წინააღმდეგ
საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეების მხრიდან ადგილი აქვს კანონდარღვევით ქმედებებს, არღვევენ მოქალაქეების უფლებებს, ასევე ადგილი აქვს მოსახლეობის შეურაცხყოფას და დაშინებას.- აცხადებს რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საბაჟოზე არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით თურქეთში ბაზრობაზე რამდენიმე ნივთი შეიძინა.
2009.07.03    და ძმა შალიკაშვილებს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 11 წლიტა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
9 თვის წინ დაწყებული სასამართლო პროცესი ხელვაჩაურის რაიონლმა სასამართლომ განსახილველი ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე დასულებულია, და ძმა ნათია და ნუგზარ შალიკაშვილების უმაღლესი სასჯელი 11 წელი და 4 თვე შეეფარდათ. ისინი ჯგუფურ ყაჩაღობაში იყვნენ ეჭმიტანილნი, ბრალდებულები დღემდე თავს დამნაშავედ არ სცნობენ, ბრალის წაყენებისას ნათია შალიკაშვილის 4 თვის ფეხმძიმე იყო, დღეს ბავშვი უკვე 5 თვისაა, ამ გარემოების გამო სასამართლომ სასჯელი 5 წლით გადაუვადა.
2009.07.01    დავა მცირეწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის გამო
საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსისა და მისი მოადგილის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს. პაატა შავაძის მტკიცებით, სოციალური აგენტი ინგა დავითაძე იმ დასკვნის დაწერას აჭიანურებს რომლის მომზადება ბავშვზე ზრუნვის განყოფილებას ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ მაისის თვეში დაავალა.
2009.06.23    შალიკაშვილების სასამართლო პროცესი გადაიდო
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და-ძმის-თენგიზ და ნათია შალიკაშვილების სასამართლო პროცესი იყო დანიშნული, თუმცა იგი მოსამართლე ლევან თევზაძემ გადადო, რადგან მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. მათ შორის მეზღვაურ თენგიზ შალიკაშვილის სახელფასო დოკუმენტაცია.
2009.06.23    თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს
შავი ზღვის დაცვის კონვენციის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმის ნავსადგურში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი `აბით ბესერი~ დააკავეს.
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 34 °C + 36 °C
ღამით + 18 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.