ქედის რაიონში სრწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. სარწყავი წყლის გოფრირებული მილები სოფლებში უკვე განაწილებულია. 100-დან 300 მმ-მდე დიამეტრის მილებს სოფლის მოსახლეობა თავად ამონტაჟებს, სამუშაოებს ადგილობრივები უსასყიდლოდ ასრულებენ.ქედის
რაიონის ცხრა თემში სარწყავი სისტემის მშენებლობა ორი კვირის განმავლობში
უნდა დასრულდეს. გოფრირებული მილებით დატვირთული სატვირთო ავტომობილები
დღეს ოქტომბერსა და მერისში გაიგზავნა. მილების შესაძენად ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო.ზვარეს
თემში მიმდინარე სამუშაოები დღეს ქედის გამგებელმა მოინახულა. ამ სოფელს
400 მეტრი მილი ერგო, რითაც მდინარე ჩარჩხალიდან წყალი სახნავი
ფართობებისკენ გადაიქაჩება. შედეგად სოფელში დამუშავებული ფართობი
გაორმაგდება. ზვარეს
თემის სოფელ ზესოფელში ღია სარწყავი არხი 70 წლის წინ მოეწყო, არხი
მწყობრიდან იყო გამოსული და სოფლის მოსახლეობამ არხის თანამედროვე მილებით
გაყვანა მოითხოვა.
23.06.2009 |