მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მიხეილ მახარაძე ჯიხანჯურის მკვიდრთა პრობლემებს გაეცნო

სახალხო დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შევედრები გრძელდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე  ქობულეთის რაიონში, დაბა ოჩხამურის სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც გვითხრეს, ჯიხანჯურელებს, ძირითადად, ტრადიციული შუქის პრობლემების გარდა გზის, წყლისა და სხვა ყოფითი პრობლემები აწუხებთ. სოფლის ცენტრში საცხოვრებელი ბინებიგადასახურია. მოსახლეობა პრეტენზიებს კერძო საკუთრების აღიარების საკითხთანაც გამოთქვამდა. ოჩხამურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მერაბ ხოზრევანიძის განმარტებით დაიწყო სასამართლო პროცესის მესამე ეტაპი, ამჟამად დაკმაყოფილებულია 320 ოჯახის სარჩელი, სასამართლო  კიდევ 110 ოჯახის განცხადებას თვენახევარსში განიხილავს.

"ენერგო-პრო ჯორჯიის" მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს რაც შეხება, მოსახლეობა გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს კვლავაც კომუნალური მრიცხველების მაჩვენებლებით გადაიხდის. სოფლის მოსახლეობა რეგულარულად ღებულობს სახელმწიფო სუფსიდიებს, სიიდან გამორჩენილ 10 ოჯახს, რომლებმაც თხოვნით მიმართეს მიხეილ მახარაძეს, სახელმწიფო დახმარება მალე აღუდგება.

ქობულეთის მუნიციპალური პროგრამის განვითარების ფარგლებში, ოჩხამურში, მილიონნახევრიანი წყლის სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება, რომელიც სექტემბერში დაიწყება და 9 თვეში დასრულდება. 1500-მდე  ოჯახს  სასმელ წყალს 24-საათიანი რეჟიმით მიაწვდიან.

მოსახლეობამ მიხეილ მახარაძეს სოფლის კლუბისა და წყაროს  აშენებაც სთხოვა. როგორც მათ განუმარტეს, ამ საკითხების პარალელურად, ოჩხამურის ცენტრში, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული, ოჩხამურის მკვიდრი  5 მეომრის ხსოვნის პატივსაცემად, მათიივე სახელობის მინი-სტადიონიც აშენდება.

სოფლის ცენტრში არსებულ საბავშვო ბაღში ამჟამად 4 ოჯახია შესახლებული. შენობის გადახურვა მოსახლეობამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სთხოვა. დაბის რწმუნებულის განმარტებით, შესახლებულებს მალე  ალტენატიული ფართი დამოეყოფათ. ბაღის რეაბილიტაციის შემდეგ კი ჯიხანჯურელებს, 60 აღსაზრდელზე გათვლილი, სკოლამდელი დაწესებულება ექნება. მანმადე კი პატარები, ოჩხამურის ცენტრსში, ახლად გარემოტებულ საბავშვო ბაღში ივლიან და მათ მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება.


მანანა ტაკიძე
13.08.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Wow! Great to find a post with such a clear msasege!
: Keep on wrintig and chugging away!
: 20
: Very nice site!
: Hello! bedbkek interesting bedbkek site!
: Very nice site!
: Hello! fkbdgca interesting fkbdgca site!
: Very nice site!
: Hello! befaecd interesting befaecd site!
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 20 °C
ღამით + 5 °C + 6 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.