მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
“ტელეარხ 25”-ს განაჩენი გამოუტანეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ტელეარხ 25“ –ის პროცესი დაასრულა. ამ მედიასაშუალებასა და აჭარის შემოსავლების სამსახურს შორის დავა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და მან თითქმის ყველა ინსტანციის სასამართლო მოიარა.

შემოსავლების სამსახური ტელეარხისაგან ასლანტ აბაშიძის დროს დაგროვილი დავალიანების გადახდას მოითხოვს, თუმცა როგორც 25-ე არხის დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე ამბობს ამ დროს არხს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან დაახლოებული პირები მართავდნენ.

რევოლუციის შემდეგ ტელევიზიაში ვითარება შეიცვალა და იგი კვლავ მის დამფუძნებელს დაუბრუნდა, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ აჭარის შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო დავალიანების დაფარვის მოთხოვნითა და შესაბამისი სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო კიდეც.

გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გასაჩივრდა ზემდგომ ინსტანციაში და 2008 წლის აპრილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის დამოუკიდებელი ტელევიზიის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მან შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტი ბათილად ცნო.

ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ აჭარის შემოსავლების სამსახურს ახალი აქტის მიღება დაავალა, თუმცა აღნიშნულმა სამსახურმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა.

შემდეგი პროცესების შემდეგ მოსამართლემ ტელეკომპანიას დავალიანების გადახდა დააკისრა და ეს თანხა 277 ათას 247 ლარს შეადგენს.

მედიასაშუალების დამფუძნებელს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 14 დღიანი ვადა აქვს.

 



16.10.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: BION I'm imeprsesd! Cool post!
: 20
: საქართველოში სასამართლოს აქვს ფორმალური ხასიათი და მე ძალიან მეცოდებიან მოსამართლეები, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს. მხარს ვუჭერ თავისუფალ ტელევიზიას. ეს ჯარიმა თითიდან გამოწოვილია. ნუგზარ ნაჭყებია. nugzaricon@mail.ru
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 34 °C + 36 °C
ღამით + 18 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.