მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
გენდერული სტერეოტიპები საქართველოში

გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით, საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართარ შეცვლილა გასული ხუთი წლის განმავლობაში

თბილისი. 25 ნოემბერი, 2013 - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა საზოგადოების შეხედულებები კაცისა და ქალის როლზე ოჯახში, ბიზნესსა და პოლიტიკაში. პროექტი განხორციელდა შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. დღეს გაეროს განვითარების პროგრამამ წარუდგინა კვლევის ძირითადი მიგნებები საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგების შედარებამ ადრე ჩატარებულ მსგავს კვლევებთან ცხადყო, რომ საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ არ შეცვლილა წლების განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები იზიარებენ მსგავს შეხედულებებს, დამოკიდებულებებსა და სტერეოტიპებს ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკასა და ეკონომიკურ საქმიანობაში.

 გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ნილს სკოტმა, დღეს თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა: „გასულ წლებში საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა  კანონმდებლობისა და პოლიტიკის დონეზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. მაგრამ საზოგადოებრივი დამოკიდებულებების ფუნდამენტურ ცვლილებებს დრო და ძალისხმევა სჭირდება. იმედი გვაქვს, რომ ამ კვლევის გამოქვეყნებას მოჰყვება კონსტრუქციული დისკუსია და ახალი ინიციატივები ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო განათლების საკითხებში.“

კომპანია „ეისითი“-ს მიერ ჩატარებული კვლევა ეყრდნობა 1760 ადამიანის გამოკითხვას საქართველოს მასშტაბით და სამეგრელოსა და კახეთში ჩატარებული 16 ფოკუს ჯგუფის შედეგებს.

კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა 88% ფიქრობს, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი. ქალების 62% და კაცების მხოლოდ 37% მიიჩნევს, რომ ქალი და კაცი თანაბრად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ოჯახში. გამოკითხულთა უმრავლესობა (45%) თვლის, რომ თუ ოჯახში მხოლოდ ერთი შვილია, ჯობს, რომ ეს იყოს ვაჟი. ბიჭებს ასევე ენიჭებათ უპირატესობა განათლებისა და საკუთრების უფლების კუთხით. 57% მიიჩნევს, რომ კაცს უფრო დიდი შანსი აქვს იპოვოს სამსახური მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაზე. საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში, კაცს ანიჭებს უპირატესობას გამოკითხულთა 68%.

კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში. 



28.11.2013
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: You pose an interesting question, mainly because there is no pat answer to it. It’s all relative — to the competition, or the expectation of your cltPeis.nhrased another way, your question is: does a gunfighter go to the OK Corral unarmed? Depends.
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 27 °C + 25 °C
ღამით + 14 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.