მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სასერტიფიკაციო გამოცდის გამსვლელი ქულა მარტის ბოლოს გახდება ცნობილი

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2400-მა მასწავლებელმა ქ. ქუთაისში ნებაყოფლობითი სერტიფიკაციისათვის  საცდელი ტესტირება გაიარა. შედეგებით დადგინდა, რომ მასწავლებელთა ნებაყოფლობითი სერტიფიცირება პედაგოგებისთვის მარტივად დაძლევადია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, წარმატებით ჩატარებული პრეტესტის შედეგებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება საგამოცდო პროგრამა. მარტის ბოლოს, კი პედაგოგებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა იქნება გამოცდაზე გამსვლელი ქულა.
        მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის მასწავლებელთა სერტიფიცირება  თვითმიზანი არ არის, მთავარი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაა.  სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე მოემატებათ ხელფასი. ამასთან, მათ მენტორ მასწავლებლებად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160 ლარის დამატებით  შემოსავალს გულისხმობს.
        გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ქუთაისში ჩატარებული პრეტესტით პედაგოგებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. ამასთან, დადგინდა, რომ უცხო ენის გამოცდისათვის გათვალისწინებული დრო- ორსაათნეხევარი, საკმარისი არ აღმოჩნდა. რის გამოც, გამოცდის ხანგრძლივობა სამ საათამდე გაიზრდება.
        სასერტიფიკატო გამოცდების ”გენერალური რეპეტიციისათვის” ტესტები  გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა. პედაგოგებმა,  არა  მხოლოდ ტექსტური დავალებები ჩააბარეს, არამედ  საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების მექანიზმები და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. ტესტირება ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პროფესიულ უნარებში ჩატარდა და მასში იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის პედაგოგები მონაწილეობდნენ.
        2014 წლამდე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. პირველ ეტაპზე გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენებისა და მათემატიკის პედაგოგები ჩააბარებენ. ამ საგნების პედაგოგების დიდმა ნაწილმა უკვე გაიარა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გადამზადების კურსები.
        პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდება. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

 



05.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
: მოგესალმებით. მაინტერესებს კერძო სკოლის პედაგოგებს,თუ მოგვეცემა საშვალება,გავიაროთ სასერთიფიკაციო გამოცდების ტრენინგები უფასოდ,ადგილობრივად აჭარაში. და თუ არ გვაქ ამის უფლება მაშინ თუ არსებობს ლიტერატურა ,რითიც შეიძლება მოვემზადოთ დამოუკიდებლად?
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 31 °C
ღამით + 17 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.