მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
უნივერსიტეტი სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასახმარებლად

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით ტრადიციულად აგრძელებს სოციალურ პროგრამას სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების დასახმარებლად. პროგრამა „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახის შვილებს სწავლის სათანადო პირობების შექმნაში, ასევე საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
 პროგრამა პირველად, 2007-2008 სასწავლო წელს განხორციელდა და დღემდე რამდენიმე ათეულმა სტუდენტმა შეძლო სასწავლო გრანტის მოპოვება. სოციალური პროგრამაში ჩართვა, ამჯერადაც, საკონკურსო წესით მოხდება. კონკურსი რადმენიმე დღეა გამოცხადებულია და კონკურსანტთა რეგისტრაცია 13 მარტს დასრულდება.
 გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი კომისია რომელიც შედგება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ფაკულტეტებისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდება, აკადამიური საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს. კერძოდ,   სტუდენტი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეფასებული იქნება 70 000 ან უფრო ნაკლები სარეიტინგო ქულით. მონაწილეთა შერჩევისას დიდი ყურადღება მიექცევა შეზღუდული შესაძლებლობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვს ბრძოლაში დაღუპულ შვილს, ლტოლვილს, მრავალშვილიანი ოჯახის შვილს, ობოლს და ა. შ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დედ-მამით ობოლ სტუდენტებს საერთოდ ათავისუფლებს სწავლის გადასახადისაგან.
  სასწავლო სოციალურ პროგრამაშიმონაწილეობის უფლება არ აქვს სტუდენტს, რომელიც იღებს სახელობით ან სხვა სახის  სტიპენდიას ან კიდევ გააჩნია სახელმწიფო სასაწავლო გრანტი.

 



05.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: out and send a message. He complianed all the time that Zoppo threw Hifts-siys. Looks like Artie boy is throwing one big one now.
: Good to see real expertise on display. Your contribution is most wecolme.
: 20
: Gosh, I wish I would have had that information erilaer!
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 9 °C + 10 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.