მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
აჭარამ რამსარის კომისიის სხდომას უმასპინძლა
ხუთი დღის განმავლობაში აჭარა რამსარის კომისიის გასვლით სხდომას მასპინძლობდა. გარემოს დაცვითი ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს ორმოცი  ქვეყნის ასზე მეტი გარემოს დამცველი მონაწილობდა ქობულეთში ჩატარდა.
რამსარის კონვენცია ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ უკვე თითქმის ორმოცი წელია გლობალური მასშტაბით ხელს უწყობს ჭარბტენიანი ტერიტორიების გონივრულ გამოყენებას.
ქობულეთის ისპანის ჭაობის უნიკალურობის შესახებ მხოლოდ 90-იან წლებში გახდა ცნობილი, მაშინ, როდესაც კვლევები უცხოელმა მეცნიერებმა დაიწყეს. თეთრი ხავსი, რომელიც 331 ჰექტარზეა გადაჭიმული წყალს დიდი რაოდენობით იწოვს  და  ქობულეთს დატბორვისგან იცავს, ხოლო კლიმატის ჩამოყალიბებაში გადამწყვედ როლის თამაშობს.
       ისპანის ტორფნარს 1996 წლიდან რამსარის საერთაშორისო კონვენცია იცავს. წარბტენიანი ტერიტორიების დაცვის ხელშეკრულებას 1971 წელს მოეწერა ხელი. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გარემოს დაცვითი ფორუმი წელს პირველად, შვეიცარიის ფარგლებს გარეთ, ქობულეთში ჩატარდა.
_ ძალიან მოხარულები ვართ, რომ რამსარის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა ქობულეთში, საქართველოში ჩატარდა.  მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას და გარემოს დაცვის სამინისტროს შეხვედრის ასე კარგად ორგანიზებისთვის. ჩვენ შევძელით  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამის შემდეგ კი მათ განხორციელებაზე ვიზრუნებთ. საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა ვიზრუნოთ მათ დაცვაზე, _ აღნიშნა კონვენციის გენერალურმა მდივანმა ანადა ტიეგამ.
        რამსარის კონვენციის  მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის დახურვას საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.
 _ რამსარის კომისიის სხდომის ჩატარება, არა მარტო ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვენლოვანია. _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ,  _ გარემოს დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აჭარის ტერიტორიის 65  პროცენტი ტყეებს და დაცულ ტერიტორიებს უჭირავს.  მსგავსი შეხვედრები უნიკალური ნაკრძალებისა და ,, მწვანე გარემოს’’ შენრჩუნებაში დიდ როლს ითამაშებს, ასევე ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითრებას.
_ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი საერთაშორისო გარემოსდაცვითი ფორუმი, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების ჩატარება, რადგან, ერთის მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, მეორეს მხრივ კი როდესაც 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის შენს ქვეყანაში სტუმრად, მათ მიაქვთ ბევრი ინფორმაცია საკუთარ ქვეყნებში. ეს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, _  განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
ევროკავშირისა და აშშ-ს აქტიური მხარდაჭერით რამსარის კონვენციის აღმასრულებელმა საბჭომ გასული წლის ივლისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონვენციის მუდმივმომქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრა სწორედ საქართველოში გამართულიყო. კონვენციის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა ამ დრომდე შვეიცარიის  ქალაქ ჟენევაში იმართებოდა.

06.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: A million thanks for posting this inrfomation.
: That's raelly thinking at an impressive level
: Short, sweet, to the point, FREE-exactly as ionfrmaiton should be!
: 20
: 20
: The forum is a brihgetr place thanks to your posts. Thanks!
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 27 °C
ღამით + 11 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.