მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მაგისტრანტების სწავლა 2 მილიონით დაფინანსდება

დაიწყო ერთიან სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლის უფლების მოსაპოვებლად მაგისტრატნტობის კანდიდატებს ეროვნულ საგამოცდო ცენტრში ზოგად უნარებში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება. სპეციალობის შესაბამის დისციპლინაში ტესტირებას იმ უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან, სადაც უშუალოდ სწავლის გაგრძელება სურთ.
წინა წლისაგან განსახვავებით, საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ევალებათ. 2010-2011 სასწავლო წელს სახელმწიფო მაგისტრანტის  სწავლას 2 მილიონით დააფინანსებს. 1000 კონკურსანტი 1000-დან 2250 ლარამდე სრულ გრანტს მიიღებს, რომლის განაწილების წესი უცვლელია. თანხის 10 პროცენტია გათვალისწინებული რეიტინგული სიის მიხედვით უმაღლესი აკადემიური მაჩვენებლის მქონე მაგისტრანტებზე, 40 პროცენტი თანაბარდ გადანაწილდება შემდეგ მიმართულებებზე: ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, ხელოვნება, ჯანდაცვა, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. რაც შეეხება დარჩენილ 50 პროცენტს, მოხმარდება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს. კერძოდ: ჰუმანიტარული, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყევლო მეცნიერებებს. ამით, როგორც ახალგაზრდბის ისეთი დარგებით დაინტერესებაც, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის.
საერთო სამაგისტრო გამოცდა წელსაც ორ ნაწილად, ორ დღის განმავლობაში ჩატარდება. ტესტის სტრუქტურაც უცვლელია და შედგება ოთხი მიმართულებისაგან. წაკითხულის გააზრება წარმოაჩენს მაგისტრანტობის კანდიდატის უნარს, თუ რამდენად შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა და აზრის გამოტანა, მოვლენებსა და გაქტებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირიბის დანახვა, ძირითადსა და მეორეხარისხოვანის, ფაქტისა და ვარაუდის ერთმანეთისგან გამიჯვნა. აპლიკანტს მოეთხოვება თვალსაზრისის დასაბუთება, კრიტიკული ანალიზი და ლოგიკური მსჯეობა, რასაც ანალიტიკური წერის  და ლოგიკური დასკვნის საშუალებით წარმოაჩენს. რაც შეეხება რაოდენობრივი სახით იწოდებული ინფორმაციის დამუშავებას ამის ცოდნას რაოდენობრივი მსჯელობა გამოავლენს. ტესტის პირველი ნაწილის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კვლავ 30 პროცენტია, ხოლო მეოთხე ნაწილი - 25.  გამოსაცდელს კონკურსში მონაწილეობის მიღება სამ ნაწილიში მინიმალური ზღვრის გადალახვის შემთხვევაში ეძლევა, ხოლო თუ რომელია  მათგან სავალდებულო, ამას უმაღლესი სასწავლებელი განსაზღვრავს. ერთიანი სამაგისტრო გამოცდაზე  მიღებული ქულების გამოყენება სამი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
მაგისტრატურაში მიღება აჭარაში მოქმედმა ხუთივე უმაღლესმა სასწავლებელმა გამოაცხადა. ვაკანტური 657 ადგილია, რომლის ძირითადი ნაწილი  - 463 ვაკანსია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაა განსაზღვრული. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი 105 მაგიიტრანტს ელოდება, ბათუმის საზღვაო აკადემია 45-ს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი 39-ს და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი - 5-ს.

 



06.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I see, I suppsoe that would have to be the case.
: QuotesChimp are presumed to be unneeded in the system. Insurance companies pay claims in most cases upon proper evidence of loss, through objective records readily got by /or underwriters and the casualties.
: In awe of that anrsew! Really cool!
: I thank you hulmby for sharing your wisdom JJWY
: Apparently this is what the esteemed Willis was tliakn' 'bout.
: 20
: 20
: I think you hit a bullseye there felals!
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 9 °C + 10 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.