მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
წიგნის საერთაშორისო დღე ფრიდონ ხალვაშის იუბილით აღინიშნა
ყველაფერი 1923 წელს, კატალონიაში დაიწყო,  როცა სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს,  მამაკაცები ქალბატონებს ვარდებს ჩუქნიდნენ,  მათგან კი, საჩუქრად წიგნებს იღებდნენ.  მას შემდეგ, რაც 23 აპრილი უკვე `იუნესკომ~, წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, მისი  აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო. ამ დღეს   ქუჩებში უამრავი ახალი თუ ძველი წიგნის გამოფენა ეწყობა  და კაცობრიობა, კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს.
წიგნის  დღე, ტრადიციულად,  ბათუმშიც  რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. საჯარო ბიბლიოთეკამ  კვირეული მოაწყო,  რომლის  პირველი დღე,   პოეტის, დრამატურგის, პუბლიცისტის ფრიდონ ხალვაშის იუბილეს მიეძღვნა.
რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი სულ მალე 85 წლის გახდება, მანამდე კი ბიბლიოთეკაში გამართულ საიუბილეო შეხვედრაზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა_ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტებმა  ფრიდონ ხალვაშის მიმართ პატივისცემა მისივე ლექსებით გამოხატეს. პოეტებმა  დავით თედორაძემ, ვახტანგ ღლონტმა, მამია ხარაზმა და  გიორგი გაბაიძემ იუბილარისადმი  მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.
შეხვედრაზე  არაერთხელ  გაჟღერდა პოეტის ცნობილი `მემლექეთი~ და ამონარიდები მისი ბოლო ნაწარმოებიდან "ომრი". თავად პოეტმა რამდენჯერმა წაიკითხა `გენაცვალე~ და `მე არ ვიქნები შენი სტუმარი~. ფრიდონ ხალვაშის პატივსაცემად მუსიკალური ცენტრის წარმომადგენლებმა `უფალო შეგვიწყალენ~ შეასრულეს. 
_ ძალიან მესიამოვნა, რომ ჩემი იუბილეს აღნინშვა აქედან დაიწყო, სადაც  ბავშვობის წლებში ფიზიკურად და სულიერად გასათბობად  ყოველდღე შემოვდიოდი.  ის სითბო, რომელიც ამ წიგნებიდან მივიღე,  ახლაც ათბობს ჩემს ბებერ სულს, _ აღნიშნა საღამოზე იუბილარმა პოეტმა, _ რამდენიმე დღეში ოთხმოცდახუთი წლის გავხდები, მართალია მოვხუცდი, მაგრამ ისე არ წავალ ამქვეყნიდან, რომ ჩემი ყოფნა ჩემს საქართველოს კიდევ ერთხელ ომახიანად არ შევახსენო.
17 მაისს,    მწერალთა კავშირის ორგანიზებით,  ფრიდონ ხალვაშის გრანდიოზული იუბილე,  რუსთაველის თეატრში შედგება.  პოეტის საიუბილეო წელი  კი ისევ აჭარაში გაგრძელდება.

06.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: That's an ingenious way of thiinkng about it.
: 20
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 9 °C + 10 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.