მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
თბილისის კონსერვატორიიდან - ლა სკალამდე

პირველი ქართველი მომღერალი, რომელმაც ლა სკალას სეზონი გახსნა 25 წლის ანიტა რაჭველიშვილია. 2009 წლის 7 დეკემბერს ოპერის ამომავალი ვარსკვლავი ყვავილებსა და აპლოდისმენტებში“აბანავეს'". მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუსიკის კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ  ქართველი მეცო-სოპრანოს დებიუტი "ლა სკალაში" ტრიუმფალური იყო.   

თბილისის კონსერვატორიისა და "ლა სკალას" სკოლის კურსდამთავრებულს ჯერ კიდევ სამი წლის წინათ ასეთ შედეგს  ვერავინ უწინასწარმეტყველებდა. წარმატებული დებიუტის შემდეგ (მთავარი პარტია ბიზეს „კარმენში“, დირიჟორი დანიელ ბარენბოიმი)  ერთბაშად მოექცა საოპერო სამყაროს ყურადღების ცეტრში

მსოფლიოს წამყვანი გაზეთების  ჟურნალისტები და მუსიკის კრიტიკოსები, რომელთაც ანიტას დებიუტი საკუთარი თვალით ნახეს გვარწმუნებენ, რომ "მეტი წილი" ოვაციებისა, რომელიც "ლა სკალას" სეზონის გახსნაზე მობრძანებულმა პუბლიკამ გამართა, სწორედ ანიტას ეკუთვნოდა. ეს მაშინ, როცა სპექტაკლის დირიჟორი  თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკოსია. ხოზეს პარტია  იმღერა იონას კაუფმანმა, რომელიც ვაგნერის "ლოენგრინის" უბადლო შემსრულებლად ითვლება.გამონაკლისი მხოლოდ ჩვენმა „უფროსმა“ მეზობლებმა დაუშვეს, როცა ერთ-ერთ რეცენზიაში აღნიშნეს, რომ „ანიტა რაჭველიშვილი ახალგაზრდა, თუმცა ცოტა ძველმოდურია და მისი ფიზიკური მონაცემები სასტიკ წინააღმდეგობაშია მოდელის სტანდარტებთან, რითაც დღეს  ოპერის არაერთ მომღერალს შეუძლია დაიკვეხნოს.“ ეტყობა, რეცენზიის ავტორს ოპერისა და სამოდელო საქმის აქცენტები ერთმანეთში აერია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „როგორი მხურვალეც არ უნდა ყოფილიყო ანიტასადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები, ნამდვილი ოვაცია ის იყო, რაც გერმანელ ტენორს იონას კაუფმანს ერგო“-ო.

"7 დეკემბერს 'ლა სკალას' სცენაზე ვარსკვლავი დაიბადა", - ეს ფრანგული "ფიგაროს“ შეფასებაა.

„ოვაციები კარმენის შემსრულებელს“,"ქართველმა მომღერალმა "ლა სკალას" მსმენელს ენთუზიაზმი შემატა", „ანიტა რაჭველიშვილს ბრწყინვალე ხმა აქვს და ძალიან წარმატებულია“  - მსგავსი გამოხმაურება უამრავია და ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...

ანიტა თავისი წარმატებისთვის  ვოკალის პირველ პედაგოგს მზია დავითაშვილს ემადლიერება -  არაჩვეულებრივ სოპრანოს, რომელიც თბილისის  ოპერისა და ბალეტის თეატრში მოღვაწეობს. თბილისის  კონსერვატორიაში ჩაბარებისთანავე ანიტა რაჭველიშვილი მანანა ეგაძის ვოკალურ კლასში მოხვდა. იგი ექვსი წლის განმავლობაში მისი პედაგოგი იყო. ასევე  მადლიერებით იხსენებს პედაგოგებს - ნოდარ ანდღულაძეს, მაია წულუკიძეს, რუსუდან ქუთათელაძეს, ნანა შარიქაძეს, ნინო წულუკიძეს და  სხვებს... კონსერვატორიის მესამე კურსიდან ანიტა პაატა ბურჭულაძისა და მიხეილ სააკაშვილის სტიპენდიატი გახლდათ.

კონსერვატორიის ბაკალავრიატის პირველ კურსზე  პედაგოგ მანანა ეგაძესთან ერთად გადაწყვიტა "ლა-სკალას" აკადემიაში მოსახვედრად კონკურსი გაევლო.  სამი წლის წინათ, ივლისში წავიდა იტალიაში ბედის საცდელად.. კონკურსი გაიარა და "ლა-სკალას" აკადემიაში მოხვდა. კონცერტებშიც ხშირად მონაწილეობდა,  აგზავნიდნენ სხვადასხვა ტურნეში, იტალიის თითქმის ყველა თეატრში.როგორც მომღერალი ამბობს, თეატრის დირექციამ  აკადემიაში ჩაბარების შემდეგ შეამჩნია და პირველივე წელს ორ სპექტაკლშიც ამღერეს "ლა-სკალას" სცენაზე. აკადემია კი გასულ წელს დამთავრა.

ანიტას წარმატება მხოლოდ ქართული საოპერო ხელოვნების წარმატება  არ არის, ეს მთელი ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით,  ლა-სკალას ქართველი სოლისტი საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

`ეს არის არა უბრალოდ ხელოვნების მარადიული ფასეულობის ზეიმი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის – ადამიანის მიერ შრომით და ნიჭიერებით ყველაფრის მიღწევა ცხოვრებაში. ანიტა რაჭველიშვილი არაპრივილეგირებული ოჯახიდანაა და სწორედ ასეთი ოჯახები ქმნიან მატერიალურ დოვლათს და წინ მიჰყავთ ქვეყანა. შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება ნებისმიერი მთავრობის პირობებსა და ნებისმიერ ვითარებაში,საქართველოს არასოდეს ჰყოლია ამდენი ოპერის ვარსკვლავი. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობენ წარმატებული ქართველი ბალეტის მოცეკვავეები`, - აღნიშნა პრეზიდენტმა დაჯილდოებისას.
იანვრის ბოლოს ანიტამ უკვე იმღერა ფენენას პარტია ჯუზეპე ვერდის „ნაბუკოში“ . ლა-სკალაში სეზონის გახსნის შემდეგ  ქართველმა მეცო-სოპრანომ  10 მარტს  თბილისში  პირველი სოლოკონცერტი გამართა, რომელიც მისი პედაგოგის, მანანა ეგაძის ხსოვნას მიუძღვნა.  უახლოესი გეგმები კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გამოსვლას მოიცავს: შემოდგომაზე ბერლინის შტაატსოპერაში „კარმენი“, ვალენსიაში ოლგას პარტია ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“, და კვლავ „კარმენი“  მილანის ლა სკალაში, ამჯერად - გუსტავო დუდამელის დირიჟორობით.  მომავალ წელს კი ანიტა ამსტერდამში შეასრულებს დალილას პარტიას სენ–სანსის ოპერაში „სამსონი და დალილა“.

ანიტა რაჭველიშვილის „კარმენი“ შესაძლოა სულ მალე ბათუმშიც ვიხილოთ -  მაისში იგი ქართველი მსმენელისთვის სწორედ ჩვენს ქალაქში იმღერებს.


06.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Wow! Great to find a post knckoing my socks off!
: I want to send you an award for most hlpeful internet writer.
: AKAIK you've got the asnewr in one!
: 20
: 20
: I'm out of league here. Too much brain power on dislapy!
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 9 °C + 10 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.