მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სატელეფონო მომსახურებაში ცვლილებებია
 ს.ს. „გაერთიანებული ტელეკომი“–ს ნაცვლად ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას  შპს „სილქნეტი“ახორციელებს,
 რომელიც წარმოადგენს სამი დიდი კომპანიის სს „გაერთიანებული ტელეკომის“,  შპს „ვანექსის“და შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ შვილობილ კომპანიას. შესაბამისად, იგი შექმნილია ამ კომპანიების რესურსების ბაზაზე. როგორც აცხადებენ,“სილქნეტი"-ს ახალი მენეჯმენტის მიზანი, აბონენტების მაღალხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული სატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფა,  სამომავლო სტრატეგია კი აბონენტებზე მაქსიმალური ორიენტაცია და მათთვის კომფორტის შექმნაა. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სამი წამყვანი კომპანიის გაერთიანების მიზანიც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.
ამ ეტაპზე უცვლელი რჩება სს „გაერთიანებული ტელეკომის“,  შპს „ვანექსის“ და შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ აბონენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) მომსახურების წესები და სატარიფო გეგმა. მომსახურების წესებსა და სატარიფო გეგმაში  ნებისმიერი ცვლილების შესახებ აბონენტებს ეცნობებათ მინიმუმ ორი კვირით ადრე. იმათ, ვისაც სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ანგარიშზე შეტანილი აქვთ თანხები ავანსად, ეს თანხა ავტომატურად გადავა შპს „სილქნეტში“ შექმნილ აბონენტის ანგარიშზე. შესაბამისად, 2010 წლის 12 მარტიდან ავანსის გახარჯვა აბონენტების მიერ მოხდება იგივე პირობებით, როგორც სს “გაერთიანებულ ტელეკომში”.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს არ სურს აღნიშნული ავანსის გადატანა  შპს „სილქნეტი“–ს ანგარიშზე, იგი უნდა გამოცხადდეს 30 დღის ვადაში სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში და წერილობით განაცხადოს თავის ანგარიშზე ავანსად არსებული თანხის უკან გატანის შესახებ. განაცხადში ასევე აბონენტმა უნდა მიუთითოს ბანკის ანგარიშის ნომერი, სადაც მას გადაერიცხება აღნიშნული თანხა. თუ აბონენტი არ გამოცხადდება 30 დღის ვადაში, ავანსი უკან დაბრუნებას აღარ ექვემდებარება და ეს თანხა ავტომატურად გადავა შპს „სილქნეტში“ შექმნილ აბონენტის ანგარიშზე. შესაბამისად, 2010 წლის 12 მარტიდან ავანსის გახარჯვა აბონენტების მიერ მოხდება იგივე პირობებით როგორც სს “გაერთიანებულ ტელეკომში”. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ა.წ. 1 აპრილამდე აბონენტებს  გაუფორმდებათ  სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულება შპს “სილქნეტთან”. ვინც დროულად არ გააფორმებს აღნიშნულ ხელშეკრულებას, თეუფერხდებათ სატელეკომუნიკაციო მომსახურება, შემდგომში კი მთლიანად შეუჩერდებათ.

13.04.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Kudos! What a neat way of tihkning about it.
: 20
: This makes evrteyhing so completely painless.
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 31 °C
ღამით + 17 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.