მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სკოლა რეფორმების კვალდაკვალ


საქართველოში 2200 საჯარო და 200–მე კერძო სკოლა რეფორმების მოლოდინშია. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და საგამოცდო დრო, 2010–2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამები, სახელმძღვანელოების კომპიუტერით ჩანაცვლება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიახლეებისა, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს. საზოგადოება დაგეგმილ რეფორმებს არაერთგვაროვნად აფასებს, ნაწილი თვლის, რომ ცვლილებებს დადებითი შედეგები მოჰყვება, ნაწილისთვის კი –   შემოთავაზებული ნოვაციები მიუღებელია. დაგეგმილ სიახლეებზზე სასაუბროდ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მათე ტაკიძეს ვესაუბრეთ.

– ბატონო მათე, დასრულდა სერტიფიცირების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია, სამი თვე რჩება სასერტიფიკაციო გამოცდებამდე. მინიმალური კომპეტენციის მიღებისას რამდენად გათვალისწინებული იყო პედაგოგთა საერთო მომზადების დონე?

– რა თქმა უნდა, ვიდრე ეს ზღვარი დადგინდებოდა, მანამდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ საგამოცდო ცენტრთან ერთად ქუთაისში ჩაატარა საცდელი ტესტირება, რომელშიც მასწავლებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა მონაწილეობდა, მათ შორის აჭარიდანაც იყვნენ. ტესტირების შედეგების ფსიქომეტრული ანალიზის გათვალისწინებით დადგინდა, რომ სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია თითოულ გამოცდაში  მაქსიმალური ქულის 60 პროცენტზე მეტის დაგროვება. პროფესიული უნარებისა და საგობრივი ტესტების ქულები განსხვავებულია. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება 80 ქულით განისაზღვრა, უცხოურ ენებში – 120-ით და მათემატიკაში – 70-ით. რაც შეეხება პროფესიული უნარების ტესტს, მისი უმაღლესი ქულაა 80. განსხვავებული საგამოცდო დროის ხანგრძლივობა დისციპლინების მიხედვით. ქართულ ენასა და ლიტერატურასა და მათემატიკას 5 საათი დაეთმობა, დარჩენილ 3 საათი და 15 წუთი. საკმაოდ ბევრმა პედაგოგმა გამოთქვა ტესტირების სურვილი, აჭარაში რეგისტრაცია საკმაოდ ბევმა გაიარა. მათ მინდა შევახსენო, რომ სერტიფიცირებასთან პირდაპირ კავშირშია ხელფასის ზრდა. გამოცდებზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში საკმაოდ გაეზრდებათ ანაზღაურება, ოღონდ რა რაოდენობით, ჯერ ცნობილი არ არის. მათ ასევე უფლება ექნებათ მოიპოვონ მენტორ მასწავლებლის წოდება და კურსდამთავრებულები მოამზადონ მასწავლებლობისათვის, რისთვისაც 160 ლარიანი ხელფასი დაენიშნებათ.

სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ამაში ძალდატანებით არავინ მონაწილეობს. ყველას გარკვევით მინდა ვუთხრა: გვინდა გამოვავლინოთ საუკეთესო პედაგოგები და დანარჩენები მათ გავუთანაბროთ. ჩვენი მიზანია სკოლაში არ გვყავდეს საშუალოდ დონის პედაგოგი, ყველა მასწავლებელი იყოს მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური. ნამდვილად არ გვსურს ვინმემ სკოლა დატოვოს. მით უმეტეს, წარუმატებლობის შემთხვევაში შეუძლიათ სასერიფიკაციო გამოცდებზე რამდენჯერმე გავიდნენ.

– მიუხედავად ამ ყველაფრისა, მასწავლებლების უკმაყოფილებას გამოთქვამენ საცდელი ტესტებისა და პროგრამების შეუსაბამობის გამო.

– მათ ვერ დავეთანხმები. ქუთაისში ჩატარებული საცდელი ტესტირების შედეგების საფუძველზე ექსპერტებმა საბოლოო დასკვნა დადეს, რომლის გათვალისწინებითაც მომზადდა ტესტები. მათ იმაზე მეტს ნამდვილად არ მოვთხოვთ, რაც ევალებათ. გამოცდაზე არცერთი თემა არ იქნება უცნობი. ვინც მზად არ არის, შეუძლია გამოცდაზე მომავლში გამოვიდნენ.

– ბატონო მათე, შესაძლებელია ტესტირება ერთ წელს ერთ საგანში გაიარონ და დარჩენილი მეორე წელს?

– რა თქმა უნდა,  ტესტირებას ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხოური ენის მასწავლებლები გადიან, მაგრამ პროფესიულ უნარებში გამოცდის ჩაბარება ყველას შეეძლო, ეს ხომ ყველა პედაგოგისათვის საერთოა. გარდა ამისა, უფლება აქვთ ქულის შენახვისაც.

ვისარგებლებ შემთხვევით და პედაგოგებს კიდევ ერთ პროექტზე მივაწვდი ინფორმაციას. აქტიურად ვმუშაობთ მასწავლებლთა გადამზადების ცენტრის შექმნაზე, რომლის მიზანი იქნება მათ დახმარება გაუწიოს კვალიფიკაციის ამაღლებაში, სასერტიფიკაციო გამოცდებსათვის მომზადებასა და და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში.

– მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრები ხომ უკვე არსებობს?

– ეს სრულიად განსხვავებული ცენტრი იქნება, რომელიც არ ითვალისწინებს ვაუჩერით განსაზღვრული სწავლების პირობებს. მაღალი კვალიფიკაციის მენტორ მასწავლებლები პედაგოგებს უფასოდ აღმოუჩენენ საგნობრივ, მეთოდურ თუ სხვა დახმარებას.

– ბატონო მათე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010–2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები უკვე დაამტკიცა, ამას სასწავლო ბადეში ცვლილებები ხომ არ მოყვება?

– არა, ეს იქნება სავსებით იდენტური სასწავლო ბადით გათვალისწინებული საგნების შეინაარსისა. პროგრამის დამტკიცება დაეხმარება მოსწავლეებს კარგად მოემზადონ საატესტატო გამოცდებისათვის. ათ საგნობრივ დისციპლინაში გამოცდას თუკი ვერ ჩააბარებენ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლას ვეღარ გააგრძელებენ. მხოლოდ პროფესიული სასწავლებლით უნდა დაკმაყოფილდნენ. ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრი მუშაობს საგამოცდო ტესტების შედგენაზე, რომლის აპრობაციაც მაისისთვის იგეგმება. მიღებული შედეგების კი საფუძველზე საატესტატო გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დადგინდება.

– ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი ინიციატივა გახდა ცნობილი, ყველა პირველკლასელი სახელმძღვანელოების ნაცვლად საჩუქრად მიიღებს ნეტბუქს.

– ყველა მოსწავლეს გადაეცემა კომპიუტერი, რომელშიც ჩატვრითული იქნება 1–4 კლასებში შესასწავლი პროგრამა და სახელმძღვანელოები. გარდა ამისა ბავშვი ურთიერთობას დაიწყებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან, კომპიუტერთან.

– ეს ნაადრევი ხომ არ იქნება  ბავშვებისთვის?

– ვნახოთ, როგორ განხორციელდება, რა შედეგები მოყვება. ვფიქრობ წარმატებული იქნება, რადგან პატარა ბავშვებს ათვისების უნარი კარგი აქვთ, ისინი ურთულეს ტექნიკას დამოიკიდებლად იყენებენ.

– მხედველობაში ეს არ მქონდა, ნეტბუქით სწავლენა მათი ჯანმრთელობისათვის რამდენად სასრგებლო იქნება?

– ეს კონკრეტულად ბავშვებისათვის არის დამზადებული, პრაქტიკულად ნულოვანი პრობლემის შექმნა შეუძლია, არის მსუბუქი, არის საკმაოდ მაღალი ხარისხის. შედეგებს მაშინ დავინახავთ, პრაქტიკაში როცა დაინერგება.

–ბატონო მათე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ იგეგმება ვარსკვალავების მიხედვით სკოლების ბრენდირება, ანუ გვექნება ერთვარსკვლავიანი, ორვასრკვლავიანი, სამვარსკვლავიანი და ა.შ. სკოლები.

– ამ საკითხზე მუშაობა არ დასრულებულა, საბოლოო აზრი ჩამოყალიბებული არ არის. როგორ მოხდება იდეის პრაქტიკაში დანერგვა, ამასაც მომავალი გვიჩვენებს. ეს სკოლების კონკურენციას გაზრდის. ყველას სურს ელიტალური სკოლა ჰქონდეს. ამაში, რა თქმა უნდა იგულისხმება ხარისხიანი სწავლება და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებული პედაგოგიური კოლექტივი. მნიშვნელობა მხოლოდ მატერიალურ–ტექნიკური ბაზით არ განისაზღვრება. წარმატების მიღწევა ყველა სკოლას შეუძლია, არა აქვს მნიშვნელობა მის ადგილმდებარეობას, ქალაქს ეკუთვნის თუ სოფელს.

– სკოლების ხარისხსა და სტატუსს კონკრეტულად რომელი სამსახური განსაზღვრავს?

– ეს საკითხიც დამუშავების პროცესშია. ამას სჭირდება ბაზა, დებულება, სტანდარტები.

– რთულ სინამდვილეში რამდენად იმუშავებს სკოლის მხარდამჭერთა კლუბები?

საკმაოდ წარმატებულად. საზოგადოება ამისათვის მზად არის. რამდენიმე ადამიანმა თავის სკოლებს ჩაურიცხა თანხები, სადაც საკმაოდ სოლიდური თანხები შევიდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამას განვითარებისა და სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის გამოიყენებს. ეს თანადგომა სკოლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც უკვე გამოიჩინა გულისხმიერება და საკუთარი სკოლისთვის გარკვეული თანხა გაიღო.

– სკოლას მათგან სოლიდური დახმარება კონკრეტულად ვინ გაუწია?

– მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ, ესეც იმისათვის, რომ სხვებმისათვის მაგალითი იყოს.  სოფელ ორცვაში ლევან თურმანიძემ ახალი სკოლა ააშენა, რომელიც ასევე  კომპიუტერითა და ინვენტარით უზრუნველყო. გავიხსენებ გოჩა აბაშიძეს, რომელმაც სოფელ ძირკვაძეებში, მშობლიური სკოლა კაპიტალურად შეაკეთა.

 



06.05.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი "აჭარა"
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Now that's sbulte! Great to hear from you.
: 20
: 20
: Hey, that's the greeatst! So with ll this brain power AWHFY?
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 9 °C + 10 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.