მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანიის პროექტით აშენდება
  ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, UEFA-ს სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება. სტადიონის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 12,984 მილიონი ლარი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება. პროექტირების დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით გამოვლინდება.    ბათუმის საფეხბურთო სტადიონის უკვე მესამე პროექტის პრეზენტაცია 28 ნოემბერს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება. „ჩვენი გათვლით აპრილის თვეში დაიწყება მშენებლობა და დაახლოებით 2016 წლის ბოლოსთვის სტადიონის საძირკველი უკვე დასრულებული იქნება. სტადიონი დაახლოებით 2018 წლის ბოლოს აშენდება“ - განაცხადა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.    აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით რამდენიმე ტიპის დიზაინით განათდება. შენობა საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.“ ბათუმის საფეხბურთო სტადიონი [მაკეტი]   აჭარის 2016 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შპს „სტადიონის“ საწესდებო კაპიტალი 25 მილიონ ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული კომპანია სამინისტრომ სპეციალურად სტადიონისა და ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის შექმნა [ახალი საავადმყოფო ამჟამინდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე აშენდება]. ახალი კომპანიის შექმნა სამინისტროს მხრიდან სტადიონის პროექტის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ ესპანურ კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტამ განაპირობა. ზემოაღნიშნული კომპანია კი მაშინ ანტიკორუფციული სამსახურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი [მაკეტი]
წყარო: batumelebi.ge
batumelebi.ge
29.11.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 12 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.