მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შსს: ცემის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის საქმეზე ერთი პირი დაკავებულია
  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც ბათუმში პედაგოგი სცემა პოლიციელებმა დღეს,  29 ნოემბერს დააკავეს.    ბრალდებული საკუთარი ნებით გამოცხადდა პოლიციაში თუ მიმალვაში მყოფი იპოვეს? - "ბათუმელების" ამ კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უპასუხეს. ბათუმში, რურუას ქუჩაზე, 44 წლის მამაკაცი ქუჩაში კომატოზურ მდგომარეობაში ნახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. "ბათუმელების" ინფორმაციით, ის ნაცემი იყო. მამაკაცი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში, სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და ბათუმში სტუმრად იმყოფებოდა. ინციდენტი ერთ-ერთ საბანკეტო დარბაზთან ახლოს მოხდა.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის   მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ნიშნავს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
წყარო: batumelebi.ge
batumelebi.ge
30.11.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 12 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.