მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ადვოკატი: დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ისლამურ სახელმწიფოსთნ კავშირს უარყოფენ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” სავარაუდო კავშირში მყოფი 4 ადამიანი დააკავეს. სუს–ში დღეს, 1 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე სუს–ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზროიამ განაცხადა, რომ ჩხრეკის შედეგად, 4 ბინიდან ამოღებულია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო ვაზნები... ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბრალდებული, რომელიც ბათუმში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააპატიმრეს, თავს უდანაუალოდ მიიჩნევს, კატეგორიულად უარყოფს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს და ირწმუნება, რომ საცხოვრებელ სახლში იარაღი მას ჩაუდეს.    დღეს 13 საათზე იმსჯელებს თბლისის საქალაქო სასამართლო ბრალდბეულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და სასამართლო პროცესიც სავარაუდოდ დახურულ სხდომათა დარბაზში გაიმართება.    ერთ-ერთი დაკავებული თემურ ბახუნტარაძის შვილია.    ბათუმის საქალაქო სასამართლომ იუსუფ ლაკიევს, ფირუზ წულუკიძესა და მათთან ერთად დაკავებულ თემურ ბახუნტარაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა უკვე დაასრულა.    სასამართლო პროცესზე თემურ ბახუნტარაძე რელიგიური ნიშნით დევნაზე საუბრობდა.     
წყარო: batumelebi.ge
batumelebi.ge
01.12.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: ¡Pobre Rajoy! A mi en el fondo, muy al fondo, me da pena. Le va a pasar como dice la canción "Y tú que te creías el rey de todo el mundo,... hoy imploras cariño aunque sea por pitodd&quae;.Bicos
ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 16 °C
ღამით + 5 °C + 7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.