მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
BIAFF 2013 - „მუსიკალური ფილმები” ბათუმის კინოფესტივალზე

19 ივნისს, 16.00 სთ.-ზე ქ. ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" მედიის და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაგეგმილი მუსიკალური ფილმების და ამ ფილმების პროდიუსერების/რეჟისორების შესახებ ინფორმირება.

პრეზენტაციას ესწრებოდა ბათუმის კინოფესტივალის მენეჯმენტი და რეჟისორი/მუსიკალური პროდიუსერი რუსეთიდან - ევგენი გორინი.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:

- ბათუმის კინოფესტივალზე დაგეგმილი მუსიკალური ფილმების ანონსი - ბათუმის კინოფესტივალზე დაგეგმილია რამდენიმე მუსიკალური დოკუმენტური ფილმის ჩვენება ცალკე სექციის სახით „მუსიკალური ფილმები". უკვე შერჩეულია 3-4 ფილმი რაც იქნება ნაჩვენები

- ფესტივალის სპეციალური სტუმარი იქნება Joe Boyd - ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის PINK FLOYD პირველი სინგლების პროდიუსერი. ლეგენდარული კლუბის UFO CLUB (ლონდონის ფსიქოდელიური ანდეგრაუნდის ცნობილი კლუბი) დამაარსებელი და მენეჯერი. ამ კლუბში უკრავდენ 60-იანების ცნობილი როკ-მუსიკოსები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია:

o მასტერკლასი - Joe Boyd ისაუბრებს 60-70-იანი წლების ლონდონის მუსიკალური ანდეგრაუნდის, ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმების და მუსიკალური ჯგუფების შესახებ, რომლებთანაც ის მუშაობდა (Pink Floyd, Jimi Hendrix, Fairport Convention, Soft Machine), ასევე პრაქტიკული რჩევები ადგილობრივი მუსიკოსებისთვის. მასტერკლასი იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიება როგორც კინომოყვარულებისთვის ისე მუსიკოსებისთვისაც.
o დოკუმენტური მუსიკალური ფილმების ჩვენება - jimi Hendirx Doc, Tonight Let's make Love in London" - Pink Floyd-ის საკონცერტო გამოსვლის უნიკალური კადრები კლუბ „UFO"-ში


- ევგენი გორინის ახალი ფილმის „მუსიკის მასწავლებლის სიზმრების" პრეზენტაცია - რომლის ნაწილიც აჭარაში იქნა გადაღებული 2012 წ. ზაფხულში და ცნობილი ქართული ბენდის „ინსაიტის" გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი მონაწილეობდა. ევგენი გორინმა წარადგინა ფილმის ტრეილერი, ინფორმაცია ფიმლის კონცეფციის შესახებ და ისაუბრა გადაღების პროცესზე. აღნიშნული ფიმლის პრემიერა დაგეგმილია ბათუმის კინოფესტივალზე სექტემებრში.


ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2013 წლის 15-22 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი",
კინოფესტივალის მხარდამჭერები - პოლონეთის ფილმების ინსტიტუტი, British Council, სასტუმრო „რჩეული ვილა", "ჰოსტელი ანრი", „HQ პროპაგანდა", „პერიტუს გრუპი", კავკასიის უნივერსიტეტი, „სინგულარ ჯგუფი", ტურკომპანია „ვონდერლენდი", კინოთეატრი „აპოლო", „ივერია ბიჩ კაფე" (ბათუმი)
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, პალიტრა მედია, აჭარის ტელევიზია, არტარეა (Artarea TV), პალიტრა ტვ, ჟურნალი „რეიტინგი", „ბომონდი", „თბილისი OUT" გაზეთი - „ჯორჯია თუდეი", ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - „ინტერპრესნიუსი" (www.ipn.ge), newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com)

საკონტაქტო ინფორმაცია - ტელ: 599-482181, marketing@biaff.org

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi



20.06.2013
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ბათუმი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 24 °C
ღამით + 9 °C + 10 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.