მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.04.20    მილიონები "ნაციონალურ"ყულაბაში შემოწირულობების ხარჯზე
"ახალი გაზეთი". ქუთაისის თვითმმართველობას რამდენიმე ფავორიტი კერძო კომპანია ჰყავს. სწორედ ეს ფირმები იღებენ ბიუჯეტიდან მილიონებს, სანაცვლოდ კი აღნიშნული კომპანიები სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ფონდებს აფინანსებენ. არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც სახელმწიფო დაკვეთებს ის ფირმები ახორციელებენ, რომელთა მფლობელებადაც ქუთაისის საკრებულოს წევრები გვევლინებიან. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩვენ გიამბობთ, თუ რამდენად კანონიერი გზით იხარჯება საბიუჯეტო სახსრები და რის ფასად ახერხებენ კერძო ფირმები საბიუჯეტო შეკვეთების მიღებას ქუთაისში.
2009.12.30    ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დეტალები
„ახალი გაზეთი“ მთელი გასული კვირის მანძილზე იკვლევდა, თუ რა მოხდა 19 დეკემბერს ქუთაისში? რატომ დასრულდა მსხვერპლით ქუთაისში „დიდების მემორიალის“ დემონტაჟი? ვინ იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე? რატომ და ვისი ბრძანებით დაჩქარდა ძეგლის აფეთქება? რა რეაგირება მოჰყვა ხელისუფლებისა და გამოძიების მხრიდან მომხდარ ფაქტს? ამ საკითხებზე პასუხები ნახეთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილში:
2009.11.24    საკრებულოს ყოფილ წევრს თაღლითობაში დებენ ბრალს
"ახალი გაზეთის" #31-ში გამოქვეყნდა სტატია ალეკო ბაძგარაძის კორუფციულ გარიგებებში თანამონაწილეობის თაობაზე. სტატიაში სათაურით: "კორუფციული გარიგებები სატრანსპორტო მონოპოლიის მოსაპოვებლად", ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის სფეროში ბაძგარაძის არაოფიციალურ წილებზეა საუბარი.
2009.09.20    მშენებლობით უკმაყოფილო დევნილები
"ახალი გაზეთი". ფოთში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან გარემონტებული საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემას ელიან. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს კომპაქტური ჩასახლების ობიექტების რეაბილიტაციისა და დევნილებისთვის სიმბოლურ ფასად (ოჯახზე - 1 ლარად) გადაცემის პროცესი.
2009.09.17    ქართველი მიგრანტები ჩეხეთსა და ჩეხეთის გავლით
"ახალი გაზეთი" . აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მიგრანტების დონის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით ჩეხეთის რესპუბლიკა გამოირჩევა. ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღესდღეობით იქ დაახლოებით ნახევარი მილიონი მიგრანტი ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეების წილი მათ შორის არც ისე დიდია...
2009.09.11    სააკაშვილის პირობა და რეალობა
პრეზიდენტის დაპირების თანახმად, მომავალი წლიდან ქუთაისელები 24-საათიან წყლით მომარაგებას ელიან. ამისათვის 20 მილიონი დოლარიც გამოიყო და უკვე სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა, როგორც ირკვევა, პრეზიდენტის ამ დაპირებას შესრულება არ უწერია.
2009.07.13    მილიონები საეჭვო ხარისხის მშენებლობებში
საქართველოს მთავრობამ 2009 წელი "ძველი დევნილების" წლად გამოაცხადა. გაუსაძლის პირობებში თხუთმეტწლიანი ცხოვრების შემდეგ, 1993 წლის ომის შედეგად დევნილებმა, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები უნდა მიიღონ საკუთრებაში. ასეთია ხელისუფლების პირობა, რომელსაც იგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული ფულადი დახმარებით ახორციელებს.
2009.05.13    ხელისუფლების ლოგიკა
ეს ამინდები, რავარც იქნა, გამევიდა და აწი რეაბილიტაციის პროექტის მეორე განყოფილებაც ქე უნდა დეიწყოს. გევიარე გუშინ ქალაქში, თვალს წყალი დავალევიე. განსაკუთრებით ამ მერიის წინ მიყვარს გავლა-გამოვლა. ზოგი გულმოსული კაცი გამოვა, ზოგიც კმაყოფილი და, კი იცით, თქვენ რაფერ მიყვარს მე ადამიანი გულს რო გადამიშლის.
2009.05.01    ნალიმონათარი ზეთის ბოთლები
დედაია, რა ნახა აგი ჩემმა დაფსებულმა თვალებმა! გუშღამ ჩემი ბინის წინ, სანაგვეში, ვინცხა ნორმალურად ჩაცმულ-დახურული ქალი არ იქექებოდა? მე ვთქვი, ჩოუვარდა, ალბათ, ამ გაჭირვებულს შით რაცხა, ან რამე გააყოლა ნაგავს-თქვა.
2009.03.25    თებერვალი მოკლეა და ჩემი ჯიბე - გრძელი, ხო?
შემიკლა ჩემმა ოჯახობამ ხელში: კაცო, ქაიხოსრო, ნუ ტოვებ ანთებულ შუქს შემოსასვლელში, სტუმრები რო მოვლიან, მაშინ ავანთოთო. არც მაცივარს მართვევიებს - ჯერემ ადრეა მაინც და, პატარა, შუქის ეკონომიას ქე
2009.03.23    საბერძნეთში "გადაპარვის" ბიზნესი
"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" ინფორმაციით, საქართველოში მიგრაციის მაღალ დონეს უმუშევრობა და მძიმე ეკონომიკური სიტუაცია განაპირობებს. სამუშაოს საძებნელად საქართველოს მოქალაქეები ხშირად...
2009.03.17    „ნატვრის ხე“ თამარ მეფის ქუჩაზე
მოვსეირნობ ამასწინათ თამარ მეფის ქუჩაზე. ამინდები გამევიდა და რაღა გამაჩერებს სახლში, პატარა ჰაერი თუ არ ჩავყლაპე. ჰოდა, იმას გეუბნებოდით, მოვსეირნობ თამარ მეფის ქუჩაზე და გულს ახარებს ამდენი ახალგაზრდების ცქერა. არა, არ თქვას ვინმემ, საქართველოში ლამაზი გოგოები არ არიანო. პირდაპირ გულს უხაროდა ამ ქუჩაზე გასეირნება... მარა, ვაი დედა, მე იქ სანახაობა ვნახე!
2009.03.12    ბობოხიძის ბიუროს 40 ათასლარიანი კეთილდღეობა
ქუთაისის ბიუჯეტს მაჟორიტარი დეპუტატის - კაკო ბობოხიძის ბიუროს შენახვა გაუძვირდა, თანაც 10000 ლარით და ის 2009 წელს 40000 ლარი ჯდება! მატება კადრებშიცაა.
2009.03.03    არ დაიკოლთ პრემიები, ჩინოვნიკებო!
ქუთაისის თვითმმართველობაში სოლიდურ პრემიებს 2009-შიც ვერ შეელივნენ. საჯარო მოხელეთა 2009 წლის პრემიალური ანაზღაურებისათვის გამოყოფილი თანხა ქალაქის ჯანდაცვის 546 000-ლარიან პაკეტს 100 000 ლარით სჭარბობს.
2009.02.26    ნაპოვნია რადიაციული ნივთიერება
რამდენიმე დღის წინ ქუთაისი-სამტრედიის გზის მარცხენა დასახლებაზე (კოპიტნარის ტერიტორია) რადიაციული ნივთიერება ცეზიუმი აღმოაჩინეს. გზად მიმავალმა ფოთის საბაჟოს თანამშრომლებმა, რომლებიც სპეციალური პორტატული პეიჯერებით იყვნენ...
<<  12 >>
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 18 °C + 14 °C
ღამით + 6 °C + 8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.