მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2010.03.23    "ნაწილი ჩემი პროფესიული საქმიანობისა მართლაც კრიზისების მართვას ეძღვნებოდა"
გასულ კვირას ქუთაისს აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეწვია. 17 მარტს ჯონ ბასი რადიო "ძველი ქალაქისა" და "ახალი გაზეთის" ჟურნალისტებს შეხვდა და მათთან მედიაში არსებული პრობლემების თაობაზე ისაუბრა. ამის შემდეგ მან ამავე მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელსაც აქვე გთავაზობთ. ინტერვიუს უძღვებოდნენ ირაკლი მაჩიტიძე (რადიო "ძველი ქალაქი") და მაია მეცხვარიშვილი ("ახალი გაზეთი"):
2010.03.19    ბაადურ სამადაშვილი: "კლასიკა რჩეულთა ხვედრია"
ბატონი ბაადურ სამადაშვილი ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია. უკვე ორი წელია, რაც ქუთაისში მოღვაწეობს. როგორც თავად ამბობს, ამ ქალაქში მუშაობა მისთვის ძალიან საინტერესოა. სურს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ქართული კლასიკური მუსიკის დაცვასა და აღორძინებაში ამ დიდი მუსიკალური ტრადიციის მქონე ქალაქში. "ახალი გაზეთის" რუბრიკის სტუმარი ამჯერად სწორედ დირიჟორი ბაადურ სამადაშვილია.
2010.03.05    "თეატრმა ყველაფერი მომცა"
"ახალი გაზეთი". სულ ახლახანს ლადო მესხიშვილის თეატრის წინ მსახიობ ანზორ ხერხაძის ვარსკვლავი გაიხსნა. უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც ის სცენაზე დგას. ამ ხნის მანძილზე 218 როლი შექმნა და მოირგო. 218-ჯერ აქვს განცდილი გმირის ტკივილი, სიხარული. თავს იღბლიან ადამიანად თვლის, რადგან თეატრმა მას ყველაფერი მისცა: უამრავი წარმატებული როლი და რაც მთავარია, ხალხის სიყვარული და პატივისცემა. ჩვენს რუბრიკაში ამჯერად მსახიობ ანზორ ხერხაძეს წარმოგიდგენთ.
2010.02.06    "გეცვას ქართული ჩოხა, დიდი პასუხისმგებლობაა"
"ახალი გაზეთი". შოთიკო ჯიშკარიანი ქუთაისის ფოლკლორის სასახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია. ცეკვა პატარაობიდანვე დაიწყო და მას შემდეგ მუდამ სცენაზეა. იგი "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავეა. მრავალ ქვეყანაში უმუშავია, სხვადასხვა პროექტში მიუღია მონაწილეობა. მოცეკვავე შოთიკო ჯიშკარიანი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.
2010.02.01    "ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი კამერის გარეშე"
"ახალი გაზეთი". მისი ობიექტივიდან დანახულ ამბებს უკვე 40 წელია ეცნობა სრულიად საქართველოს მოსახლეობა. რეზო ბუხსიანიძემ კამერა პირველად 1971 წელს აიღო ხელში და მას შემდეგ ის მის განუყოფელ ნაწილად იქცა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორი რეზო ბუხსიანიძე ჩვენი რუბრიკის - "სახეების" სტუმარია.
2009.12.10    ,,ჩემი ცხოვრება თეატრით იწყება"
რეჟისორი კახა გოგოლაშვილი რამდენიმე წელია, ლადო მესხიშვილის თეატრში მოღვაწეობს. პარალელურად, თოჯინების თეატრთან თანამშრომლობს. თეატრს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. ყოველთვის შემოქმედებით პროცესშია, მნიშვნელობა არ აქვს - დგამს თუ არა სპექტაკლს. ჩვენს რუბრიკაში ,,სახეები" რეჟისორ კახა გოგოლაშვილს წარმოგიდგენთ.
2009.11.24    "ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება"
"ახალი გაზეთი". მსახიობი კახა შარტავა რამდენიმე წელია ლადო მესხიშვილის თეატრთან თანამშრომლობს. ამას გარდა, იგი ქორეოგრაფიაშიც მოღვაწეობს. მისთვის სცენა ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ კომფორტს გრძნობს, ემოციას სცენაზე ღვრის. კახა შარტავა ფოტოხელოვნებითაცაა გატაცებული. იღებს ყველაფერს, რაც მოსწონს. ჩვენს რუბრიკაში - "სახეები" წარმოგიდგენთ მსახიობ კახა შარტავას.
2009.11.15    "მსახიობმა როლზე უარი არასოდეს უნდა თქვას"
"ახალი გაზეთი". აბელ სოსელია ახალგაზრდა მსახიობია. მას მრავალ ამპლუაში იცნობს ლადო მესხიშვილის თეატრის მაყურებელი. იგი იმავდროულად თოჯინების თეატრში მოღვაწეობს. ჩვენს რუბრიკაში - "სახეები" ამჯერად სწორედ მას წარმოგიდგენთ. - მე წარმოშობით ვანიდან ვარ, ბავშვობის წლები იქ მაქვს გატარებული. უკვე სკოლის ასაკიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული თეატრალურ ცხოვრებაში.
2009.11.12    "პოპულარობას პლიუსებიც აქვს და მინუსებიც"
"ახალი გაზეთი". ნიკა არაბიძე ფართო საზოგადოებამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის იუმორისტული გადაცემებიდან გაიცნო, თუმცა მისი კარიერა ამ სფეროში გაცილებით ადრეული პერიოდიდან იწყება, როცა ის ქუთაისში, ჯერ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის შეჯიბრებში მონაწილეობდა, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდის წევრი, ხოლო შემდეგ `"იკასოს ბიჭებში" გადაინაცვლა.
2009.10.28    "ჯობია შენით წააგო, ვიდრე სხვისი დახმარებით მოიგო"
"ახალი გაზეთი". სერგო თევდორაძე ინტელექტუალურ თამაშებში ბავშვობიდან მონაწილეობს. იგი ფართო საზოგადოებამ ცნობილი სატელევიზიო ინტელექტუალური გადაცემით - "რა? სად? როდის?" - გაიცნო. 29 წლის მოაზროვნე ქუთაისელია, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი გახლავთ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტში მუშაობს. სტუდენტებს გამოყენებით მექანიკას ასწავლის.
2009.10.10    "ძალიან იღბლიანი ვარ"
სცენაზე ცოტა მოგვიანებით დადგა. ბავშვობის ოცნება, როგორც იქნა, აისრულა და მრავალი სახასიათო პერსონაჟი შექმნა. ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი მაგდა გერაძე ბედნიერია, როცა მის მიერ სცენაზე ნათქვამ ფრაზებს ქუჩაში შემთხვევით გაიგონებს ხოლმე, ე.ი. მაყურებელს ახსოვს და უყვარს. ცდილობს, რაც შეიძლება მაქსიმალურად იმუშაოს საკუთარ თავზე, ბოლომდე დაიხარჯოს, რომ შესრულებული როლით მაყურებელს სიამოვნება მიანიჭოს. ჩვენს რუბრიკაში "`სახეები" სწორედ მსახიობ მაგდა გერაძეს წარმოგიდგენთ.
2009.10.05    კვირის ყველაზე პოპულარული ქუთაისელი
უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ქუთაისელი ზვიად ამყოლაძე საქართველოში ყველაზე პოპულარული ადამიანია. ამ ხნის მანძილზე მისი ვიდეო, სახელწოდებით - "დნნ დშნ" 120 ათასამდე ქართველმა ინტერნეტ-მომხმარებელმა ნახა, რითაც 2-ჯერ გადაუსწრო ამ კუთხით აქამდე ყოფილ რეკორდსმენ კოხორას.
2009.10.05    მუნიციპალური განვითარების ფონდის ხარვეზებიანი პროექტები
ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობისა და დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროექტებს. აღნიშნულ პროექტებს "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" ახორციელებს, რომელიც თავის მხრივ ანგარიშვალდებულია ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე.
2009.09.26    "იუმორი ცხოვრებაშიც მართობს და მახალისებს"
რამდენიმე წლის წინ ქუთაისში სატირისა და იუმორის თეატრი დაარსდა. აღნიშნული თეატრის მსახიობები საქართველოს სხვადასხა ქალაქში ანშლაგით მართავდნენ წარმოდგენებს. დღეს, სამწუხაროდ, სატირისა და იუმორის თეატრში მუშაობა შეჩერებულია: თეატრი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამის მიზეზი კი უსახსრობაა. მსახიობი გიზო კაკაურიძე ამ თეატრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახლდათ.
2009.09.22    თარგმანში „დაკარგული"
[ „P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“) ] ბიკენტი ტურაბელიძემ, როგორც ადამიანმა, ჩვეულებრივი ცხოვრება განვლო, როგორც შემოქმედმა კი თავისი წილი შემოქმედებითი სული სხვათა პოეზიაში გადაანაწილა. უკვე თორმეტი წელია, ქართული პოეზიის შედევრებს რუსულ ენაზე თარგმნის. დღეს აღიარებენ, რომ მისი თარგმანები ხშირად დედნის ტოლფასია, მხატვრულადაც და შემოქმედებითადაც. ყველაფერი კი მის ცხოვრებაში მაინც მათემატიკით დაიწყო.
<<  123 >>
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 18 °C + 14 °C
ღამით + 6 °C + 8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.