მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2012.04.09    საუკუნე და კიდევ 8 წელი...
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ამბობენ, ქალს ასაკს არ ეკითხებიანო, მაგრამ, როცა ქალბატონ მერის შესახებ გავიგე, ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავდა, ან როგორ არ დავინტერესდებოდი, როცა ქალბატონი საუკუნეს და 8 წელს ითვლის.
2010.10.25    ჩუმად დანიშნული სკოლის დირექტორი
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები ზოგ შემთხვევაში მწვავედ აღიქმება საზოგადოებაში, განსაკუთრებით - იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ. სკოლების რეორგანიზაცია მიერთების გზით - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია. მცირეკონტიგენტიან სკოლებს უსახსრობის გამო არსებობის საშუალება არ აქვთ. ამიტომ მათ აუქმებენ და სხვა სკოლებს უერთებენ.
2010.03.29    პატიმრების წამება გეგუთის ციხეში წესად იქცა
"ახალი გაზეთი". გეგუთის #8 საპყრობილეში პატიმართა მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გასულ კვირას პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაახმაურა. მანამდე კი, ამავე დაწესებულებაში ანალოგიური ფაქტების თაობაზე ადვოკატებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია. უფრო მეტიც, გეგუთის #8 საპყრობილეში ბოლო ორი თვის განმავლობაში სამი პატიმარი გარდაიცვალა. არაოფიციალური ვერსიით, სამივე ფაქტი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრებზე განხორციელებულ ძალადობას უკავშირდება.
2010.03.10    სასამართლომ "პატრიოტების" ავტობუსის მძღოლი დამნაშავედ ცნო
"ახალი გაზეთი". 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით - ასეთი სასჯელი დააკისრა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ავტობუსის მძღოლს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც "პატრიოტთა ბანაკის" მონაწილე სამი ახალგაზრდა იმსხვერპლა. საქმე ეხება გასული წლის 13 ივლისს ნაქერალას უღელტეხილზე მომხდარ ავტოავარიას, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ორი ახალგაზრდა - დავით პირველი და ნათია ჩხაიძე; ხატია კავთუაშვილი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა მიყენებული ტრავმების შედეგად.
2010.03.05    ადვოკატმა შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს
"ახალი გაზეთი". ქუთაისელი ადვოკატის ლედი ტუკვაძის კუთვნილი ავტომანქანის აფეთქების თაობაზე მოკვლევას შსს ქუთაისის სამმართველოს პირველი რაიონული განყოფილება აწარმოებს, თუმცა გამოძიებას ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ გამოუვლენია. ტუკვაძის კუთვნილი "BMW"-ს მარკის ავტომანქანა ქუთაისში, 18 თებერვალს, ღამის 4 საათზე, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში - აღმაშენებლის გამზირზე ააფეთქეს.
2009.12.20    მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ფონზე
"ახალი გაზეთი". გასულ კვირას ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის საქმე განიხილა. მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ქალბატონს სააპელაციო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მკვლელობა 2009 წლის 5 მაისს მარტვილის რაიონში მოხდა: 40 წლის ლელა ღურჭუმელიამ საკუთარი ტყუპისცალი - ლევან ღურჭუმელია მოკლა დანით.
2009.11.15    ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
"ახალი გაზეთი". ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ლევან თევზაძემ ამ პოსტზე ლაშა ქოჩიაშვილი შეცვალა. ამ უკანაკსნელმა კი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 30 წლის ლევან თევზაძეს მოსამართლეობის ორწლიანი გამოცდილება აქვს.
2009.11.15    ყოფილმა თანამშრომელმა მერიას სასამართლო პროცესი მოუგო
"ახალი გაზეთი". ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი თანამშრომლის სვეტლანა ზაქარაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. საქმე დაიწყო ყოფილი მერის- ნიკო კაჭკაჭიშვილის მიერ გამოცემული 2007 წლის 20 აპრილის ბრძანების გასაჩივრებით, რის საფუძველზეც სვეტლანა ზაქარაშვილი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველზე ყოფილმა მერმა უმოტივაციოდ გაათავისუფლა.
2009.11.12    შვილმკვდარი მამა შსს-ს შენობასთან თავის დაწვით იმუქრება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწაბოგირას მცხოვრები ზაურ გეგეშიძე საჯაროდ თავის დაწვით იმუქრება. საქმე ის არის, რომ 5 წლის წინ გეგეშიძის 35 წლის შვილი - თამაზ გეგეშიძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. დანაშაული ამ დრომდე გამოუძიებელია. მკვლელობა საღამოს საათებში, მეზობლის - თემურ ახობაძის საცხოვრებელ სახლთან მოხდა...
2009.09.30    როგორ ძარცვავს სემეკი ქუთაისელებს
[გაზეთი „P.S." („პოსტსკრიპტუმი")] ქუთაისში იმატა დაჯარიმებულმა აბონენტებმა და მათმა უკმაყოფი­ლებამ. ქუ­თა­ის­ში იმა­ტა დაჯარი­მებულ­მააბონენ­ტებმა და მათ­მა უკ­მაყოფი­ლებამ. ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სახადის ერ­თი დღის დაგ­ვი­ა­ნების შემთხვე­ვა­შიცკი „ენერ­გო-პრო" სე­მე­კის გა­დაწყვე­ტი­ლებისსა­ფუძ­ველ­ზე მომხმა­რებელს დე­პო­ზიტ­ზე თანხასარიცხავს.
2009.09.30    45000 ლარი - სოციალური აგენტის თავისუფლებისთვის
[გაზეთი „P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“) ] სახელმწიფოს 80 000 ლარამდე ზარალი მიაყენეს. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოსწყალ­ტუბოს რა­ი­ო­ნუ­ლი განყოფი­ლების ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი დათხოვ­ნი­ლია. გა­თა­ვი­სუფ­ლებულიცხრა თა­ნამ­შრომ­ლი­დან ერთ-ერ­თის, სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტის - ლე­ლა მე­ლა­ძისმი­მართ აღ­ძრუ­ლია სისხლის სა­მარ­თლის საქ­მე. მან სახელ­მწი­ფოს თით­ქმის 80 000 ლა­რის ზა­რა­ლი მიაყენა.
2009.09.26    მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა?
"ახალი გაზეთი". გასულ კვირას, ტრაგედია მოხდა ტყიბულის რაიონის სოფელ ჯონიაში. 78 წლის, აფხაზეთიდან დევნილი ალექსანდრე ლომთაძე საკუთარ სახლში დამწვარი იპოვეს. პოლიციამ საქმეს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მისცა. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ოჯახის უფროსი ჯერ აწამეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდეს და გადაწვეს.
2009.09.22    ავტოქარხნის დასახლების „ბოსმა" მოქალაქე სცემა
[ „P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“) ] ქუთაისის ავტოქარხნის მართვის ტერიტორიული ორგანოს თავმჯდომარე კახა ხვარეშია მოქალაქისათვის მიყენებული ტრავმის გამო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. ხვარეშია მეზობლის, ნარგიზა ნემსაძის მიმართ გინებას და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ დასჯერდა და ქალბატონს რკინის ბოძზე მიარტყმევინა თავი.
2009.09.14    რას ფიქრობენ ქუთაისელი ჩინოვნიკები ერთმანეთზე?
ვინ პირველობს საკრებულოსა და მერიაში?
2009.09.14    ჩვენ გაეროს ასამბლეამ დაგვიჭირა მხარი, რუსეთს - უგო ჩავესმა
[ გაზეთი „P.S." ( „პოსტსკრიპტუმი") ]. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუცია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილების მდგომარეობას შეეხება და საქართველოს ხელისუფლებამ მისი მიღება მორიგ დიპლომატიურ წარმატებად მონათლა.
<<  12345678910 >>
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 30 °C
ღამით + 22 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.