მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მანქანა - არა, ანაბარი - არა!
ტყიბულის გამგებელი ფუფუნებაში არ ცხოვრობს

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან დოხნაძემ ქონებრივი დეკლარაცია ამ რანგში 2009 წელს მესამედ შეავსო.

მის დეკლარაციაში, სხვა გამგებლებისაგან განსხვავებით, სამნიშნა ან ოთხნიშნა ანაბარი ვერ ამოვიკითხეთ.

რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეთა მრავალსახლიანობის ტრადიციას, ლევან დოხნაძის შემთხვევაში ეს საკითხი ასეა გადაწყვეტილი: საცხოვრებელი სახლი ეზოთი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში. სახლი გამგებლის მამის - იუზა დოხნაძის სახელზეა გაფორმებული და ის დეკლარანტმა 8000 ლარად შეაფასა. მომდევნო სახლი ეზოთი დოხნაძეებს დაბა ბაკურიანში აქვთ და გამგებლის სახელზეა გაფორმებული. ლევან დოხნაძე დეკლარაციაში მიუთითებს, რომ სახლი მან ანდერძით მიიღო და 12000 ლარად შეფასდა.

უფრო იაფად-7000 ლარადაა შეფასებული საცხოვრებელი სახლი ტყიბულში და ისიც გამგებლის მამის სახელზეა გაფორმებული.

ლევან დოხნაძის დეკლარაციაში ცარიელია გრაფები: ფასიანი ქაღალდების სახეობა, ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ამავე ფასიანი ქაღალდების ნომინალი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დეკლარაციის მიხედვით, არც ბიზნეს-ინტერესები უნდა ჰქონდეს, რადგან საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის გრაფაც გადახაზული აქვს.

დოხნაძეების ოჯახში არც ისეთი ნივთი მოიპოვება, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში შეიძინა ოჯახმა და მისი ღირებულება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას აღემატება.

რაც შეეხება დოხნაძეების ოჯახურ შემოსავლებს, ლევან დოხნაძის მამა ტყიბულის საქალაქო კულტურის ცენტრში მთავარი რეჟოსორია და მისი სამუშაოს შესრულებით მიღებული წლიური შემოსავალი 1023 ლარს არ აღემატება, ხოლო გამგებლის დედა თინა დოხნაძე ტყიბულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს აფთიაქის გამგის მოადგილეა და მის წლიურ შემოსავლად 1200 ლარი სახელდება. თავად გამგებლის წლიური ხელფასი 23000 ლარია.

2008 წლისათვის ლევან დოხნაძეს         „სახალხო ბანკის" სახელფასო ბარათზე 20272 ლარი ჰქონდა, იუზა დოხნაძეს- 962, ხოლო თინა დოხნაძეს - 880 ლარი.

დეკლარაციიდან ისიც ირკვევა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს 500 ლარზე ძვირიანი საჩუქარი არავისგან მიუღია.

დოხნაძეების ოჯახში, დეკლარაციის მიხედვით, ხელფასის გარდა სხვა ალტერნატიული შემოსავლები არ არის, ამიტომაც კიდევ ერთი გრაფა რჩება ცარიელი - „თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა აღემატება საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობას, ამ დეკლარაციის ფურცლებზე ასახული შემოსავლების ან გასავლების გარდა."

გამგებელს არც საკუთარი ავტომანქანა ჰყავს.

აღნიშნული უძრავ-მოძრავი ქონება გამგებელს 2008 წლის მდგომარეობით ჰქონდა. იმის გასარკვევად, რა შეიცვალა მის ქონებაში მას შემდეგ, რაც კრიზისული 2009-2010 წელი ჩამოდგა, თავად ლევან დოხნაძეს დავუკავშირდით, რადგანაც 2009 წლის დეკლარაციები გამგებლებმა ცოტა ხნის წინ შეავსეს.

„წლევანდელ დეკლარაციაში არაფერი შეცლილა, არც ანაბარი გამიხსნია, არც არაფერი შემიძენია და არც ბიზნესი წამომიწყია, ამიტომაც შარშანდელი დეკლარაცია წელს უბრალოდ გადმოვწერე. როცა ნახავთ ჩემს დეკლარაციას, მიხვდებით, რომ კორუფციასთან საერთო არაფერი მაქვს," - გვეუბნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ის ამბობს, რომ მისი ხელფასი 2100 ლარია და მათ ოჯახს ეს შემოსავალი აკმაყოფილებს, ხოლო ფუუნებას კი ისინი არ მისდევენ.

ასე, რომ სამწლიან დინამიკაში ტყიბულის მუნიპალიტეტის გამგებლის ქონებრივი დეკლარაციის გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ მასში ღირსშესანიშნავი ცვლილებები არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, აქამდე მაინც.

 

 


ნინო ჯანელიძე
10.06.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: You put the lime in the coconut and drink the aritcle up.
: Mighty usuefl. Make no mistake, I appreciate it.
: I think you hit a bullseye there fealls!
: 20
: There's nothing like the rlieef of finding what you're looking for.
: Real brain power on display. Thanks for that asnwer!
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 24 °C
ღამით + 14 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.