მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
უნივერსიტეტის პროფესურა ლალიაშვილის წინააღმდეგ

ქუთაისში პარლამენტის გადმოტანის იდეა უკვე შეფასდა ნაჩქარევ და იმპულსურ გადაწყვეტილებად. თუმცა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესურა პარლამენტარის, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრის, ნიკა ლალიაშვილის განცხადებამ გააღიზიანა ყველაზე მეტად. ახლა მას ქუთაისში ოპონენტები მოუმრავლდნენ.

„რუსთაველის პროსპექტიდან „საღორიაზე" პარლამენტის გადატანა უგუნური ქმედებაა" - ლალიაშვილის ამ განცხადებაში პროფესურამ ძალზე ირონიული ქვეტექსტი ამოიკითხა, ამიტომაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, გიორგი თარგამაძეს ღია წერილს უგზავნის.

პროფესორები წერენ, რომ ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა იმდენად მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია, რომ ამასთან დაკავშირებით სავსებით ბუნებრივად შეიძლება ჩაითვალოს განსხვავებული მოსაზრებები. თუმცა ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ ამ საქმის აღსრულებით ქვეყანა მოიგებს.  

იქვე აღნიშნავენ, რომ ამ საკითხის ღრმა და საფუძვლიანი განხილვა უნდა მოხდეს.

„ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით თავისი არაკორექტული გამოსვლით დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა არამარტო ქუთაისსა და თქვენს პარტიას მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ მთელ ქართველ საზოგადოებასაც. ჩვენი გულისწყრომის საფუძველი ამ შემთხვევაში ის კი არ არის, ზემოთ აღნიშნული მოვლენის შესახებ მას პრინციპულად განსხვავებული აზრი რომ აქვს, არმედ ის, რომ თავისი თვალსაზრისის „დასამტკიცებლად" მას ასეთი „მყარი არგუმენტი" მოაქვს - „რუსთაველის პროსპექტიდან „საღორიაზე" პარლამენტის გადატანა უგუნური ქმედებაა."

ძალზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თავისი ამგვარი განცხადებით ბატონმა პარლამენტარმა საქართველოს ისტორიის ყველაზე ბრწყინვალე პერიოდში მის სატახტო ქალაქად დამკვიდრებული დავით აღმაშენებლის ქუთაისი „საღორიასთან" გააიგივა".

 განცხადებას უნივერსიტეტის პროფესორები აწერენ ხელს: ზაზა სოხაძე, გიორგი ონიანი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ზაალ ლილუაშვილი, ბენია თხილავა, ომარ ზივზივაძე.

უკმაყოფილებას თავად  ხმაურიანი განცხადების ავტორიც გამოთქვამს, ოღონდ იმის გამო, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა კონტექსტიდან ამოვარდნილად გაშუქდა.

გაზეთი „P.S." ნიკა ლალიაშვილსაც დაუკავშირდა და განცხადების განმარტებაც მოისმინა:

„ჩემი განცხადება არასწორად გაიგეს, არადა პარლამენტის სხდომაზე მე ვთქვი, რომ იმ დღეს უფრო მნიშვნელოვანი იყო ახალი ომბუდსმენის კანდიდატურის განხილვა, ვიდრე იმაზე მსჯელობა, რომელ ქუჩაზე იქნება პარლამენტი, ეს იდეა აბსოლუტურად გაუთვლელი და ნაჩქარევია, ისევე, როგორც ამ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული სხვა გრანდიოზული პროექტები," - აღნიშნავს პარლამენტარი და საუბარს ანალოგიურ წარუმატებელ პროექტებზე განაგრძობს. „საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანამ ბათუმს ნამდვილად არაფერი მოუტანა, სამაგიეროდ კი თბილისს დააკლდა. ასევე არაფერი მოუტანა ქუთაისს სემეკის გადატანამ, ასეთი იმპულსური განცხადებები - აქ ავაშენებ, მე ამიდან გავაკეთებ... მართლა გაუგებარია, რატომ კეთდება, გაუგებარია ისიც,150 კაცის სეირნობაში თბილისსა და ქუთაისს შორის რატომ უნდა დაიხარჯოს ფული. ამის არც თანხებია, მგონი, ახლა საკმარისი ქვეყანაში."

ქრისტიან-დემოკრატების შემხვედრი წინადადება ორპალატიანი პარლამენტია.

პარლამენტის გადმოტანის ყველაზე აჩქარებული ინიციატივა - დღენახევარში შეგროვებული 30 000 ხელმოწერით - საყოველთაო მსჯელობის საგანი ჯერ არ გამხდარა. თუმცა ყველაზე ხშირად ამ ინიციატივას უფრო პიარის ჟანრს აკუთვნებენ...

მით უფრო მაშინ, როცა პარლამენტის ნაწილობრივი გადმოტანაა დაგეგემილი, - ქუთაისში მხოლოდ პლენარული სხდომები გაიმართება და აქ ვიცე-სპიკერი გადმოვა, ხოლო კომიტეტი და თავად თავმჯდომარე კი ისევ თბილისში დარჩება.


ნინო ჯანელიძე
07.09.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Using the swiftly scaling price of motor vehicle insurance, uninsured motorists are getting to be a growing threat about the main roads. That is the reason why the uninsured and cover driver protection in your automobile insurance policy is really essential. If you should be hurt by anyone that does not have any auto insurance policy or is uninsured you are protected by QuotesChimp.
: Calling all cars, we're all cars, a calling ready cheap life insurance quotes for seniors bestlifeinsurpolicy.com life insurance deductible tax to child health insurance comparehealthinsur.com southern health insurance make online order levitra heliomeds.com discount levitra deal.
: Umm, are you really just giving this info out for nothgni?
: Noithng I could say would give you undue credit for this story.
: So much info in so few words. Toltosy could learn a lot.
: 20
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 33 °C + 32 °C
ღამით + 17 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.