მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რად გვინ­დო­და ეს მე-12 კლა­სი?
 
[გაზეთი „P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“) ] გა­ნათ­ლების რე­ფორ­მამ თან უამ­რა­ვი სიახლე მო­ი­ტა­ნა. ერთ-ერ­თი „მო­ნა­პო­ვა­რი“ მე-12 კლა­სია. უკ­ვე მე­ო­რე წე­ლი­ა, სკო­ლის საკ­ლა­სო ოთახებზე აბრა „მე-12 კლა­სი“ გაჩ­ნდა.
 
გა­ნათ­ლების რე­ფორ­მამ თან უამ­რა­ვი სიახლე მო­ი­ტა­ნა. ერთ-ერ­თი „მო­ნა­პო­ვა­რი" მე-12 კლა­სია. უკ­ვე მე­ო­რე წე­ლი­ა, სკო­ლის საკ­ლა­სო ოთახებზე აბრა „მე-12 კლა­სი" გაჩ­ნდა. ეს სიახლე იმ­დე­ნად არ მოს­წონთ, რომ ხალხური ვერ­სი­ით  თორ­მეტ­წლი­ა­ნი სწავ­ლება მა­ლე უნ­და დას­რულ­დეს. თუმ­ცა, ეს მხოლოდ ხალხური ვერ­სი­ა­ა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი მას არც კი გა­ნიხილა­ვენ.
 
გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების მი­ნის­ტრმა ნი­კა გვა­რა­მი­ამ „P.S."-თან საუბრი­სას დაბეჯითებით გა­ნაცხადა, რომ 12-წლი­ა­ნი სწავ­ლების გა­უქ­მებას არ აპი­რებს, რად­გან თუ გვინ­და რომ ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს ვაკ­მაყოფი­ლებდეთ, თორ­მეტ­წლი­ა­ნი სწავ­ლებაც უნ­და ავი­ტა­ნოთ. „ავი­ტა­ნოთ" კი სწო­რედ ის სიტყვა­ა, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად წყვილ­დება მე-12 კლას­თან. ხელი­სუფ­ლება თა­ვის მხრივ მარ­თა­ლი­ა, რო­ცა ცდი­ლობს, ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლება ევ­რო­პულ­თან შე­სა­და­რი­სი გახადოს. ამის­თვის, ბიუჯეტი­დან და­მა­ტებით თანხებსაც ხარჯავს. თუმ­ცა, ეს თანხა, ჯერჯერობით, მხოლოდ წყალ­ში გა­დაყრი­ლი ფუ­ლი­ა, რად­გან მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლის ცხოვ­რება, სი­ნამ­დვი­ლე­ში აბიტუ­რი­ენ­ტის ცხოვ­რებაა. აბიტუ­რი­ენ­ტის დღის რეჟიმი კი რე­პე­ტი­ტო­რებს შო­რის არის გა­წე­რი­ლი და სკო­ლის­თვის ვე­ღარ იც­ლის.  
 
ლა­ნა წო­წო­ნა­ვა: „სკო­ლა­ში თით­ქმის არ დავ­დი­ვარ, მხოლოდ ხან­დახან. სი­მარ­თლე გითხრათ, არ მეს­მის რა­ტომ და­ა­მა­ტეს 12 კლა­სი. რა მა­სა­ლას გა­დი­ან ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლები ისიც კი არ ვი­ცი. ცო­ტა ხნის წინ ჩე­მი კლა­სე­ლი შემხვდა და მითხრა, მხოლოდ სა­მი-ოთხი ბავ­შვი დავ­დი­ვართ სკო­ლა­შიო. არ მცა­ლი­ა, ქარ­თულ­ში, ინ­გლი­სურ­ში, მა­თე­მა­ტი­კა­სა და უნა­რებში ვემ­ზა­დები, სკო­ლა­ში რო­დის უნ­და ვი­ა­რო?"
 
ლუ­კა ობოლა­ძე: „სკო­ლა­ში უკ­ვე ორი წე­ლია თით­ქმის აღარ დავ­დი­ვარ, მხოლოდ ორი დღე კვი­რა­ში. წელს ამა­საც თუ შევ­ძლებ, არ ვი­ცი. მას­წავ­ლებელ­მა გვითხრა, თუ ასე უნ­და ია­როთ, ერ­თმა­ნეთ­ში მა­ინც შე­ა­თანხმეთ, ვინ რო­დის მოხვალთ, დას­წრება ცო­ტა­თი მა­ინც რომ ამოვ­წი­ო­თო. რა­ტომ და­ა­მა­ტეს ეს მე­თორ­მე­ტე კლა­სი^ არ მეს­მის, თუმ­ცა, ყვე­ლა და­მამ­თავ­რებელ კლას­ში ასე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცია იქ­ნებოდა, 12 კლა­სი არა­ფერ შუ­ა­შია."დას­წრების მხრივ პრობლე­მა რომ არ­სებობს, ამას არც სკო­ლის დი­რექ­ტო­რები მა­ლა­ვენ. თუმ­ცა, ამ პრობლე­მას­თან გამ­კლა­ვებას მეტ­ნაკ­ლებად მა­ინც ახერხებენ.
 
ქუ­თა­ი­სის 32-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ნა­თია ნა­მი­ჭე­იშ­ვი­ლი ამბობს, რომ მათ სკო­ლა­შიც ზუს­ტად ისე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ა, რო­გორც ყველ­გან. „მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლების სკო­ლა­ში სი­ა­რულს ზო­გა­დი ფო­ნი უშ­ლის ხელს. ჩვენს სკო­ლა­შიც არის იმის მცდე­ლობა, რომ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებმა სკო­ლა­ში არ ია­რონ, მაგ­რამ, სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სის დაც­ვით, მა­ინც ვახერხებთ და ვიბრძვით იმის­თვის, რომ მე­ცა­დი­ნეობებზე ია­რონ. გვეს­მის, რომ ისი­ნი აბიტუ­რი­ენ­ტები არი­ან, ამი­ტომ და­მა­ტებით და­ვუშ­ვით, რომ იმუ­შა­ონ სა­გა­მოც­დო საგ­ნებზე."
 
მე-17 სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ირი­ნე ჯგე­რე­ნა­ი­ა, კი ამბობს, რომ მათ სკო­ლა­ში მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლების დას­წრების პრობლე­მა არ არ­სებობს. „ნების­მირ დროს შე­გიძ­ლი­ათ მოხვი­დეთ და ნახოთ, რომ დას­წრებაა, რად­გან ჩვენ ჩვე­ნი მიდ­გო­მა გვაქვს. ყვე­ლა სა­გა­მოც­დო სა­გან­ში ვა­მე­ცა­დი­ნებთ ბავ­შვებს, სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მას მივყვებით."სკო­ლის დი­რექ­ტო­რები ამბობენ, რომ მე-12 კლა­სის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დების პროგ­რა­მას­თან შე­საბამი­სობაში მო­დის.
 
პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გები ამ შეხედუ­ლებას მა­ინც და მა­ინც არ იზი­ა­რებენ. თუმ­ცა, ამა­ზე მხოლოდ პი­რად საუბრებში აღ­ნიშ­ნა­ვენ. „ქარ­თულ­ში, მა­გა­ლი­თად, სულ საზ­ღვარ­გა­რე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რაა ჩაყრი­ლი. არა, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებელს კი უნ­და ჰქონ­დეს წა­კითხული ეს ტექ­სტები, მაგ­რამ საზ­ღვარ­გა­რე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­ინც სხვა სა­გა­ნია და სხვა სპე­ცი­ფი­კა სჭირ­დება. თან, სულ ისე­თი მწერ­ლის ნა­წარ­მოებებია შე­სუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დების დროს რომ არ სჭირ­დება ბავშვს და იმის წა­კითხვის­თვის მო­გიც­დება?"ქარ­თუ­ლის სახელ­მძღვა­ნე­ლო თა­ვებადაა დაყოფი­ლი. ერთ თე­მა­ზე რომ იმსჯელო რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მოები უნ­და წა­ი­კითხო: ზო­გიც ქარ­თუ­ლი, ზო­გიც უცხოუ­რი. ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნების გან­სა­ვი­თა­რებლად შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა აწყობილი, მაგ­რამ, რად­გა­ნაც წიგ­ნის ფა­სი საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია - 18-20 ლა­რი, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნების­თვის წიგ­ნის არ­ქო­ნის, დრო­ის არ­ქო­ნის ან სუ­ლაც ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნების არ­ქო­ნის გა­მო აღა­რა­ვინ იწუხებს თავს. ასეა თით­ქმის ყვე­ლა სა­გან­ში. არის თუ არა 12-წლი­ა­ნი სწავ­ლება სა­ჭი­რო, ამა­ზე შე­იძ­ლება ძა­ლი­ან ბევ­რი იმსჯელო. პე­და­გო­გები თვლი­ან, რომ - არა. ამ აზრს ბავ­შვებიც და მშობლებიც იზი­ა­რებენ. დი­რექ­ტო­რები კი მა­ინც გა­ნათ­ლების სის­ტე­მის მეს­ვე­უ­რებთან დაახლოებულ­ნი არი­ან და  მი­აჩ­ნი­ათ, რომ თორ­მე­ტი კლა­სის არ­სებობა აუ­ცი­ლებელია. ამის მთა­ვარ მი­ზე­ზად ნა­თია ნა­მი­ჭე­იშ­ვი­ლი ევ­რო­პულ გა­ნათ­ლებას­თან მიახლოებას ასახელებს^ ირი­ნე ჯგე­რე­ნა­ია კი - რამ­დე­ნი­მე მი­ზეზს. 
 
ირი­ნა ჯგე­რე­ნა­ია: „მე­თორ­მე­ტე კლა­სი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გა­მოა კარ­გი. პირ­ვე­ლი ის, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კი­დევ უფ­რო გა­წო­ნას­წო­რებულ და გა­აზ­რებულ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებს. მე­თორ­მე­ტე წელს თავს ვუყრით იმ ცოდ­ნას, რო­მე­ლიც წლების გან­მავ­ლობაში და­ვაგ­რო­ვეთ, ვხდებით ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლების ნა­წი­ლი და კი­დევ, სკო­ლის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რად­გან ყვე­ლა მას­წავ­ლებელს ეზ­რდება სა­ა­თების რა­ო­დე­ნობა და შე­საბამი­სად - ხელ­ფა­სიც. ამის გარ­და 12 კლა­სი - ეს არის უფ­რო ფარ­თო ას­პა­რე­ზი პე­და­გო­გის­თვის, სა­დაც შე­უძ­ლია^ თა­ვი­სი სრულყოფი­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­მო­ავ­ლი­ნოს. "რა არის კარ­გი და რა - ცუ­დი? ზო­გა­დი სუ­რა­თი ასე­თია: მთავ­რობა ცდი­ლობს გა­ნათ­ლების სის­ტე­მით ევ­რო­პას მიბაძოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი თვით პე­და­გო­გებიც კი სვა­მენ შე­კითხვას: - რად გვინ­დო­და ეს მე-12 კლა­სი? 

 


მა­კა ჩი­ნიჯიშ­ვი­ლი
30.09.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 22 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.