მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ექსტერნად სკოლის დამთავრების მსურველთა რიცხვი იზრდება


ბოლო წლებში ექსტერნად სკოლის დამთავრების მსურველთა ოდენობამ იმატა. მიმდინარე წელს ამ ფორმით ატესტატის მიღების მსურველი 150 მოსწავლეა. როგორც აღმოჩნდა, სკოლის ექსტერნად დამთავრების მსურველთათვის მთავარი მიზეზი ჯარიდან თავის დაღწევაა. საქმე იმაშია, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში შვიდი წლის ასაკში შევიდნენ, 18 წელი სკოლის მერხზე უსრულდებათ. შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახურშიც იქნებიან გაწვეულები.

ბოლო წლებში ექსტერნად სკოლის დამთავრების მსურველთა ოდენობამ იმატა. მიმდინარე წელს ამ ფორმით ატესტატის მიღების მსურველი 150 მოსწავლეა. მოსწავლეთა განაცხადებს საგანმანათლებლო რესურს ცენტრში 1 დეკემბრამდე მიიღებენ. ექსტერნებს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ შვიდ საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, საქართველოს ისტორია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.

როგორც აღმოჩნდა, სკოლის ექსტერნად დამთავრების მსურველთათვის მთავარი მიზეზი ჯარიდან თავის დაღწევაა. საქმე იმაშია, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში შვიდი წლის ასაკში შევიდნენ, 18 წელი სკოლის მერხზე უსრულდებათ. შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახურშიც იქნებიან გაწვეულები. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა მათმა უმრავლესობამ დამატებითი გამოცდების ჩაბარება.

"გადავწყვიტე ექსტერნად ჩავაბარო გამოცდები და ადრე დავამთავრო სკოლა. ამის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ახლა 17 წლის ვარ და მეთერთმეტე კლასში ვსწავლობ. გაისად რომ დავამთავრო სკოლა, ეგრევე ჯარი მიწევს. ვემზადები გამოცდებისთვის და იმედი მაქვს, რომ წარმატებით გავართმევ თავს," - ამბობს მეცხრე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი მინაძე.

თითოეულ კლასში ექსტერნად გამოცდის ჩაბარების მსურველთა განაცხადების მიღება შეზღუდულია. 11-ე კლასის მოსწავლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს გამოცდის ჩაბარების უფლება, თუ ის 1992 წელსაა დაბადებული. 10-ე კლასის მოსწავლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გამოცდის ჩაბარება, თუ 1993 წელსაა დაბადებული. თუმცა 10-ე კლასის მოსწავლეს უფლება არ ექნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდეს. ის მეთერთმეტე კლასელები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გამოცდებს მეთორმეტე კლასში განაგრძობენ სწავლას, ხოლო მეათე კლასელები -მეთერთმეტე კლასში.

 იმ ექსტერნებს, რომლებიც ვერ ჩააბარებენ სახელმწიფო გამოცდებს ერთ ან რამდენიმე საგანში, უფლება ექნებათ ამ საგნებში გამოცდები მომდევნო საგამოცდო პერიოდში ჩააბარონ. გამოცდები 15 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე შუალედში ჩატარდება, ხოლო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


მანანა ქველიაშვილი
01.12.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 22 °C
ღამით + 16 °C + 16 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.