მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
„ეგ თავი შენია, მაგრამ მე მანდე!"


იმელსი ჟორჟოლიანის ფხიან ფრაზებს, პატარა საპარიკმახეროში გაჟონილ ქუთაისურ იუმორს იმდენი დამფასებელი და ყურის დამგდები ჰყავს, ვერც კი დაითვლი. სად არ ხმიანობს ბჟოლებში გასროლილი მახვილი სიტყვა - რადიოში, ტელეეკრანზე, გაზეთში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე.

14 წლის იყო, მაღლაკიდან ქუთაისში რომ ჩამოვიდა და ხელობის შესასწავლად საპარიკმახეროში მიებარა. მას შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა და დღესაც იმავე ადგილას დგას... იმელსი ჟორჟოლიანმა 60-ს უკვე კარგა ხანია გადააბიჯა. წლებია, პატარა საპარიკმახეროში, თეთრი ხალათით და მაკრატლით დგას და მის საყვარელ ქალაქს ემსახურება. ვერც კი გაიგო, დრო როგორ გავიდა, სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს და იმიტომ.

ამბობს, რომ მისი მოსვლის პირველი დღიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა - სამუშაო იარაღიც და ხალხიც... ადრე სამსახურში მისვლა უხაროდა, კლიენტიც მეტი ჰყავდა, გაღიმებული სახეებით რომ შემოდიოდნენ უკვე კარგად ნაცნობ დალაქთან თმის შესაჭრელად და წვერის გასაპარსად. ძალიან სწუხს, რომ დღეს ყველას პრობლემა აქვს და ეს სახეზეც აწერიათ.

„მიყვარს, მიყვარს, რასაც ვემსახურები! თან, შვილი რომ მოუკვდება კაცს და განიცდის, ისე ვარ. ყველა უხასიათოდაა, ზოგს ფული არა აქვს, არ აქვთ პირობები და ამას საშინლად განვიცდი".

პატარა საპარიკმახერო, რომელშიც უკვე თითქმის 50 წელია მუშაობს, არსებობის 60 წელს ითვლის. წლების წინ გაჩენილ ხანძარსაც შეესწრო, დროზე ჩააქრეს, თორემ ცეცხლი მთელ უბანს შეიწირავდა... მერე საკუთარი ხელით გაარემონტეს. დღესაც იმ სკამებზე სხედან, წლების წინ, კლიენტმა რომ ჩამოუტანათ ჩელიაბინსკიდან. ახლა სულ ექვსნი არიან...

ძველი პარიკმახერი იმ დროს იხსენებს, კლიენტიც რომ უამრავი იყო და პარიკმახერიც. მოდიოდნენ ქალაქის პირველი და მეორე პირები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, კლიენტები სხვა ქალაქებიდანაც ხშირად აკითხავდნენ.

„სხვა ქალაქიდან ჩამოსულს შემოსვლისთანავე ვცნობ. იმათ გასაგონად რაღაცეებს ვლაპარაკობ - იუმორით, თბილად ვამბობ სათქმელს. ქუთაისიდან გლახა სიტყვას არ გავატან ადამიანს, რაც არ უნდა უბედური იყოს. ლამაზად გავუშვებ, როგორც ქუთაისს შეეფერება".

წლების მანძილზე ზოგი კლიენტი გარდაიცვალა, ზოგიც ისევ დადის, ბევრი ვეღარ... მთავარი მიზეზი უფულობაა. კლიენტებს ფულს არასდროს სთხოვს, რამდენიც გინდათ იმდენი დატოვეთო, - ამბობს და კლიენტებიც თვითონ აფასებენ საკუთარ თავს.

„ერთი თბილისელი იყო შემოსული, რა ღირს თქვენთან შეჭრაო, მკითხა. ვუთხარი, მე გაგალამაზებ, შენი თავი თვითონ შეაფასე-მეთქი. იმაზე მეტი დატოვა, ვიდრე მერგებოდა. ზოგი ნაკლებს მაძლევს, ზოგს არაფერს ვართმევ, თუ არ აქვს. იქით ვეხვეწები, მოდი-მეთქი.

რამდენჯერ მითქვამს ძველი კლიენტებისთვის: თქვენ იმდენი გაქვთ გადახდილი, მე მეკუთვნის, რომ მოგემსახუროთ-თქო. ზოგს ერიდება და მაინც ვერ მოდის".
„გამოსავალს" იმ კლიენტებისთვისაც პოულობს, საპარიკმახეროში რომ მოდიან და საკუთარი რიგის მოლოდინში წუწუნით თავს აბეზრებენ.

„მეჩქარება, მეჩქარება!" - იძახიან, უნდათ, რომ დავაჯინო. ვეუბნები - ან თავი დატოვე, ან მერე მოდი, ან მე მოვალ, ან სულ ნუ მოხვალ... კლიენტი ისეა შეჩვეული, რაც არ უნდა ვუთხრა, ჩემგან არ სწყინთ".

იუმორი ბევრ რამეში ეხმარება, ეს კლიენტებთან მისი ურთიერთობის ჩვეული ფორმაა. ახლახანს, იუმორინაშიც იყო მიწვეული. ჟურნალისტები ადრეც ხშირად სტუმრობდნენ, თუმცა, საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს.

„იუმორინაში რომ მიმიწვიეს, მერე ბაზარში ვიყავი და ფული არ გადამახდევინეს - ეს ის არ არისო? - მიცნეს. იმათ უნდა ვუჩივლო ახლა, ვინც ტელევიზორში გამომაჩინა".

იმ დროის განმავლობაში, როცა კლიენტის მოლოდინში არიან, პოლიტიკაზეც საუბრობენ, უფრო მეტად - დაკარგულ სამუშაოზე. სწუხს, რომ უმეტესად საპარიკმახეროში უმუშევარი და პრობლემებით დატვირთული ხალხი შემოდის.

„პოლიტიკაზე აღარც ღირს ლაპარაკი, საქმის გამოსწორება არ უნდათ, ჩემი აზრით. მაგრამ საქართველოს ეშველება. მთავარია, ყველა სფეროში მოვიდეს მცოდნე ადამიანი..."

მერიიდან დღესაც სტუმრობენ. საპარიკმახეროში ახლახანს სტუმრად ახალი მერიც იყო მისული, პრეზიდენტის მილოცვის გადასაცემად.

„გია იყო თევდორაძე, პრეზიდენტის სახელზე მილოცვა მომიტანა. ჩანთაში ორი ბოთლი ღვინო და რაღაც იყო, მისალოცი ბარათით. თვითონ თავზე თმა არა აქვს და ვუთხარი: ცოტა რთული გასაპარსი ხარ, ხანდახან გამოდი-მეთქი".

წლებმა ბევრი რამ ასწავლა, პირველ რიგში - მოთმინება.

„წლების მერეც მიხსენებენ და მეკითხებიან, რამ მოგათმენინა მაშინ ჩემგან ამდენიო?!"

როგორც თავად ამბობს, ახლა ბევრი „გაბზრიალებული" სალონი გაიხსნა, თუმცა უმეტესობა სწორედ იმიტომ ვერ მუშაობს, რომ ამ საქმისთვის მარტო ხელოსანი არ კმარა.....

„ძალიან რთული სამუშაოა, იმიტომ, რომ ყველას ხასიათში უნდა ჩაჯდე. გასაპარსად რომ მოდიან, ბევრი ვერ გენდობა. მე ვეუბნები: თავი შენი იყო ამდენ ხანს, ახლაც შენია, მე კი არ გართმევ, მაგრამ თუ მოდი აქ, მენდე-მეთქი და თუ არ მოგეწონება, სასამართლომდე კი გაიზრდება ეგ თმა".

ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. ქალიშვილი ამერიკაშია, იტალიელს გაჰყვა ცოლად. ბიჭი დაუოჯახებელია, ჯერ არც შვილიშვილები ჰყავს...

პარიკმახერს ახლა თვითონაც ზრდის, - ხელობას გარდაცვლილი თანამშრომლის 15 წლის ვაჟს ასწავლის.

„ჯერ პირველ გაკვეთილს ვუტარებ: რომ დაიწყებ მუშაობას, ფული არ უნდა გიყვარდეს. ფული თუ გიყვარს, ხელობას ვერ ისწავლი. ჯერ ისწავლე ხელობა და ფული მერე მოვა. სიამოვნებით დავიყენებ ნებისმიერ მსურველს გვერდით და ხელობას ვასწავლი".

რაზე ოცნებობს?

„ისე არ მინდა ჩავიდე მიწაში, იმას ვერ მოვესწრო, რომ საქართველო იყოს მთლიანი, მეტი არ მინდა არაფერი. თუ ამ წუთში საჭირო იქნება ჩემი შეწირვა, დავთანხმდები, - შემწირონ და საქართველო იყოს მთლიანი!"

ყველაზე მეტად გულს იმ პარიკმახერების ყურება სტკენს, ასაკის გამო მუშაობა რომ აღარ შეუძლიათ და მაინც ვერ ანებებენ თავს.

„ვერც მე ვიზამ, ალბათ, მაგრამ უნდა ვქნა, აქედანვე ვაჩვევ საკუთარ თავს. როცა აღარ შეგიძლია, ვალდებული ხარ, წახვიდე..."

... ბჟოლებში, საპარიკმახეროში, კვლავ „ღიღინებს" იმელსი ჟორჟოლიანის მაკრატელი...

 


ანი ონიანი
23.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I love reading these articles because they're short but inieamrtfvo.
: That saves me. Thanks for being so selsebni!
: Before QuotesChimp can be a smart shopper, you should prepare yourself for the task by learning as much as you can about what you are buying. In order to do so, you will need detailed information about the type of policy you are going to purchase, information on the different companies that sell this type of insurance, and, finally, you should get a handle on who you can buy the insurance from.
: Wonderful explanation of levitra heliomeds.com online levitra sales here. term life insurance quote bestlifeinsurpolicy.com insurance how to sell life available facts low health insurance comparehealthinsur.com health insurance programs
: There is a critical shortage of inrtmfaoive articles like this.
: Ho ho, who wuodla thunk it, right?
: 20
: Smack-dab what I was liookng for-ty!
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 16 °C + 15 °C
ღამით + 6 °C + 8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.