მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
Silver side: „ჩვენ არ ვართ სატანისტები, ჩვენ მუსიკოსები ვართ!“


[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ექვსი თვის წინ მეტალისტი და პანკი ტყუპები „სკრიპკამ" შეკრა. ბავშვობის მეგობრებს ბას-გიტარაც შეუერთდა. ჯგუფს „Silver side" ანუ „ვერცხლის მხარე" დაარქვეს და პაციფისტური განწყობით გულიდან წამოსული მუსიკის კეთება დაიწყეს. ალტერნატივა გამოვიდა...

ტყუპ ძმებს გიორგი და ლაშა ქარქაშაძეებს მაყურებელი „ნიჭიერის" პროექტიდან იცნობს. „Silver side"-ში, სადაც ძმები გიტარაზე უკრავენ, ჯგუფის დანარჩენი წევრები ასე მოიხსენიებენ: „ტყუპი ერთი" და „ტყუპი ორი", ან - „ორი ოქროსთმიანი ერთნაირი".

მეტალისტი ბადრი ტყეშელაშვილი ჯგუფში დრამერია. მართალია, „ცოტა გაუგებრობაში" მოხვდა, მაგრამ მეგობრებს მუსიკაშიც „გაუგო" და როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ: „ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს".

ბას-გიტარა ირაკლი სვანიძე ის ადამიანია, რომელიც ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდა და რომელიც, მეგობრების თქმით, იმდენად ნიჭიერია, რომ ნებისმიერ სიმსა თუ კლავიშზე კარგად უკრავს.

ჯგუფის ლიდერი და ვოკალისტი ლაშა მაღლაფერიძე, იგივე „სკრიპკა", ჯგუფში მართლაც „მთავარი სკრიპკა" აღმოჩნდა. ტექსტებიც ძირითადად მისია. ამბობს, რომ სიმღერები მუზის მიხედვით იწერება. მუზა - ლაშას გოგოები არიან და ჯგუფიც მის გოგოებს უმადლის, რომ კარგი ტექსტები აქვთ. „კარგი ტექსტები" კი ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის მშვიდია.

ლაშა: „მუსიკაში ყველა ცდილობს პროტესტის გამოხატვას. საერთოდ, ხელოვნება პროტესტია - თუ ეს სახე დაკარგა, ის ხელოვნება აღარ არის. მეც მაქვს მსგავსი ტექსტები, რომლებიც ძირითადად ბახუსში იწერება და „პახმელიის" წინააღმდეგაც მიმღერია, მაგრამ პროტესტი არ არის ჩვენი მუსიკა. ეს უფრო არის მოწოდება სიყვარულისკენ, სიმშვიდისკენ".

ჯგუფის ძირითადი სტილი ალტერნატიული როკია. ჟანრს რაც შეეხება...

ტყუპი ერთი (გიორგი): „ჟანრს... ოო... ბავშვობიდან პანკი გვინდოდა, მაგრამ შეგვეცვალა აზროვნება და სხვა მუსიკას ჩავუღრმავდით. გულიდან რაც მოდიოდა, ის მუსიკა ვცადეთ დაგვეკრა და ალტერნატივას დაემსგავსა ის, რაც გამოვიდა".

ტყუპი ორი (ლაშა): „პანკს ვუკრავთ, თან ძალიან აქტიურად, მაგრამ არ ვწერთ პანკს. ძირითადად „ვაქავერებთ" სხვის სიმღერებს. მაგალითად, ლუი ამსტრონგის „wonderful word" გვაქვს გაკეთებული პანკში".

თვლიან, რომ ჩარჩოში ჩასმული მუსიკა არ არსებობს. უკრავენ იქ, სადაც მოეხერხებათ და იმას, რაც გულიდან მოდის. მათი შექმნილი მუსიკით კი, უბრალოდ, იმის თქმას ცდილობენ, რომ კარგად მაშინ გრძნობენ თავს, როცა უკრავენ და რომ - უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ!

ლაშა: „კიდევ, ეს „ის" ტყუპები არ არიან, „ნიჭიერში" რომ იყვნენ - მე ამის თქმასაც ვაპირებ!"

ტყუპები: „ხალხი „ნიჭიერის" შემდეგ გვცნობს, თუმცა იქ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვავლინეთ. მას შემდეგ, რაც განცხადება შევიტანეთ, გადავწყვიტეთ, ჯგუფით გავსულიყავით, ან საერთოდ არა, მაგრამ კონტრაქტზე გვქონდა ხელი მოწერილი, რომლის დარღვევა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, იმ პროგრამით გავედით, რაც ერთ კვირაში ნაჩქარევად მოვამზადეთ".
რა არის მათთვის მუსიკა?

ლაშა: „მუსიკა რომ არა, მშიერი ვიქნებოდი. მომშივდებოდა."

ტყუპი ერთი: „ყველაფერი შეუძლია მუსიკას! შეიძლება ცუდ ხასიათზე იყო და კარგ ხასიათზე დადგე, ან პირიქით..."

ტყუპი ორი: „მუსიკა სიტუაციიდან გამოსავალიც შეიძლება იყოს!"

ახლა გამოსავალს სარეპეტიციო დარბაზის და საკუთარი აპარატურის არარსებობისგან ეძებენ. ის, რითაც ჯგუფი შეიქმნა და დღემდე მოდის - შიშველი ოპტიმიზმია. ჰო, დამფინანსებლებზე უარს არ იტყოდნენ...

კითხვაზე: „რა გინდათ ყველაზე მეტად?" - პასუხი ერთსულოვანი იყო: „დაკვრა!"

ჯერ ძიებაში არიან. საკუთარი ჯგუფიც პატარა ნაწილებისგან შემდგარ ერთიანობად წარმოუდგენიათ. მუსიკალურად ჰარმონიულ ერთიანობას კი იმიტომ ქმნიან, რომ ამ პატარა, განსხვავებულ ნაწილაკებს ერთმანეთის კარგად ესმით.

ბადრი: „ერთმანეთის მუსიკა გვესმის. ერთი რომ დაუკრავს რაღაც ნოტს, მე მესმის, რა უნდა გავაკეთო, მეორემ რა იმღეროს... ერთნაირი გემოვნება გვაქვს".

პოპულარობაზე ჯერ არ უფიქრიათ. მათი ერთადერთი მოთხოვნა ასეთია: „მოგვისმინეთ და შეგვაფასეთ!"

„Silver side"-ის მოსმენა და შეფასება კი სულ მალე რადიო „ძველი ქალაქის ახალი პროექტის „მეხუთე სართულის" მეშვეობით იქნება შესაძლებელი. პროექტში მათ გარდა კიდევ 11 ქუთაისური ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას.

„Silver side": „ქუთაისი მკვდარი ქალაქია. აქამდე ჩანდა ის, რომ ჩვენ რა მუსიკასაც ვუკრავთ, იმ მხრივ არაფრის კეთება არ შეიძლებოდა. ძალიან გვიხარია, რომ ეს პროექტი დაარსდა და ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი თავი გამოაჩინონ. მთავარია, ქუთაისური მენტალიტეტით ნუ შემოგვხედავთ. ჩვენ არ ვართ სატანისტები, ჩვენ მუსიკოსები ვართ!".

ის, რასაც ქუთაისურ მენტალიტეტს „უმალავენ", ჯგუფის სახელის მათეული განმარტებაა. „ვერცხლის მხარის" მონათვლის ისტორიას კი იმ დროისთვის ინახავენ, როცა საკმაოდ პოპულარულები იქნებიან.

 


ანი ონიანი
06.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Community Person, the well-known QuotesChimp-defense business, and also the Nationwide Insurance Consumer Organization (NICO) have joined to make these recommendations, which we consider may move a really long way toward stopping the inequitable and horrific status of the present car insurance market.
: I can't believe helpful. you're me--that with so life ins policies bestlifeinsurpolicy.com southern life insurance co western playing not was insurance insurance health comparehealthinsur.com exam insurance health levitra online pharmacies heliomeds.com precaution levitra
: I relaly needed to find this info, thank God!
: 20
: Great thinnkig! That really breaks the mold!
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 20 °C
ღამით + 11 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.