მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მარშრუტების დოღი
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] დედაია, ღმერთო! რავარი საქმე დემემართა დღეს! ფეხი რო არ მქონდა მარშრუტკაში შედგმული, მოწყვიტა შოფერმა მანქანა, თავი ვერ შევიკავე და, ვინცხა გაბარბალებული ქალი რო იჟდა წინა სკამზე, გედევეყუდე იმას მთელი ტანით! რას შობიო, იკივლა იმან, მომიქნია დევქალივით და მიმაწყვიტა შოფერს. იმან კიდო, მე მომაბღავლა: ვერ გადახვალ, კაცო, იქით? ადგილები როა, ვერ ხედავო?

- მერე, მაცალე გადასვლა? რა იყო, შე კაცო, ფეხის ამოდგმა გეცლია, რო გააჭენე ე მანქანა მინაგო ფხაკაძის ჭაკივით-თქვა, - გევიმართლე თავი.

- ასი ნომერი რო ჩამომიდგა წინ, მე ცარიელი ვიარო და შენ მირჩენ მერე ჩემ ცოლშვილს, ხო? - დამიბრიალა თვალები შვილიშვილის ტოლა შოფერმა.

დავჯექი, თუ დაჟდომა ქვია ამას: იმისთანა მაღალი, ვიწრო სკამი იყო, ვინცხა ქალს ეჭირა სკამნახევარი და იმ დარჩენილ ზოლზე ქე ჩამოვდე ცალი დუნდულე, მეორე - ჰაერში დამჩა გამოკიდებული და თავის დასაჭერათ წევეპოტიალე წინა სკამის საზურგეს.

ამასობაში ჩვენმა შოფერმა გზიდან ოდნავ მარჯვნივ, გვერდულად აქნევია პირი მანქანას, ქე რო იმნაირი ქალი გაათამაშებს ცალ თეძოს, ისე გეეთამაშა პოპულის წინ, გაჩერებაზე დამდგარ მგზავრებს, მარა რაი მერე: წრიულის მარშრუტმა დაასწრო და ცხვირწინ ააცალა ის ორი კინკილა კაცი. ამან, ჩვენმა, სამაგიეროთ, სიჩქარეს ერთბაშად მოუმატა და გაფრინდა, მეორე გაჩერებამდე მისვლა რო დეესწრო. მარა უკნიდან 200 ნომერი წემეეწია და ახლა ის დაწინაურდა...

ა, ასეთი დოღია, ჩემო ბატონო, ყველა ქუჩაში, საცა რამდენიმე ხაზის სამარშრუტო მანქანები გვერდიგვერდ დაჭენაობენ ნახევრად ცარიელები. ზოგი ახალთახალია, გაპრიალებული, ზოგი - მოჯანჯღარებული თავისი ხნიერი შოფერივით, ზოგი - ქე რო გასვენებაში იციან ცალფა ფიცრის გადება ხალხის დასაჟდომათ, იმისთანა გვერდულა სკამეიკითაა გაწყობილი, ზოგი გაუხვეტავი და აყროლებულია...

მოკლეთ, ასარჩევათააა საქმე და მაინც ვერ გამიგია: თუ ბევრია და მეტია ეს ოხერი მარშრუტები, ქემაინც, ნორმალური მანქანები მაინც დატოვონ ხაზებზე და არ დაამტვროვიონ ხალხი ამ გადარეულ შოფრებს!

მეისხას ვინცხამ უფროსობაში მადლი და გაახსენდეს იქნება, გრაფიკი და სიჩქარის კონტროლი რო არსებობს ქვეყანაზე.

ქაიხოსრო იმერეტინსკი
12.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Thanks for spending time on the computer (wrntiig) so others don't have to.
: That's cleared my tghuohts. Thanks for contributing.
: 20
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 16 °C + 15 °C
ღამით + 6 °C + 8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.