მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
დაპატიმრებული „ტავარი“

[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] რავარც კი პატარა აგრილდა, თქვენმა ქაიხოსრომ ჭავჭავაძის ბაზრობისკენ გოუწია. ქე წავათრიე ე ჩემი ბებერი ძვლები ბაზრობამდე, მარა რას გეივლი, ტევა არაა, იმდონი ხალხია. ზოგი ჩანთებს არჩევს, ზოგიც - ტანსაცმელს. მარა მყიდველიც და გამყიდველიც წუწუნ-წუწუნით დეიარებოდა. ვიფიქრე, ალბათ სიძვირემ გოუხეთქა ამ ხალხს გული-თქვა. გარეთ ვერაფერი ვერ გევიგე, ხოდა ავდექი და ამ ჩვენ ახლადგახსნილ ქარვასლას მივაშურე. შიგნით რო შევედი, ქე მესიამოვნა, აგერ კაი სიგრილე, სისუფთავე და კაი გაპრანჭული გამყიდველი ქალები რო დევინახე. ქე იჯდნენ ე ქალები და იყვენ მოჩერებულები იმედიანი თვალებით, რამე ხომ არ გნებავთო. რა მნებავდა, ერთი თეთრი არ მედო ჯიბეში, მარა მაინც შევედი. ხოდა, ამ ჩემი ერთი შესვლით გადევირიე, იმისთანა რამე გევიგე. ამ შენი ქარვასლის მოვაჭრე ქალების მთელი „ტავარი" საბაჟოზე არ დოუკავებიათ? ხოდა, ქე დევს ეს „ტავარი" ეხლა თურქეთის საზღვარზე და ელოდება პატრონს... მარა ეგ არაფერი, იმიტო გოუჩერებიათ ამ წვრილი ვაჭრების საქონელი, ვინცხა ბობოლა ვაჭარს სტამბულიდან შემოუტანია თავისი საქონელი. ხოდა, ეს მაგარი ვაჭარი ამ მთავრობის კაცი ყოფილა და მაგის კისერზე ყოფილა ამდენი ხალხის ულუკმაპუროდ დატოვება.

გადარეული გამევედი იმ ქარვასლიდან. ვიფიქრე, ამისთანას რავა იკადრებს ჩვენი მთავრობა-თქვა! თითო საროჩკის გულიზა რავა შეირცხვენს ულვაშს-თქვა. ეს ჩემი ნაფიქრი ხმამაღლადაც ქე ვთქვი, მარა იგიც ქე ვიფიქრე: ქაიხოსრო, გეტყობა, დაბერდი და სულ გამოპრუტუნდი! ამნაირები უკადრებია ჩვენ მთავრობას? არ დაჭირდეთ, თვარა?...

ქაიხოსრო იმერეტინსკი
20.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I really apcrtpiaee free, succinct, reliable data like this.
: It's a pleasure to find smooene who can think so clearly
: Thanks for spending time on the cmopeutr (writing) so others don't have to.
: 20
: That's 2 cleevr by half and 2x2 clever 4 me. Thanks!
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 33 °C + 32 °C
ღამით + 17 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.