მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
,,პოლიტიკური პარტიების’’ შეხვედრები მოსახლეობასთან
პროექტ "პოლიტიკურ პარტიის" ფარგლებში სიმულაციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიების განხორცილება დაიწყეს. სიმულაციური თამაშის სამმა პარტიამ ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და მათ პარტიების საარჩევნო პროგრამები გააცნეს. სიმულაციურ ჯგუფ "საქართველოს ლიბერალური პარტიის" წარმომადგენლები საფიჩხიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ. პარტია „ახალი თაობის“ წარმომადგენლებმა კი შეხვედრა თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან გამართეს. წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა ქალაქის ცენტარულ სკვერში მოსახლეობასთან პარტიამ "სოციალ-დემოკრატებმა". შეხვედრების მიზანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პროგრამების, პოლიტიკური იდეოლოგიის მოსახლეობისთვის გაცნობაა. ასევე არჩევნებში ხალხის მოზიდვა და მეტი ხმის დაგროვებაა, პარლამენტში უმრავლესობით მოხვედრის მიზნით.,,პროექტი პოლიტიკური პარტის ფარგლებში სიმულაციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს საარჩევნო კამპანია, რომლის დროსაც ხვდებიან ამომრჩევლებს. ამ შეხვედრების მიზანია, პროექტის მონაწილეებმა ისწავლონ საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა, ამომრჩევლებთან ურთიერთობა და მათთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა,"აცხადებს პროქტის კოორდინატორი გვანცა თოთაძე.პროექტს სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებს 6 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლი. პროექტი 6 თვიანია და მისი მიზანია: ხელი შეუწყოს რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდას და ამორჩევლებთან მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას.
წყარო: topnews.com.ge
topnews.com.ge
03.10.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: The truth just shines thugroh your post
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 17 °C + 17 °C
ღამით + 5 °C + 7 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.