მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"საქართველოს ბანკი" სტუდენტებს ატყუებს?
მარი ხიზანეიშვილმა უნივერსიტეტი ორი წლის წინ დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში “საქართველოს ბანკის” მიერ დაწესებული საშეღავათო სამგზავრო ბარათით სარგებლობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამგზავრო ბარათი ავტომატურად გაუუქმდა. თუმცა, საქართველოს ბანკში მისულმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მის ანგარიშზე 50 ლარის ოდენობის დავალიანება ირიცხებოდა. როგორც ბანკში აუხსნეს, ჩართული ჰქონდა სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი, რომელიც უფასო აქციით სტუდენტური ბარათის აღებისთანავე ავტომატურად ირთვებოდა.“საქართველოს ბანკში” ანაბარი უნდა გამეხსნა, ბარათის დამზადებისას ჩემს მონაცემებში აღმოჩნდა, რომ ჩართული მქონდა სმს და ინტერნეტ ბანკი ისე, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა თქმა უნდა, ჩემს ანგარიშზე არსებული დავალიანება გავაპროტესტე, მაგრამ ბანკში მშვიდი სახით ამიხსნეს, რომ ეს იყო უფასო აქცია და ყველა სტუდენტს სამგზავრო ბარათის აღებისთნავე სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი ავტომატურად ერთვება. მაგრამ ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა ამ მომსახურების ჩართვა. სტუდენტის სტატუსის გაუქმების შემდეგ კი უფასოდ ჩართული სმს მომსახურება და ინტერნეტ ბანკი ფასიანი ხდება – გადასახადი თვეში 2 ლარს შეადგენს. ბარათს ვადა გაუვიდა და აღარ იყო მოქმედი, თუმცა ანგარიშის ნომერი კვლავ აქტიური იყო. ამ წლების განმავლობაში სმს და ინტერნეტ ბანკით არასოდეს მისარგებლია. დავალიანება ყოველთვიურად იზრდებოდა, იძულებული გავხდი ჩემს ანგარიშზე არსებული დავალიანება დამეფარა. დავალიანების გადახდის შემდეგ ანგარიშის ნომრის დახურვა მოვითხოვე. ბანკში დამარწმუნეს, რომ ანგარიშის ნომერი დახურული იყო. მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ “საქართველოს ბანკში” დავალიანება ღარ მქონდა. ცოტა ხნის წინ ხელფასი “საქართველოს ბანკში” დამერიცხა, ბანკმა 14 ლარი ჩამომაჭრა ანგარიშიდან. ბანკში რომ მივედი აღმოჩნდა, რომ ანგარიშის ნომერი ისევ მოქმედი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ნომრის დახურვა მოვითხოვე”– ამბობს მარი ხიზანეიშვილი.აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “საქართველოს ბანკში” განმარტავენ, რომ თუ მომხმარებელმა დროულად არ გააუქმა ანგარიში, მას საკომისიო დაერიცხება.“მომხმარებელმა ანგარიშის გაუქმების მოთხოვნით უნდა მიმართოს ბანკს, ბანკს არ აქვს უფლება თავის ინიციატივით გააუქმოს ანაგარიშის ნომერი. ცხადია სანამ ანგარიში მოქმედია, მასზე ირიცხება ანგარიშის მომსახურების საკომისიო. რაც შეეხება სტუდენტურ ბარათს, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და ბარათის ვადის გასვლის შემდეგ, ბანკში სტუდენტის მიერ დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე იგზავნება სმს შეტყობინება, რომ ბარათს გაუვიდა ვადა და, შესაბამისად, მომსახურება სტანდარტული ტარიფებით გრძელდება” – განაცხადეს “საქართველოს ბანკში”.bpn.ge
წყარო: topnews.com.ge
topnews.com.ge
03.10.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Pefecrt answer! That really gets to the heart of it!
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 24 °C
ღამით + 17 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.