მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"სამი კაცი პირდაპირ შუბლში მირტყამდა გამეტებით,"- სულხან ქობულძე ცემის დეტალებს იხსენებს
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე მისი ცემის დეტალებს იხსენებს. ქობულაძე ამბობს, რომ მისი ცემა იმ სტატუსს უკავშირდება, რომლითაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს "ყვარყვარე" უწოდა."პირველ ოქტომბერს დამირეკა საკრებულოს თავმჯდომრემ და შეხვედრა მთხოვა. ტელეკომპანია "რიონი"-ს წინ შევთანხმდით შეხვედრაზე. მძღოლით მოვიდა. მის მანქანაში დავჯექი და იქ მისი მოადგილე ბექა ყანჩელი დამხვდა. ამის შემდეგ გავიარეთ 50 მეტრი და მან დედა შემაგინა. მეც შევაგინე. ამის შემდეგ რუსთაველის ქუჩა რომ სრულდება და ლუდის ახალი მაღაზია არის, იქ შეაჩერეს და იქ დამიწყეს რტყმევა. პირდაპირ ქუჩაში მირტყამდნენ. სამი კაცი მირტყამდა პირდაპირ შუბლში, გამეტებით. გააჩერებდნენ მანქანას და მირტყამდნენ. დაახლოებით ერთი საათი მთელი ქალაქი მატარეს და მირტყამდნენ. შემდეგ ჩამომსვეს ნინოშვილს ბაზართან. ჩემი ცემის მიზეზი იყო ის, რომ მე ყვარყვარე ვუწოდე საკრებულოს თავმჯდომარეს. ამან გააძიზიანა. მათ აღიზიანებთ ჩემი სტატუსები. მითხრეს, რომ ჩემი პრესკონფერენციები არის ბოზური და არაკაცური. ახლა სახლში ვწევარ. ტვინის შერყევა მაქვს და როგორც კი წამოვდგები, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვან ამ ყველაფერს," -ამბობს ქობულაძე. აღსანიშნავია, რომ შემთხვევას მასში მონაწილე პირების გარდა, სხვა თვითმხილველი არ ჰყავს. სულხან ქობულაძის ცემის ფაქტზე შსს-ში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურში კი ინფორმაციას არ ადასტურებენ და მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ.
წყარო: topnews.com.ge
topnews.com.ge
04.10.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 20 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.