მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
იმერეთში „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
საპარლამენტო უმცირესობის წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმდჯომარე გია თევდორაძე, გუშინ პარტიის ოფისთან მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება.თევდორაძის თქმით, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიიის ოფისის დარბევა სურდათ. გიორგი თევდორაძის თქმით, პარტია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ხალხის ნების გამოხატვით დღევანდელი ხელისუფლების შესაცვლელად ემზადებიან. "მინდა აღვნიშნო, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ოფისები მთელი იმერეთის მასშტაბით, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. გუშინ ჩვენს პარტიაზე ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული იყო ეგრეთ წოდებული სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობა. მათ მოიყვანეს მერიის და გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც თავს აღშფოთებულ ქუთაისლებად ასაღებდნენ. იმ პირობებში, როდესაც სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას გაუჩნდა რეალური საფრთხე, ჩვენ არ გვრჩება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ გაცილებით უფრო ქმედითად და შრომისუნარიანად ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ ხალხის მეშვეობით ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ უუნარო და სამარცხვინო ხელისუფლება, რომლის მიზანი ქვეყნის უკან, 90-იან წლებში დაბრუნებაა,"- აცხადებს გიორგი თევდორაძე.
წყარო: topnews.com.ge
topnews.com.ge
21.10.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 30 °C
ღამით + 22 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.