მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საუკუნე და კიდევ 8 წელი...
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] ამბობენ, ქალს ასაკს არ ეკითხებიანო, მაგრამ, როცა ქალბატონ მერის შესახებ გავიგე, ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავდა, ან როგორ არ დავინტერესდებოდი, როცა ქალბატონი საუკუნეს და 8 წელს ითვლის.

მერი ანანიძე აჭარის რეგიონიდანაა, კერძოდ, ხულოს რაიონიდან. მასთან შეხვედრა სამტრედიის რაიონში, სოფელ გომში შედგა, როცა თავის გათხოვილ შვილს სტუმრობდა. ცოტა არ იყოს, გაკვირვებულიც დავრჩი, რადგან 108 წლის ქალბატონი ისეთი არაჩვეულებრივი მეხსიერებით, ომახიანი ხმით და დამახასიათებელი მიხვრა-მოხვრით გამოირჩევა. საწოლიდან რომ წამოდგა, ისეთი მაღალი და კოხტად გამართული მეჩვენა, მის ასაკს ნამდვილად რომ არ შეეფერებოდა. როგორც სიძე ეხუმრება, „130-წლიანი სიცოცხლე აქვს."
„ანიკო („შვილოს" ნიშნავს, მიმართვითი ფორმაა), ოცსა ოთხი წელი რომ აკლდა, მაშინა გავთხოვდი, მთელი ცხოვრებაი ვმუშაობდი, ათას ხათაბალას ვაწყდებოდი, ვშრომობდი, „სტახანოველი" მუშა ვიყავი, ბევრ თამბაქოს ვიწევდი. თერთმეტი ბაღვის (ბავშვის) დედაი ვიყავი და თივის ნაზიდი, გვერდები მქონდა გადატყაული. ქმარი 45 წლის ასაკში დამეღუპა, სატირლიდან მოდიოდა და მთიდან დაგორებულმა ქვამ მოუსწრაფა სიცოცხლეი. მერე დამრჩა დასასახლებელი ბაღვები, დავასახლე ბევრი ჯაფით და შრომით. კარგიც მინახავს და ცუდიც. სიხარულს ჩემი დასაზრდელები მაძლევდნენ, მაგრამ რაღაი, დავზარდე და ოთხი კი დიმეღუპა, იმათმა სიკვდილმა გამანადგურა. აგერ თვალში ვეღარა ვხედავ. ერთ დროს სოფლის დეპუტატიც ვიყავი და მედლებიცა მაქვს აღებული, ბევრი კარგი საქმე გამიკეთებია, რითაც დღეს შემიძლია თავი მოვიწონოი."
მერი ბებო ამბობს, რომ დღეს 40 ბადიშის (შვილიშვილი), 20 შვილთაშვილის და 13 შვილთაშვილის შვილის ბებიაა. მერე რა, რომ ცოტათი ვერ ხედავს, სამაგიეროდ, კარგად ესმის. წლების წინ აჭარული კულინარობით სახელგანთქმულ 108 წლის ქალბატონს გული სწყდება, რომ სამზარეულოში ძველებურად ვეღარ ფუსფუსებს, ენატრება საკუთარი ხელით გამომცხვარი აჭარული ხაჭაპური, რომლითაც ერთ დროს თავს იწონებდა მთელ სოფელში. ახლა კი ხანგრძლივი ზამთრის გამო შვილთან სტუმრობა გაუგრძელდა და საკუთარი სოფლის მთებს და მიწა-წყალს მისტირის.
როგორც მისი უმცროსი ქალიშვილი, ნათელა ვაშაყმაძე ამბობს, საკუთარ კუთხეს მონატრებული მერი ბებო, ცოტა არ იყოს, პრეტენზიულიც გახდა. „პრეტენზიობს ამ ბოლო დროს, საჭმელი იშვიათად მოსწონს, გამუდმებით გაიძახის, ჩემი ხალხი და ჩემი სოფელი მინდაო, არადა ზამთარი გაგრძელდა და სოფელში მისასვლელი გზაც ჩაკეტილია. დათბება და წავიყვანთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ბავშვივით დაივლის ეზოს და სოფელს. ავადმყოფობით ხშირად არ ავადმყოფობს, პატარა ბავშვივით ჩვილი გული აქვს."
„ჭირვეულ" მერი ბებოს ამ საგაზაფხულოდ ბევრი გეგმა აქვს. უპირველეს ყოვლისა, მონატრებულ სოფელს მოინახულებს, თავისზე ბევრად უმცროს დაქალებს მოისიყვარულებს და მერე, შეძლებისდაგვარად, ჯოხზე დაყრდნობილი, შეუდგება ბაღ-ვენახში მუშაობას, რაც ასე ძალიან ახალისებს და ძალას მატებს.



 


ლიკა ჩახუნაშვილი
09.04.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: hey. doch, auch dein erster kommentar hat mich erreicht, du hast ihn bei einem alten bericht gemacht. kann leider nicht teilnehmen, aber ich werde bei meinen alaelgtor-nuggits morgen an euch in neukloster denken… ich berichte soweit ich kann ja schon von hier, aber mit haenden und fuessen kann ich erst zu hause wirklich mehr erzaehlen. danke, dass du an mich denkst! gruesse an all mir bekanntes in neukloster und umgebung! martin
: This article acihveed exactly what I wanted it to achieve.
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 24 °C
ღამით + 14 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.