მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რავა, ტყუილათ მომაქვს ჩეკები მაღაზიიდან, თუ?..
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] მე ვთქვი, ქალაქში გავალ, გევიგებ ძველ და ახალ ამბებს-თქვა და ქე გავყევი მარშუტს. რა ჯანდაბიზა, ნეტაი! იმას აღარ ვიძახი, მონჯღრეული როა მანქანა, მარა შით კიდო იმნაირი სუნია, შევწუხდი კაცი. ერთი ფანჯრიდან ქე უბერავს ცოტა ნიავი, მარა იგი ვერ ანიავებს თლიანად სალონს. ვინცხა პატარა ბოვშმა დამითმო უკან ადგილი, გაახაროს ღმერთმა, და დავჯექი. ამ ჩახუთულობას იგიც დეემატა, მუსიკა რო ბოლომდე აქ აწეული მძღოლს. წინ ორი, ჩემი შვილიშვილისტოლა ბოვშები იჯდენ, ჯერ ხმაურობდენ, იცინიდენ, არც მეგერიდებიენ, უფროსი ზია და ცოტა წყნარად ვიქნებითო. ძაან გავღიზიანდი, მარა, იმისთანა რაცხაზე დეიწყენ მერე ლაპარიკი, ქე ვცქვიტე ყური. ახლა რო ჩეკების გათამაშებებია და დაზაფრენ ხალხი, ამაზე, ერთი ბოვში ეუბნება მეორეს: ჩეკების გათამაშებაში ფული მევიგეო. რამდენი მეიგო, ვერ გევიგე, ქე მემერიდა კითხვა, ვინ გკითხავს შენო, რო ეთქვა, სა წავსულიყავი მერე. მეორე ბოვში არ უჯერებდა, მანახე, აბა, მართლა თუ მეიგე და დევიჯერეფო. ამან ეიღო ტელეფონი, აკრიბა რაცხა კოდები როა ჩეკზე და ქე ანახა მეორეს. სასწაულათ გოუხარდა იმ ბოვშვს, დაგეგმენ, სა დეეხარჯათ ფული, მარა ერთმა ბოვშმა ხასიათი გოუფუჭა იღბლიან ბიჭს: მასე ჩემმა მეზობელმაც ქე მეიგო ოცი ლარი, მარა რათ გინდა, არცერთმა ბანკმა არ ოუნაზღაურაო!
უიმე, დედაია! ვერ გევიგე, ჩეკს არ ვტოვებ მაღაზიაში, ეგება რაცხა მევიგო და ოჯახიზა რამე ვიყიდო-თქვა, ვათამაშებ და ვათამაშებ და, თუ არ მომცემენ მოგებულს, რაღას ვწვალობ და ვიგლიჯავ ნერვებს ქე მაინც?! ეგი მქონდა ერთი გასართობი და არ ჩამიშხამდა აგერ იმედები? ადრე ქე მოუგია ვიღაცეებს და მიუციათ და ახლა რა ხდება, კაცო! ვაი თქვენს ქაიხოსროს, მე ვთქვი, რაცხა ახალს და კაის გევიგებ ქალაქში-თქვა, მაგიზა დევიბუჟე ფეხები და ვყლაპე მარშუტკის აქოთებული ჰაერი? ახალი ვერ გევიგე ვერაფერი და ჩეკებზეც გამიცრუვდა იმედები, მარა, მტრის ჯინაზე მაღაზიიდან მაინც წამევიღებ ჩეკებს, რამეს რო ვიყიდი... ხო იცით, ადამიანი რაცხანაირია, მაინც ქე მაქ მოგების იმედი.
ქაიხოსრო იმერეტინსკი
02.07.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 18 °C + 14 °C
ღამით + 6 °C + 8 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.