მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ ...


ცნობილი ფრაზა ზღაპრიდან „ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღი“, შსს მინისტრის მოადგილემ ეკაზღულაძემ, კვირის მთავარ მოვლენასთან დაკავშირებით, შემდეგი ქართული ვარიაციითმოგვაწოდა: „რადგან პოლიცია არ მივიდა მომიტინგეებთან, მომიტინგეები მივიდნენპოლიციასთან.“ ყველაფერი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მოწყობილი სირცხვილისკორიდორთან დილის გადაცემის წამყვანის, ნიკა ავალიანის აგრესიული ქმედებით დაიწყო,რის შედეგადაც მომიტინგეების ალიყური მიიღო.

რაკიამჯერად, მუშტის დემონსტრირება ხელისუფლებისგან ხელდასხმულებმა კი არა,გაბრაზებულმა ოპოზიციის თავდამსხმელებმა მოახდინეს. მერაბიშვილის უწყებამ „სოდს“„კუდი“ გზაში დააწია და სამივე აქტივისტი (მათ შორის ერთი - არასრულწლოვანი)არაერთგზის აპრობირებული მეთოდით, თბილისის პოლიციის სამმართველოში გაამწესეს,საიდანაც ცოტა ხანში ინფორმაცია გამოვიდა, რომ ისინი სასტიკად ნაცემები დადაშავებულები არიან. საჭირო დროს, საჭირო სიტუაციის გამოყენების შანსი რადიკალებმახელიდან არ გაუშვეს და მინავლებულ საპროტესტო აქციას მუხტი შემატეს. უცნობისმოწოდებას: დიღომში მივდივართ ბიჭების დასახსნელად და ვისაც სისხლი გიდუღთძარღვში, შემოგვიერთდითო, საზოგადოებრივი თანადგომაც მოჰყვა და რუსთაველიდანდაძრული მიტინგი პოლიტიკურ ლიდერებთან და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან ერთადდიღომში გადამისამართდა. პროცესის ამგვარ განვითარებას, როგორც ჩანს, ხელისუფლებაცელოდა და აქციის ხუთიათასამდე მონაწილეს ამდენივე დამცავი ფარებით და ხელკეტებითშეიარაღებული სპეცნაზელი პოლიციის ეზოში დაახვედრა. სამწუხაროდ, რკინის ნერვებირკინის გალავნის მიღმა მდგომ არცერთ მხარეს არ აღმოაჩნდა და უცნობის პოლიციელთაბანაკში გადახტომას გარდაუვალი ორმხრივი დაპირისპირება მოჰყვა. ფარატინაგანცხადებით და შიშველი ხელებით მოსულ მომიტინგეებს სახელმწიფო წესრიგის დამცავიმანქანა ქვებისა და პლასტიკური ტყვიების დაშენით დაუპირისპირდა. ვინაიდანმსროლელთა რაზმი შემაღლებულ ადგილზე იდგა, განათებულ პერიმეტრში ლიდერებისამოცნობა მათთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. ამიტომაც ერთმანეთის მიყოლებით,სახეში დამიზნებით დაჭრეს: ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური, გია მაისაშვილი,დავით გამყრელიძე, შალვა ოგბაიძე და ბიძინა გეგიძე. ბურჯანაძისთვის ნასროლპლასტიკურ ტყვიებს მისი დაცვა გადაეფარა და სამი მათგანი დაიჭრა კიდეც. შედარებითდილეტანტი სნაიპერის მიერ დამიზნებული კი ჟურნალისტებს და რიგით მომიტინგეებსაცმოხვდათ. 22 მათგანი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში (ერთ-ერთმა სამუდამოდდაკარგა თვალი). სიტუაციის განმუხტვის მიზნით შუაში ჩამდგარ სამღვდელოებისწარმომადგენლებსაც არ დასდგომიათ კარგი დღე.

ერთი სიტყვით, 9 აპრილსდაწყებულ აქციას ერთი თვის თავზე სისხლი მოჰყვა, თუმცა ეს სისხლი საკმარისიაღმოჩნდა იმისთვის, რომ ოპოზიციას ახლა თვითონ შეეთავაზებინა დიალოგიპრეზიდენტისთვის. მართალია, მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის გადადგომის შესახებ დღისწესრიგში ისევ უცვლელი რჩება, მაგრამ პატივმოყვარე პრეზიდენტისათვის ამ ეტაპზეშერჩეულ იქნა ნაკლებად შეურაცხმყოფელი ფორმა, რაც ვადამდელი საპარლამენტო დასაპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით გაცხადდა. ახლა საინტერესოა, რამდენად მზადაღმოჩნდება იგი პედესტალიდან შედარებით უმტკივნეულოდ ჩამოსაბრძანებლად. თუმცა,შესაძლოა, ჯერ საქართველოში ჩამობრძანებასაც არ აპირებდეს, რადგან ევროსამიტზემყოფმა, შესაძლოა, სხვა ევროპულ დედაქალაქებში გააგრძელოს ტურნე. მართალია, გუბაზსანიკიძე მიტინგებზე ხშირად იძახის, მისი სახით ჯალალედინი დადის თბილისშიო,მაგრამ ევროპაში ჯერ კიდევ ქარიზმატული ლიდერი ჰქვია და კარებს ფეხით არ უხურავენ,ხოლო სადაც ღია ხვდება, მიპატიჟება არ სჭირდება. მიპატიჟებებზე კი მიშა მართლაცმაგარია: გიორგობას დაღვრილი სისხლის ფონზე ხომ თითქმის ყველას მიავიწყდა ერთიდღით ადრე გახმაურებული მუხროვანის ბუნტი და აჯანყების მცდელობისათვისდაპატიმრებული მაღალჩინოსანი სამხედროები, ასევე თავჩაქინდრულ რიგითებთანმერაბიშვილის მიპატიჟებით მისული თავაწეული მთავარსარდალი (უწყინარი ტერმინოლოგიით- „თქვე ცხვრებო“). ბევრი რამ რომ არ გვქონდეს ნანახი, შესაძლოა, დაგვეჯერებინამისი თავმდაბლობა და გულადობა. როცა სცენაზე ყველაფერი მზად ხვდება, ის ხომ ისეთიმაგარია (თანაც პირველსავე დუბლზე), რომ მისი ოსტატობა ლეგენდარულ დენიროსაცშეშურდებოდა.


ინგა ვაშაყმაძე
13.05.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „P.S.“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: What really is the demand? QuotesChimp man might possess a lot to see, yet another not as. Say in the event your month-to-month funds is $2,800 and you're looking for life assurance policy to take care of your household for a decade following your passing, you probably can find less protection (and thus invest less cash) than somebody whose month-to-month funds is $6,500.
: Just what the whole life insurance modified bestlifeinsurpolicy.com you! thankity ordered, health insurance comparehealthinsur.com levitra price per pill heliomeds.com cheap levitra doctor
: I was drawn by the hoentsy of what you write
ქუთაისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 20 °C
ღამით + 11 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.