მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2013.03.14    ლალი კუტიბაშვილი VS ნინო მურაკაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სამუსიკო სკოლების გაერთიანების საქმიანობის შესწავლა დაასრულა და შესაბამისი დასკვნაც დადო. კომისიას მიაჩნია, რომ დოკუმენტში მოყვანილ ფაქტებზე საკრებულომ უნდა იმსჯელოს.
2013.03.01    სასკოლო ავტობუსი კაზლარში მცხოვრები მოსწავლეებისთვის
სპექტრი. იორმუღანლოს თემის სოფელ კაზლარის მოსახლეობა "სპექტრთან" საუბრისას მათთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხს შეეეხო. თუმცა ხელისუფლებისადმი ნომერ პირველი სათხოვარი მაინც განათლების პრობლემის მოგვარებაა. კაზლარში მხოლოდ შვიდი კლასი ფუნქციონირებს. ამიტომ, როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლებია, რაც ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლამდე რამდენიმე კილომეტრს ყოველდღე ფეხით გადიან.
2013.02.04    პედაგოგების ხელფასი განაკვეთისა და ცენზის მიხედვით გაიზარდა
სპექტრი. იანვრიდან ყველა საჯარო სკოლების პედაგოგის ხელფასი მინიმუმ 70 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ 29 იანვარს, მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს მეტი სახელფასო ზრდა აღარ იგეგმება, ხოლო 2013 წლის ბოლოს მასწავლებლები ე.წ. მეცამეტე ხელფასს აიღებენ. ამ საკითხმა პედაგოგებში გაუგებრობა გამოიწვია, მათ ვერ გაარკვიეს, თუ რა პრინციპით დაემატათ ხელფასი. აღნიშნულ თემაზე გურჯაანის რესურსცენტრის ფინანსისტს მერი მირველაშვილს მივმართეთ.
2012.09.03    საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება
სპექტრი. გასულ კვირას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხათუნა დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში, 2012-2013 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.
2012.06.29    წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება
სპექტრი. გურჯაანში რამდენიმე დღის წინ, კულტურის ცენტრის დარბაზში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. ამ ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2012.06.21    შესაძლოა მელაანის განახლებულ საბავშო ბაღს მეორე ჯგუფიც დაემატოს
სპექტრი. გასულ კვირას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის თანამშრომლები რაიონის ბაღებში გამოსაშვებ ღონისძიებებს დაესწრნენ. 15 ივნისს ზეიმი სოფელ გურჯაანის, ჩუმლაყის, ბაკურციხის და მელაანის საბავშვო ბაღებში გაიმართა. პატარების გამოსვლის შემდეგ სტუმრებმა აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.
2012.05.17    სწავლების ახალი მეთოდი სააღმზრდელო დაწესებულებებში
სპექტრი. როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, გურჯაანის სკოლამდელ, სააღმზრდელო დაწესებულებებში, მშობლებს ყოველდღიური 50 თეთრის გარდა ერთჯერადად, 10 ლარის გადახდაც დაევალათ. შევეცადეთ ეს ინფორმაცია ქალაქის ბაღებში გადაგვემოწმებინა. სწორედ ამ მიზნით სააღმზრდელო დაწესებულებებს ვესტუმრეთ. ბაღის მენეჯერებმა ეს ფაქტი არ დაგვიდასტურეს. მათი თქმით, 2012 წლის იანვრიდან სწავლების ახალ მეთოდზე გადავიდნენ, რის გამოც მშობლების მხარში დგომა განსაკუთრებით ესაჭიროებათ, რათა ბავშვებს პროგრამა ზედმიწევნით შეასწავლონ.
2012.04.30    პედაგოგის გათავისუფლების გამო ორ ჯგუფად გაყოფილი მოსწავლეები
სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი თინათინ ბერიძიშვილი, რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. სკოლის დირექცია ამის მიზეზად მასწავლებლის მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ერთ-ერთი უფროსკლასელის ცემის ფაქტს ასახელებს. გათავისუფლებული პედაგოგი კი მბობს, რომ ეს ყველაფერი მოგონილია და დირექტორმა ლალი როსტიაშვილმა და კოლეგებმა ზემოთ თქმული საბაბად გამოიყენეს, რათა სკოლიდან დაეთხოვათ.
2012.04.13    გაუგებრობა, თუ რეალური პრობლემები მანდატურებთან დაკავშირებით?!
სპექტრი. გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის #2 საჯარო სკოლაში ერთ-ერთი მანდატური გაათავისუფლეს. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ზედამხედველსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა გახდა, რის გამოც მანდატური სკოლაში დისციპლინის დამყარებას ვეღარ ახერხებდა. მეორე ვერსიით კი მან უფროსკლასელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "სპექტრი" #2 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მანანა გზირიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
2012.03.30    ტრენინგი ლიდერობისთვის
სპექტრი. მოზარდების საზოგადოებასთან ურთიერთობის, ლიდერობისა და კომუნიკაციის პრობლემასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ კოლეჯ `აისში~ სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი _ "კომუნიკაცია და ლიდერობა." ტრენინგის დაწყებამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ფრთის წევრმა და შეხვედრის ორგანიზატორმა ზურაბ ლაფაჩიშვილმა, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტიცაა, იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მისი თაობის მოზარდებს აწუხებთ.
2012.03.14    სკოლების გეგმიური მშენებლობა თუ წინასაარჩევნო პიარი?!
სპექტრი. 9 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამაბალოსა და იორმუღანლოს სკოლების მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ჩალათაშვილის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მშენებლობა 2009 წლის `პრეზიდენტის ნაციონალურ პროგრამაში~ გაითვალისწინა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო მისი განხორციელება დღემდე არ მომხდარა. მოსახლეობის თქმით, სკოლების მშენებლობა 2012 წლის არჩევნებისთვის გადაიდო.
2012.03.14    გურჯაანში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? განახლდა
სპექტრი. არასამთავრობო ორგანიზაციამ _ `ვეჯინი-XXI~ გურჯაანის, შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 9 მარტს ინტელექტუალური თამაშის – რა? სად? როდის? სერია წამოიწყო. პროექტში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის უფროსკლასელები მონაწილეობენ. თამაში რამდენიმე ტურისგან შედგება და გუნდები ერთმანეთს ფინალამდე ყოველ პარასკევს IQ -სა და ცოდნის გამოვლენაში შეეჯიბრებიან.
2012.03.14    "საქართველოს უნივერსიტეტის" ტრენინგი გურჯაანში
სპექტრი. 10 და 11 მარტს, ქალაქ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში `საქართველოს უნივერსიტეტის~ სტუდენტებმა უფროსკლასელთათვის ტრენინგები ჩაატარეს თემაზე _ `პროექტის მენეჯმენტი~. ერთმანეთს გაცნობის და პრეზენტაციის შემდეგ ბავშვები საერთო ინტერესების მიხედვით ჯგუფებად გადანაწილდნენ და იმ პრობლემური თემების განხილვა დაიწყეს, რომლის მოგვარებაც სურთ.
2012.03.05    "მოისმინა" სერტიფიკატით, შესაძლოა, მართვის მოწმობაც ვერ აიღონ
სპექტრი. "სპექტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს, თუკი მოსწავლე საატესტატო გამოცდებს ვერ ჩააბარებს, მხოლოდ ე.წ. `მოისმინა~ სერტიფიკატს მიიღებს, რის შემდეგაც სწავლის გაგრძელებას ვერც უმაღლეს და ვერც პროფესიულ სასწავლებელში შეძლებს, ასევე ვერ აიღებს მართვის მოწმობას. ამ მიზეზით მოსწავლეების უმრავლესობა სკოლიდან საბუთების გამოტანას ფიქრობს. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არც სკოლის დირექცია და არც მეცნიერებისა და განათლების გურჯაანის რესურსცენტრი ადასტურებს.
2011.11.17    INTEL-ის წარმომადგენლები გურჯაანში
სპექტრი. 10 ნოემბერს გურჯაანს ამერიკული კომპანია INTEL-ის წარმომადგენლები ეწვივნენ და რამდენიმე საჯარო სკოლაში ნეთბუქების დახმარებით ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებს დაესწრნენ. ელექტრონული სწავლების პროექტი ქართულ სკოლებში პირველად 2011 წელს დაინერგა და სწორედ INTEL-ის ინვესტიციით განხორციელდა.
<<  12345678 >>
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 30 °C
ღამით + 18 °C + 18 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.