მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2011.06.17    გურჯაანში სერგი კაკალაშვილის პოეზიის საღამო გაიმართა
სპექტრი. 14 ივნისს გურჯაანის კულტურის სახლში სერგი კაკალაშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის პარლამენტის წევრი ნუგზარ ერგემლიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ნოდარ გრიგალაშვილი და სერგი კაკალაშვილის სხვა მეგობრები იყვნენ.
2011.05.25    გურამ დოჩანაშვილის საღამო გურჯაანში
სპექტრი. გასულ კვირას გურჯაანის კულტურის ცენტრში ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის გურამ დოჩანაშვილის საღამო გაიმართა, რომელსაც თავად მწერალიც ესწრებოდა. აღნიშნული ფაქტი საზოგადოების აზრით, მეტად სასიამოვნო და მისაღები იყო, თუმცა გარკვეულ ხარვეზებსაც ჰქონდა ადგილი. გურამ დოჩანაშვილი 1936 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1968 წელს იგი მწერალთა კავშირში მიიღეს. მისი პირველი მოთხრობები 1961 წელს, ჟურნალ `ცისკარში~ დაიბეჭდა. არის ლიტერატურული პრემია_`საბას~ ლაურეატი ნომინაციაში `ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის~.
2011.05.02    "გაზაფხულის ფერები"
სპექტრი. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლში მარიამ ოდიშარიას და გიორგი ჟღენტის ორგანიზებით გაიმართა ფესტივალი სახელწოდებით `გაზაფხულის ფერები~. ასეთი ღონისძიება უკვე მესამედ ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ გურჯაანში არსებული ანსამბლი `მანდილი~, ასევე თბილისიდან მოწვეული #106-ე საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი `სიჭაბუკე~, #170-ე სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი `თორი~ და ქალაქ რუსთავის #17-ე საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი `დიდგორი~.
2011.03.24    `წარსულ ნერგზედ ახალ ნამყნის...~ რამოდენიმე სიტყვა 150 წლის სიღნაღის სახალხო თეატრის თაობაზედ
27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. ამ დღის ღირსეულად აღნიშვნისათვის ყველა ემზადება. მათ შორის არიან სიღნაღელი თეატრალებიც. პატარა, მაგრამ დიდი ტრადიციების მქონე დასი.სიღნაღის სახალხო თეატრის შორეულ თუ ახლო წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე სასაუბროდ გაზეთი `სპექტრი~ რეჟისორ მურად ვაშაკიძეს ეწვია.
2011.03.24    რატომ აღმოჩნდა ნიკალას მიერ მოხატული კარი კერძო პირის საკუთრებაში? (საყვედური მირზაანის მუზეუმის დირექტორს)
სპექტრი. დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ოზააანის მარნის კარებზე ნიკო ფიროსმანის მიერ შესრულებულ წარწერის ამბავს. სხვადასხვა ტელეარხები ამ საკითხის ირგვლივ არაერთ კადრს ატრიალებდნენ. ბოლოს ისიც გაირკვა, რომ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კარზე წარწერა ნამდვილად ნიკო ფიროსმანის ხელითაა შესრულებული, თუმცა აქვე იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი რამ, ოზაანის მარნის კარი, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დღეს ასე ღირებული აღმოჩნდა, ახლა უკვე სოფელ ბოდბისხევში, ვინმე ქვრივიშვილების ოჯახში ინახება. ოჯახის წევრებს კი კარების არც მუზეუმისთვის გადაცემის სურვილი აქვთ და არც გაყიდვის. აქვე, კადრებში არაერთხელ ჩანს მირზაანის ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი, რომელიც ხელნაწერის ირგვლივ მშვენიერი კომენტარებით იწონებს თავს, თუმცა არსად აკონკრეტებს, რომ მან ჯერ კიდევ 2003 წელს გაზეთ `სპექტრში~ ჩემი ავტორობით დაბეჭდილი მასალიდან იცოდა ამ კარის არსებობის შესახებ.
2011.03.24    თოჯინების თეატრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან კვლავ ფინანსდება
სპექტრი. გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრს მიმდინარე წლის 15 მაისს 20 წელი უსრულდება. ის 1991 წლიდან გივი ტაბახმელაშვილის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს.
2010.12.01    პირობიანი აუქციონით გაყიდული კინოთეატრი დღემდე არ ფუნქციონირებს
სპექტრი. გურჯაანის, ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთაეტრში გარკვეული ფართი 2007 წელს `სახალხო ბანკმა~(ახლანდელი `ლიბერთი ბანკი~) სს `ქართული ფილმისგან~ შეისყიდა, მეორე ნაწილის მფლობელი კი 2009 წლიდან ზურაბ ხუროშვილია. ბანკმა სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია დაიწყო, თუმცა, დღემდე არ დაუსრულებია. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კინოთეატრის ფუნქციონირება და მისთვის პროფილის შენარჩუნება ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით კი, ისინი კერძო მფლობელების ინტერესებში ვერ ჩაერევიან.
2010.12.01    დედოფლისწყაროში გია ყანჩელის საიუბილეო საღამო გაიმართა
სპექტრი. გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკა ფასდაუდებელ საგანძურად იქცა ქართველი საზოგადოებისთვის. ყანჩელის მუსიკა კომპოზიტორის სიცოცხლეშივე აიტაცა და შეისისხლხორცა ქართველმა ხალხმა. დაუვიწყარია ის ფილმები, სადაც მისი მუსიკა ჟღერს - `არაჩვეულებრივი გამოფენა~, `მიმინო~, `ცისფერი მთები~, `როცა აყვავდა ნუში~ და სხვა. ალბათ სწორად იმიტომ, რომ თავად კომპოზიტორის სულიერი სამყაროა სხვებისგან გამორჩეული.
2010.11.19    37-ე ფიროსმანობა მირზაანში
სპექტრი. 14 ნოემბერს შემოდგომის მზიან დღეს ქიზიყის ულამაზეს სოფელ მირზაანს უამრავი სტუმარი ეწვია: მწერლები, პოეტები, მხატვრები, ხელოვნებისა და კულტურის მუშაკები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელმძღვანელობა, დიდი და პატარა, ერი და ბერი _ ვის არ მოეყარა თავი ნიკო ფიროსმანაშვილის კერასთან. მის ეზოში, იმ მიდამოებში, სადაც ის დაიბადა, აღიზარდა და ბავშვობის საუკეთესო წლები გაატარა, იქ, სადაც ჩაეყარა საფუძველი ბუნებისა და მხატვრობისადმი მის სიყვარულს, იქ, სადაც დიდი ნიკალას სული დღესაც ტრიალებს, სრულიად საქართველო `ფიროსმანობას~ ზეიმობდა.
2010.11.08    ნიკალა ფიროსმანის მოხატული კარი 17 000 დოლარად იყიდება
სპექტრი. 2004 წელს `სპექტრმა~ ექსკლუზიურად გააკეთა მასალა დედოფლისწყაროში, სოფელ ოზაანში, ოზიაშვილების სახლის მარნის კარზე აღმოჩენილი ნიკო ფიროსმანის წარწერის შესახებ, რომელიც ასე იკითხებოდა: `წითელი ღვინის მარანი სავსე ვარ ღვინით, თამადა ამაირჩიეთ, ავამსო ლხინით.~
2010.10.29    თელავში ზაზა დათიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
სპექტრი. თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქ. იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში თელაველი თვითნასწავლი მხატვრის, ზაზა დათიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა და მისი 2 წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.
2010.10.13    თელავში გიორგი ბერძნიშვილის გამოფენა გაიხსნა
სპექტრი. თელავში, ქეთევან იაშვილის სამხატვრო გალერეაში ადგილობრივი მხატვრის, გიორგი ბერძნიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა
2010.10.13    საერთაშორისო ფესტივალი `ქება ვაზისა~ განახლდება
სპექტრი. თელავში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი `ქება ვაზისა~ 17 ოქტომბერს განახლდება და 23 ოქტომბრამდე თელავის თეატრში შვიდი კონცერტი გაიმართება.
2010.09.30    "ქარვასლაში" ხელოვან დევნილთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
სპექტრი. ტემბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში", საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ პროექტის "ერთად ჩვენ შევძლებთ" ფარგლებში, ხელოვანი დევნილების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ღონისძიების მიზანი სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან დევნილთა ინტეგრაცია და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა იყო. სხვადასხვა მედიასაშუალებებთან ერთად ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა გაზეთი "სპექტრიც".
2010.09.30    ხელოვნების ზეიმი თელავში
სპექტრი. თელავში, ქეთევან იაშვილის სამხატვრო გალერეაში ნუნუ მარინდაშილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ფერწერული ტილოების ავტორმა, რომელიც პროფესიით ფიზიკოსია, გამოფენას `ნემსით ფერწერა~ უწოდა.
<<   12345 >>
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 9 °C + 11 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.