მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
2013.02.04    სპორტკომპლექსის გახსნა ექსპერტის დასკვნის შემდეგ იგეგმება სამ მილიონად რეაბილიტირებული სპორტკომპლექსი, რომელიც დღემდე არ ფუნქციონირებს, გურჯაანის მოსახლეობისთვის კვლავ ინტერესის საგანს წარმოადგენს. აღნიშნული საკითხის თაობაზე სპორტკომპლექსის დირექტორს გია ბარნაბიშვილს რამდენჯერმე დავუკავშირდით.როგორც ერთი კვირის წინ მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, უნდა ჩატარებულიყო თათბირი, სადაც ამ შენობის ბედი გადაწყდებოდა. ერთკვირიანი მოლოდინის შემდეგ თათბირი მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჟურნალისტებისთვის დახურულ გარემოში გაიმართა. მისი დამთავრების შემდეგ გია ბარნაბიშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა: "თქვენც კარგად იცით დღესდღეობით სპორტული კომპლექსი რა მდგომარეობაშია. მართალია აუზი უკვე შეაკეთეს, მაგრამ დღემდე უფუნქციოდაა. ამის შესახებ დღეს გვქონდა საუბარი და გადაწყდა, რომ თბილისიდან ჩამოვა ექსპერტი, შემოწმდება შენობის ყველა დეტალი, რათა კომპლექსი ფუნქციონირებას რომ დაიწყებს, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაბარდება მიღება-ჩაბარების აქტი," _ გვითხრა მან. მისივე განმარტებით, ეს საკითხები ერთ თვეში მოგვარდება, რის შემდეგაც სპორტული კომპლექსი ექსპლუატაციაში შევა.
სპექტრი. სამ მილიონად რეაბილიტირებული სპორტკომპლექსი, რომელიც დღემდე არ ფუნქციონირებს, გურჯაანის მოსახლეობისთვის კვლავ ინტერესის საგანს წარმოადგენს. აღნიშნული საკითხის თაობაზე სპორტკომპლექსის დირექტორს გია ბარნაბიშვილს რამდენჯერმე დავუკავშირდით.
2012.12.29    მამა ილია მოზარდების სულიერ და ფიზიკურ აღზრდაზე ზრუნავს
სპექტრი. უკვე ერთი წელია, რაც ვეჯინში წმინდა გიორგის ეკლესიის გვერდით მდებარე შენობაში კრივის წრე ფუნქციონირებს, სადაც 7 –დან 16 წლამდე ასაკის, 40 ბავშვი ვარჯიშობს. ამ ერთი წლის განმავლობაში ნორჩი სპორტსმენები რამდენჯერმე იყვნენ შეჯიბრზე და წარმატებებსაც მიაღწიეს. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, სპორტული ფედერაციის წევრი, კვალიფიციური მწვრთნელი ოთარ მამულაშვილი ამბობს, ის თავისი მოსწავლეებით კმაყოფილია.
2012.11.20    თამაზ ლაზაშვილი და ალბერტ ამისულაშვილი კრივის განვითარების სამსახურში
სპექტრი. 35 წელია თამაზ ლაზაშვილი რაიონისა თუ რეგიონის ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი თაობა გაუზარდა ქართული კრივის ოჯახს. ეს ადამიანი მომავალ სპორტსმენებს ყოფილი რკინიგზის კლუბის გვერდით მდებარე შენობაში ამეცადინებს. როგორც თამაზ ლაზაშვილი ამბობს, `სპორტდარბაზად~ წოდებული ოთახი საკუთარი სახსრებით მოაწყო. ამიტომ გული სტკივა, რომ დარბაზი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. დღეს მასაც ახალი მთავრობის იმედი აქვს. სჯერა, რომ მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომა აუცილებლად დაუფასდება.
2012.09.28    მხიარული სტარტები საგარეჯოში
სპექტრი. 21-23 სექტემბერმა საგარეჯოს არსენ მეკოკიშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში ხმაურიანად და ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა… საგარეჯოს რაიონში `მხიარული სტარტები~ ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივით პირველად გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო რაიონის ყველა საჯარო სკოლამ.
2012.03.30    "სულ მალე მსოფლიო დონეზე ვიტყვით ჩვენს სიტყვას, იმიტომ, რომ ჩვენ ქართველები ვართ"
სპექტრი. ახმეტაში ჩატარებულ კიკბოქსინგის რეგიონულ ტურნირში, დედოფლისწყაროს, ახმეტის, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის კლუბების სპორტსმენები ასპარეზობდნენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან შესარჩევ შეჯიბრში კლუბ `ამირანის~ მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენეს. როგორც მწვრთნელმა ამირან ანჯაფარიძემ აღნიშნა, მისმა სპორტსმენებმა როგორც ყოველთვის, წარმატებით იასპარეზეს და გამარჯვებულები დაბრუნდნენ.
2012.03.05    "რომ არა თანადგომა, მარტო ვერაფერს გავხდებოდი"
სპექტრი. 26 თებერვალს კახეთის კიკბოქსინგის ფედერაციამ ახმეტაში კახეთის თასის გათამაშება ჩაატარა, სადაც გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ `ამირანის~ ოთხმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ, როგორც ყოველთვის, წარმატებით იასპარეზეს.
2012.02.06    უანგაროდ მომავალი თაობის სამსახურში
სპექტრი. ვეჯინის "წმინდა გიორგის" სახელობის ტაძრის მღვდელ-მონაზონი, მამა ილია მრევლის, როგორც სულიერ და ისე ფიზიკურ სიჯანსაღეზე ერთნაირი ძალისხმევით ზრუნავს. 40 ბავშვი უსასყიდლოდ ვარჯიშობს იმ დარბაზში, რომელიც მისი ინიციატივითა და შემოწირულობით გაკეთდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, "წმინდა გიორგის" სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, უკვე ორი თვეა, რაც ამავე ტაძრის მღვდელ-მონაზონის მამა ილიას ინიციატივით და საქართველოს კრივის ფედერაციის წევრის, მწვრთნელ-ინსტრუქტორის ოთარ მამულაშვილის ხელმძღვანელობით, კრივის წრე ფუნქციონირებს. აქ არამარტო ადგილობრივი, არამედ მეზობელ სოფლებში მცხოვრები ბავშვებიც ვარჯიშობენ.
2011.12.15    მოვწყვიტოთ ქუჩას ახალგაზრდები!
სპექტრი. ქ. თბილისში 26-27 ნოემბერს, კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის კლუბ `ამირანის~ მოსწავლეებიც იყვნენ მიწვეულები. ახალგაზრდა სპორტსმენებმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კარგი შედეგი აჩვენეს და რაიონში გამარჯვებულები დაბრუნდნენ.
2011.11.17    კლუბ "ამირანის" კიდევ ერთი წარმატებული ტურნირი
სპექტრი. გასულ კვირას, ახმეტაში კიკბოქსინგის სამატჩო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ `ამირანის~ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. თაზო ზავრაშვილი, თორნიკე სიმონიშვილი, გიორგი ქუმსიაშვილი, გოგიტა სეფიაშვილი, გურამ მამისმედაშვილი, გიორგი ნანუაშვილი და თორნიკე მთივლიშვილი I ადგილის მფლობელები გახდნენ, ხოლო მეორე ადგილზე გავიდნენ: გიორგი ჩიკვაიძე, გიორგი ყოჩაშვილი, ვანო დაუდიშვილი, ომარ მანიაშვილი და ირაკლი კაჭარავა. კლუბ `ამირანის~ მწვრთნელი, სპორტის ოსტატი ამირან ანჯაფარიძე შედეგით კმაყოფილია.
2011.06.17    ჭანდრის საჯარო სკოლის გუნდმა ფრენბურთში რეგიონულ პირველობაზე გაიმარჯვა
სპექტრი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებით ბოლო თვეების განმავლობაში საჯარო სკოლებს შორის სპორტის ამ სახეობაში ჩატარდა ტურნირი. მასში მონაწილეობდნენ მერვე და მეცხრე კლასის გუნდები. შეჯიბრის პირველი ეტაპი მოიცავდა რაიონულ, ხოლო მეორე _ რეგიონულ პირველობას.
2011.06.01    ახალგაზრდა კიკბოქსიორების წარმატებული სვლა
სპექტრი. ახმეტის მუნიციპალიტეტში 29 მაისს სახალხო დღესასწაულზე, `ზეზვაობაზე~ კიკბოქსინგში გაიმართა სარეიტინგო ტურნირი. მასში მონაწილეობდნენ გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავისა და ახმეტის სკოლები. შეჯიბრზე გურჯაანიდან კიკბოქსინგის კლუბ `ამირანიდან~ წარდგენილი იყო ხუთი სპორტსმენი, აქედან სამმა მათგანმა: ზურა ზარდიაშვილმა (60 კგ. წონითი კატეგორია), თორნიკე სიმონიშვილმა (50 კგ.წონითი კატეგორია) და თორნიკე მთივლიშვილმა (30 კგ.წონითი კატეგორია) პირველი ადგილი დაიკავა.
2011.04.29    "კიკბოქსინგი თავდაცვის მიზნით ცხოვრებაში გამომადგება"
სპექტრი. გასულ კვირას კონტაქტური ორთაბრძოლებისა და საბრძოლო ხელოვნებათა კახეთის რეგიონალურმა ფედერაციამ კიკბოქსინგში ჩაატარა სამატჩო ტურნირი ახმეტისა და გურჯაანის გუნდებს შორის
2011.04.29    "ჩემი ჯილდო ჩემი სპორტსმენების გამარჯვებაა"
სპექტრი. გასულ კვირას ქალაქ თბილისში კრივის სკოლის დირექტორის ხელმძღვანელობით ჩატარდა ტურნირი, რომელშიც საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 120 სპორტსმენი მონაწილეობდა.
2011.04.14    საგარეჯოს მოჭადრაკეთა წარმატებული სვლა
სპექტრი. მიმდინარე წლის მარტში თელავში 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის რეგიონული პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლები და ნაკრები გუნდები, მათ შორის საგარეჯოელებიც. როგორც მწვრთნელები განმარტავენ, შეჯიბრის მიზანი ნორჩ პერსპექტიულ მოჭადრაკეთა ნიჭის გამოვლენა იყო.
2011.04.02    ჯერჯერობით მესამე ადგილი, წინ კი დიდი ასპარეზია
მიმდინარე წლის მარტში, თელავში ჩატარდა კახეთის ჩემპიონატი ჭადრაკში. მასში ძირითადად თელავის, გუჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, ახმეტის, ყვარლის და საგარეჯოს უძლიერესი გუნდები ასპარეზობდნენ. ტურნირს უნდა გამოევლინა პრიზიორი, რომელიც შემდეგში საქართველოს ჩემპიონატში მიიღებდა მონაწილეობას.
<<  1234 >>
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 19 °C + 17 °C
ღამით + 9 °C + 9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.