მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
შირაქში ქარსაცავი ზოლის აღდგენა დაიწყო

კახეთის ხმა. შირაქის ველზე ქარსაცავი ზოლის გაჩეხვის გამო ტერიტორიები გაუდაბნოების საშიშროების წინაშე დადგა.
ქარსაცავი ზოლის აღდგენა გასულ წელს დაიწყო. ამისათვის გერმანიის ტექნიკური განვითარების ცენტრმა 5 მილიონი ევრო გამოყო. ეს ტერიტორიები გაუდაბნოების საშიშროების წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქარსაცავი ხეივანი, შეშისა და ფიჩხის გამო, გადაჭრეს. მას შემდეგ მხოლოდ კლიმატის ცვლილება კი არ დაიწყო, პურის ბეღლად წოდებულ შირაქის ველზე საკმაოდ არასაიმედო გახდა მოსავლის მოყვანა, რადგან ქარი მოსავალს მთლიანად ანადგურებდა. ბოლო წლებში შირაქში თითქმის ყველა ქარსაფარი ხეივანი განადგურდა, ამიტომ საჭირო გახდა მისი აღდგენა, მაგრამ სახელმწიფოს მის აღსადგენად საჭირო ფინანსები არ აღმოაჩნდა.
ორი წლის წინ გაეროს განვითარების ფონდმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გაუდაბნოვების საშიშროებაზე.  დოკუმენტურ ფილმში ექსპერტები ამბობდნენ, რომ საჭიროა ხელოვნურად გაშენდეს ქარსაფარი ზოლი, რაც ხელს შეუშლის გაუდაბნოვების პროცესს.
`ადგილობრივი ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წლის შესახებ განუწყვეტლად წერდა გარემოს დაცვის სამინიტროს, რომ გამოეყო ფინანსები ქარსაფარების გასაშენებლად, მაგრამ სახელმწიფოს საკმარისი ფული არ ჰქონდა, ამის შემდეგ გერმანიის განვითარების ცენტრმა გამონახა ფინანსები და ხუთწლიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო. გასულ წელს დაირგო ხეები ათას ხუთას ჰექტარზე. ეს არის სამმხრივი ხელშეკრულება. გერმანიის ტექნიკურ ცენტრს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და დედოფლისწყაროს თვითმმართველობას შორის”, ამბობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ბაღაშვილი.
ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია, უკვე დარგულ ქარსაფარებს მოუაროს, მორწყას და განადგურებისგან დაიცვას. ხის ნერგები სპეციალურ პლასტმასის ფანერითაა დაცული, რომელიც სამი-ოთხი წლის შემდეგ თავისით დნება და გარემოს არ აბინძურებს.
ანა ბენაშვილი- გამგეობის პრესმდივანი:
`საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს პროექტი, საჭიროა მოსახლეობის  ინფორმირება. მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქარსაფარები დედოფლისწყაროს კლიმატისთვის. მოსახლეობამ თავის დროზე ხეივანი შეშის გამო გაჩეხა. საშიშია, ახალი ნერგები საქონელმა არ დააზიანოს ან მოსახლეობამ არ მოჭრას. შეგვიძლია დავასაბუთოთ, რომ ამ ხეივნის გაშენებაზეა დამოკიდებული შირაქში კლიმატისა და ნიადაგის მნიშვნელოვანი ცვლილებების შეჩერება. ეს ტერიტორიები ნახევრად უდაბნოს ზონად ითვლება და ადვილი შესაძებელია, საგარეჯოს მსგავსად დედოფლისწყაროც გაუდაბნოვდეს, ამიტომ გამგეობა არასამთავრობოებთან ერთად მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის.”
ქვემო ქედელები ამბობენ, რომ მათი სოფლების გარშემო ხალხმა ქარსაფარი გაჩეხა იმ მიზეზის გამო, რომ მათ სოფელში გაზი დღემდე არ არის. ავთანდილ წიკლაურის თქმით, ქარსაფარის გაჩეხვის შემდეგ სოფელში ერთადერთმა წყარომაც კი დაიკლო:
`ამ ბოლო დროს ჩვენი სოფლების გარშემო ხეს ვეღარ იპოვი, ისედაც ჩვენი სოფლის მახლობლად სასმელი წყალი არ გვაქვს და, რაც ეს ქარსაფარი ზოლებიც გაჩეხეს, იმ ერთადერთმა წყარომაც დაიკლო. ბუნებრივი აირის არქონის გამო ხალხი  იძულებული იყო, ქარსაფარები გაეჩეხა.  დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ ამ გვალვიან ადგილას ხის ნერგები გაიზარდოს.“
ანა ბენაშვილის თქმით, ადგილობრივი  ხელისუფლება რეგულარულად რწყავს ხის ნერგებს. სადაც კი ნერგმა არ იხარა, ახლით ანაცვლებენ.
პროექტი ხუთ წლიანია და შესაძლებელია, კიდევ გაგრძელდეს. პროექტი შედეგზეა ორიენტირებული და სანამ ქარსაფარი არ გაიზრდება, იქამდე გაგრძელდება.
ნინო ჭაბაშვილი
10.03.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „კახეთის ხმა“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Tht'as the best answer of all time! JMHO
: Home run! Great slguging with that answer!
: 20
: Very nice site!
: Hello! cdkgedg interesting cdkgedg site!
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 8 °C
ღამით + 1 °C + 1 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.