მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მედია ტური პანკისში

პანკისის სოციალურ საწარმოებში საინფორმაციო ტური გაიმართა

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდისა (ASB-საქართველო) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF) ორგანიზებით, პანკისში სოციალური საწარმოების გაცნობითი ტური გაიმართა. შეხვედრა „სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა რეგიონალური და ცენტრალური მედიის, ასევე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მიიღეს. 

საინფორმაციო ტურის მიზანს წარმოედგენდა მედიის წარმომადგენლები უშუალოდ გაცნობოდნენ „სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროექტის" ფარგლებში დაფინანსებულ სოციალურ საწარმოებს, რომელიც ამ ეტაპზე წარმატებით ხორციელდება პანკისში. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პირადად მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სოციალური საწარმოების სპეციფიკისა და მნიშვნელობის შესახებ, თავად შეეფასებინათ პროექტის ღირებულება და საწარმოების მნიშვნელობა ადგილობრივი თემისთვის. 

სოციალური პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პანკისის სოფლებში ჯოყოლოში, დუმასტურსა და დუისში სოციალური საწარმოები ერთი წლის წინ დაფუძნდა. ესენია ხანდაზმულთა შინმოვლის ცენტრი, საკვირაო სკოლა, სადაც 5 დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი სწავლობს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „მედინა". 


საწარმოო ტურის დასასრულს ორგანიზაცია არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB-საქართველოს) მიერ დაანონსდა მედია კონკურსი, რომელიც სოციალურ მეწარმოების თემას მიძღვნება. მედია კონკურსის ფინალსა და დაჯილდოვების ცერემონიალს დეკემბრის თვეში კვლავაც პანკისი უმასპინძლებს.

ამ ეტაპზე გერმანული პრგანიზაცია ASB-საქართველოს ხელშეწყობით სოციალური საწარმოები ფუნქციონირებს სამეგრელოში, პანკისსა და შიდა ქართლში.

###
ASB-საქართველო: გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია ASB, საქართველოში 1992-1997 წლებში იწყებს საქმიანობას. 2010 წელს, ქ. კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ოფისი და დაიწყო აქტიური საქმიანობა. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.asb-georgia.org; 
KRDF-ის შესახებ: ორგანიზაცია KRDF დაარსდა 2008 წელს ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ბაზაზე. საქმიანობა ხორციელდება გლუკის ფინანსური მხარდაჭერით. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი 2009 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტს მოიცავს და გააჩნია საქმიანობის რამდენიმე მიმართულება. ორგანიზაცია ძირითადათ მუშაობს ჩეჩნეთიდან ლტოლვილი მოსახლეობაზე, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობაზე და 2009 წლიდან ახორციელებს შემდეგ პროექტებს: თემის მობილიზაცია, საგანმანათლებლო და პროფესიული კურსები, უფასო იურიდიული დახმარება და ნატურალიზაცია ლტოლვილებისათვის, ქალთა კლუბების ორგანიზება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.krdf.ge

 

 



05.10.2015
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Multumesc pentru lecția de bun simț si de prlniseofaoism impecabil ! Multe satisfacții pentru viitor !!! Indraznesc sa va cer sa mă număr printre prietenii dumneavoastră :)Va doresc sănătate, putere si ȘANSE ;)
: Last one to utziile this is a rotten egg!
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 30 °C + 31 °C
ღამით + 17 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.