მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ფოტოკონკურსი "ზამთარი კახეთში"

სპექტრი. 28 თებერვალს `ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცეტრის~ გურჯაანის რეგიონულ ფილიალში ფოტოკონკურსის _ `ზამთარი კახეთში~ გამარჯვებულები დააჯილდოეს. პირველ სამეულში გასულ სიღნაღელ, თელაველ და გურჯაანელ მონაწილეს პრიზები გადაეცათ. კონკურსის ფარგლებში, პროექტის ორგანიზატორებმა სულ ოცდათორმეტი ფოტო შეარჩიეს. საუკეთესო ნამუშევრები სოციალურ ქსელ facebook-ზე. ე.წ. "Like"-ბის(ხმების მიცემის) საშუალებით გამოვლინდა. ფოტოკონკურსი 20 იანვარს დაიწყო და 15 თებერვლამდე გაგრძელდა. როგორც ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ზაურ ნაცვლიშვილმა `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნა, პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა პერიოდს 20 იანვრიდან-5 თებერვლამდე, როდესაც ხდებოდა ფოტოების მეილზე გაგზავნა. "5 თებერვლიდან სურათები ფაცებოოკ-ზე აიტვირთა. სოც. ქსელის მომხმარებლებს ხმის მიცემის შესაძლებლობა 15 თებერვლამდე ჰქონდათ. "ბავშვთა და ახალგაზრდულ ცენტრს" მოპოვებული აქვს მსოფლიო ბანკის გრანტი და ამ კონცეფციის განხორციელებისას სპონსორობა სწორედ მსოფლიო ბანკმა გაგვიწია. ჩვენი მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდების წახალისება ლამაზ, საინტერესო პროექტში ჩართვით. ამ მხრივ წლევანდელმა ზამთარმაც ხელი შეგვიწყო, თემატურად უფრო საინტერესო გამოვიდა," _ გვითხრა ზაურ ნაცვლიშვილმა.

ფოტოკომპანიას მოდერატორობა `ახალგაზრდული ცენტრის~ მოხალისე, პაატა ჩახვაშვილმა გაუწია. "ჩემს უშუალო კომპეტენციაში შედიოდა სოც-ქსელზე, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ამ პროცესის კურირება კითხვებზე პასუხის გაცემა, პროექტის პიარი, ლაიქების დათვლა, რომელიც შეწყდა 15 თებერვალს, ღამის 12 საათზე," _ გვითხრა პაატა ჩახვაშვილმა.

ფოტოკონკურსში მესამე ადგილი დაიკავა გურჯაანელმა თამუნა წვერიკმაზაშვილმა, მეორე _ თელაველმა მარიამ აბაშიძე, ხოლო პირველი ადგილი მიაკუთვნეს სიღნაღელ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ფოტოს, რომელმაც თავისი ნამუშევარი გიორგი ჯობავას აჩუქა და შესაბამისად, პრიზიც მან მიიღო. პროექტის მენეჯერი ქეთი გელიტაშვილი: "გიორგი ჯობავას გადაეცა ნახევრადპროფესიონალური ფოტოაპარატი, მეორე და მესამე ადგილზე გასულთ კი-სამოყვარულეო ციფრული კამერები. როგორც ხედავთ ისინი კმაყოფილები არიან ამ საჩუქრებით რაც ჩვენც ძალიან გვახარებს." "ახალგაზრდულმა ცენტრმა" პროექტის დაჯილდოების ცერემონიალზე, სხვა მონაწილეთა ფოტოებიც გამოფინა. სადაც ზამთრის თემაზე შექმნილი მართლაც ბევრი ლამაზი და შთამბეჭდავი ნამუშევარი იყო. საღამო მოწვეული სტუმრებისათვის ალაფურშეტით დაასრულეს. 


ანანო კორკოტაშვილი
05.03.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: In awe of that ansewr! Really cool!
: Ab fab my godoly man.
: This shows real expretise. Thanks for the answer.
: I'll try to put this to good use immedatiley.
: What a pleasure to meet someone who thinks so clelary
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 9 °C + 11 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.