მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
თამაზ ლაზაშვილი და ალბერტ ამისულაშვილი კრივის განვითარების სამსახურში

სპექტრი. 35 წელია თამაზ ლაზაშვილი რაიონისა თუ რეგიონის ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი თაობა გაუზარდა ქართული კრივის ოჯახს. ეს ადამიანი მომავალ სპორტსმენებს ყოფილი რკინიგზის კლუბის გვერდით მდებარე შენობაში ამეცადინებს. როგორც თამაზ ლაზაშვილი ამბობს, `სპორტდარბაზად~ წოდებული ოთახი საკუთარი სახსრებით მოაწყო. ამიტომ გული სტკივა, რომ დარბაზი თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. დღეს მასაც ახალი მთავრობის იმედი აქვს. სჯერა, რომ მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომა აუცილებლად დაუფასდება. "ოფიციალურად უკვე 35 წელია ქართულ სპორტს, კერძოდ კი კრივის განვითარებას ვემსახურები. ვამაყობ, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა საქართველოს ბევრი ჩემპიონი გავუზარდეთ. მათ შორის არიან დღეს უკვე წარმატებული სპორტსმენები მიშიკო გოგიაშვილი და ვანო თოდაშვილი. კრივის შესწავლის მსურველთა ნაკადი ახლაც არ წყდება. კვიარაში ექვს დღეს აქ ვარ და ბავშვებს ვამეცადინებ. თვითონ მოსწავლეებიც არიან მოწადინებულები. როგორ შეიძლება მათ ვუღალატო?!.." ასე დაიწყო `სპექტრთან~ საუბარი თამაზ ლაზაშვილმა.

მწრთვნელის თქმით, არაერთი წარმატების, მიღწევისა, თუUრაიონისთვის სახელის მოხვეჭის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება მისი საქმიანობით არ დაინტერესებულა და არც მხარდაჭერა გამოუხატავთ. "როცა ახალგაზრდის მონდომებას, წადილს ვხედავ, როგორ შეიძლება სწავლის საფასური მოვითხოვო? ამ საქმეში ფულს ვერ ავიღებ. ჩვენთან სწავლება უფასოა. ამას დიდი სიყვარულით ვაკეთებ და ოჯახის შემოსავლის წყაროდ ვერ განვიხილავ. უბრალოდ ხშირად, თვეში ორჯერ, თბილისში ტარდება `ღია რინგი.~ იქ მიმყავს მოსწავლეები. ეს ყველაფერი კი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ზოგ ოჯახს პურის ფული არ აქვს გზის ხარჯი რა ნამუსით მოვთხოვო? ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ ოფიციალურ ტურნეებს აფინანსებენ. პარალერულად `სპორტკომოპლექსში~ ვმუშაობ და ეს ინფორმაცია აქედან ვიცი. ამიტომ `ღია რინგზე~ ბავშვები ბევრჯერ საკუთარი სახსრებით წამიყვანია. მაგრამ, როდესაც გამარჯვებას ვაღწევთ და ჩვენი შრომა, ენთუზიაზმი ფასდება, დანარჩენ პრობლემებს აღარ ვჩივი. გული მტკივა, რადგან მეცადინეობა საშინელ პირობებში გვიწევს. რამდენჯერ ვთხოვე გამგეობას, მაგრამ ვერაფრით გააკეთეს ეს დარბაზი." _ ამბობს თამაზ ლაზაშვილი.

მასთან ერთად, გურჯაანში კრივის განვითარებითაა დაკავებული მოკრივე ალბერტ ამისულაშვილიც. მას დარბაზი სოფელ კოლაგში აქვს. ამბობს, რომ მისი და ლაზაშვილის მეგობრობა ათეულ წლებს ითვლის. დღეს ისინი მომავალ თაობაში კრივის სიყვარულს ერთად აღვივებენ. ჩვენი რესპონდენტები 9 აპრილის ქუჩაზე ახლადგახსნილ `სპორტკომპლექსზე~ საუბარს თავად იწყებენ. ალბერტ ამისულაშვილის თქმით, საქართველოს კრივის ფედერაციამ გურჯაანის კრივის კლუბს 35 000 ევროიანი რინგი აჩუქა. თუმცა არც `სპორტკომპლექსში~ და არც სხვა ნებისმიერ დარბაზში მისი განთავსება არ შეიძლება. "კრივის ფედერაციამ, 35 000 ევროიანი რინგი გვაჩუქა, მაგრამ სად დავდგათ? `სპორტკომპლექსში~ მისი განთავსება წარმოუდგენელია, რადგან სტანდარტები დაცული არ არის. რინგის მოსაწყობად მინიმუმ 200 კვ.მ-ია. საჭირო. კომპლექსში კი დარბაზი 100 კვ.მ-ია. ჩვენს მოუწერიგებელ დარბზში ასეთი ძვირადრირებული სავარჯიშო როგორ მოვაწყოთ?" _ კითხულობს ალბერტ ამისულაშვილი.

ჩვენი სტუმრობისას მწრთვნელებმა მრავალი წარმატებული ტურნე გაიხსენეს, მათ შორის 2010 წლის 28-31 ოქტომბრის შეჯიბრება. "ეს შერკინება სოფელ ვარიანში გიორგი კანდელაკის კრივის სკოლაში ჩატარდა. მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ჩემმა მოსწავლემ დავით ფურცელაძემ დაიკავა," _ იხსენებს თამაზ ლაზაშვილი. წამახალისებელი ორთაბრძოლები ტრენერებმა 2012 წლის 20 ოქტომბერსაც გამართეს. ბატონი თამაზი ამის შესახებაც მონდომებით გვესაუბრა. "ლაფარაშვილი გიორგი, მახარაშვილი გოჩა, შაშიაშვილი თემური, რამაზაშვილი გიორგი და კიდევ სხვები. ეს ის ბიჭები არიან, ვინც ჩვენთან ვარჯიშობენ. სხვადასხვა წონით კატეგორიებში ორთაბრძოლები გავმართეთ და მათი შესაძლებლობებიც განსაზღვრეთ. ასეთი შეჯიბრებები სპორტსმენებს სტიმულს მატებს," _ ამბობს იგი.

 დასასრულს თამაზ ლაზაშვილმა და ალბერტ ამისულაშვილმა ახალ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვეს მხარში დგომა და მატერიალური თანადგომა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თავისუფალი დრო სწორი მიმართულებით განკარგონ. 


ლანა გულოშვილი
20.11.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: You've really catpuerd all the essentials in this subject area, haven't you?
: I could read a book about this without finidng such real-world approaches!
: Too many compliments too little space, thnkas!
თელავი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 20 °C + 19 °C
ღამით + 8 °C + 9 °C
ამინდის პროგნოზი 
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.